... (S-2781), XIX ს.

740. მზე დაბრუნდა არ ვიცოდი მზესა რამცა დააბრუნვებს აწ უშველოთ გვიჯობს იგი ნაცვლად დღესა დაგვითბუნვებს ჩემი ჩემებრ არვინ იცის რა მამწარებს რა მატკბუნვებს ცუდთა კაცთა საუბარი კაცსა მეტად დააჭმუნვებს

741. მეფე ანუ მისნი სპანი ნეტარ ხელსა რასა მხდიან აწ ვითამცა უცნობოსა გაუწყვედლად ცრემლი მდიან სჯობს წავიდე არ გავსტეხო კაცსა ფიცნი გამოსცდიან ჭირნი მისგან გარდახდილნი ვიცი მარად უახლდიან

742. აწ ვეზირო მაგა პირსა გული კრული ვით მოგთმინდეს რკინა ჩემი მონაცვალე ხამს გაცვილდეს არ გატინდეს ვერ გარდვიხდი ცრემლთა მისთა ჯეონიცა თვალთა მდინდეს მომეხმარე მოხმარება ნუ თუ ჩემგან შენცა გინდეს

743. არ გამიშვებს გავიპარვი წავალ მათგან შეუგებლად ვით მენუკევს ეგრე დავჰრთო გული ცეცხლთა მოსადებლად ვიცი ჩემთვის არას გიზამს თუ არ უნდი გასაძებლად სთქვი რა გინდა წაგეკიდოს თავი დადევ საწამებლად

744. ვაზირმან სთქუა შენი ცეცხლი მეცა ცეცხლად მომედების ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა ზოგჯერ თქმითაც დაშავდების ვეღარ უჭურეტ ცრემლთა შენთა სოფელიცა გაქარდების ვიტყვი მოვკუდე არა მგამა ჩემი მზეცა თქვენ მოგხვდების

745. რა ვაზირმან ესე უთხრა ადგა დარბაზს გაემართა მეფე დახუდა შეკაზმული პირი მზეებრ ეწაღმართა შეუშინდა საწყენლისა მოხსენება ვერ შეჰმართა დაყრით სდგა და იგონებდა არ საქმეთა საომართა

746. მეფემან ნახა ვაზირი დაღრეჯით დაყმუნვებული უბრძანა რა გჭირს რა იცი რად მოხვე შეჭირვებული მან კადრა არა ვიციო მართ ვარ თავისა ვებული მართალ ხართ მომკლათ რა გესმათ ამბავი გაკვირვებული

747. ჩემი ჭმუნვა ჭირსა ჩემსა არცა ჰმატს და არცა დიდობს მეშინიან თუცა შიშსა მოციქული ვერა რიდობს აწ ავთანდილ გეთხოვების მოაჯეობს არ წამკიდობს უმისყმისოდ სოფელსა და საწუთროსა მისთვის ფლიდობს

748. რაცა იცოდა ყველაი კადრა მოშიშრად ენითა კულავ მოახსენა რამცა სცან სიტყვითა ესოდენითა თუ რაგუარ მყოფი მინახავს თუ რაგვარ ცრემლთა დენითა მართალ ხართ თუმცა რისხვანი ჩემთვის იანაზდენითა

749. რა მეფემან მოისმინა გაგულისდა გაავცნობდა ფერი კრთა და გასაშიშრდა შემხედველთა შეაშთობდა შეუზახნა რა სთქვი შმაგო მაგას სხვამცა ვინ მითხრობდა ავსა კაცსა ურჩევნია ავსამცა რას ადრე სცნობდა

750. გონებ რამე სახარული საქმე მითხარ ვითა ადრად მაგის მეტი რა ვინ მიყოს თუ არ მომკლას მუხთლად ღადრად შმაგო ენა ვით იხმარე აწ მაგისად ჩემად კადრად აგრე შმაგი არ ვეზირად არად ვარგხარ არცა სხვად რად

751. ხამსა კაცმან პატრონისა საწყინარსა არ დახედნეს ოდენ სიტყუა უმეცრული უალაგოდ დაიყბედნეს მე მაგისად მოსმენამდის რად არ ყურნი შემეჭედნეს შენ თუ მოგკლა სისხლნი შენნი ჩემმან ქედმან მიიქედნეს

752. კულავ უბრძანა თუმცა მისგან აწ არ იყავ მოგზავნილი თავმან ჩემმან თავსა მოგკვეთ არად უნდა ამას ცილი წა უკუდეგ ავი შმაგი უმეცარი შლეგი წბილი შაბაშ სიტყვა შაბაშ კაცი შაბაშ საქმე მისგან ქმნილი

753. დადრკა სკამნი შემოსტყორცნა ჰკრნა კედელსა შეალეწნა დააცდუნა მაგრამ მისთვის აალმასნა არ აძეწნა ვით მიამბე წასლვა მისი ვინ ალვისა მორჩი ხე წნა ვაზირისა ცრემლმან ცხელმან ღაწუნი თეთრნი აახეწნა

754. ვეზირმან გლახ გამორიდნა მართ ვეღარას ვერ იძრწივნებს გამოჩბუნვით გამომელდა გულსა წყლულსა მოიმტკივნებს შეის ხასობს გაის ქუშობს ენა ასრე მოაყივნებს მტერი მტერსა ვერას ავნებს რომელ კაცი თავსა ივნებს

755. სთქუა ცოდვათა ჩემთა მსგავსი ღმერთმან მეტი რა მიჩვენოს რად მოვღორდი რად დავბნელდი ნეტარ ვინღა გამითენოს ვინცა სხუა რა კადნიერად პატრონსა რა მოახსენოს ჩემნი დღენი მასმცა ადგან ვინძი ვითა გაისუჱნოს

756. ვაზირი გაწბილებული მივა ბედითა შავითა ავთანდილს უთხრა დაღრეჯით პირითა გამქუშავითა მადლი რა გკადრო არ ვიცი გავხასდი მე მაშ ა ვითა ვა კარგი თავი უებრო დავკარგე დავაშავითა

757. ქრთამსა სთხოვს და ამხანაგობს თუმცა ცრემლსა ვერ იწურვებს მიკვირს რად სცალს წყლიანობად რად არ გულსა შეიურვებს ვინ არ მისცემს ქადებულსა მოურავსა მოიმდურვებს თქმულა ქრთამი საურავად ჯოჯოხეთსცა დაიურვებს

758. ვით გამხადა რა მიბრძანა არ ეგების ჩემგან თხრობა რა სიავე რა სირეგუნე რა შლეგობა რა შმაგობა მე თვით კაცად აღარ ვარგვარ აღარა მიც თავსა ცნობა ესე მიკვირს რად არ მომკლა მისცა თურე ღმერთმან თმობა

759. მეცა ვიცოდი რაცა ვქმენ ცთომით არ წამკიდებია ვიაზრე გამიწყრებოდა ჭმუნვა მით გამდიდებია განგებით ქმნილსა რისხვასა ვერავინ დარიდებია შენთვის სიკუდილი ლხინად მიჩნს ჭირი არ გამცუდებია