... (H-925), XVIII ს.

742. რაცა ღმერთსა არა სწადდეს არა საქმე არ იქნების მზისა შუქთა ვერ მჭვრეტელი ია ხმების ვარდი ჭკნების თვალთა ტურფა საჭვრეტელი უცხო რასმე იამების მე ვით გავსძლო უმისობა ან სიცოცხლე ვით გეთნების

743. რაზომცა სწყრები შემინდევ შეცვლა თქუენისა მცნებისა ძალი არ მქონდა ტყვექნილსა მე მაგისისა თნებისა აწ წასვლა იყო წამალი ჩემთა საჴმილთა გზნებისა სადა გინდ ვიყო რა მგამა ყოფამცა მქონდა ნებისა

744. არას გარგებს სიმძიმილი უსარგებლო ცრემლთა დენა არ გარდავა გარდუვალად მამავალი საქმე ზენა წესი არის მამაცთაგან მოჭირვება ჭირთა თმენა არვის ძალუცს ხორციელსა განგებისა გარდავლენა

745. რაცა ღმერთსა გაუგია თავსა ჩემსა გარდასავლად გარდამხდეს და შემოვიქცე აღარ დამრჩეს გული ავლად თქუენვე გნახნე მხიარულნი დიდებით და დავლამრავლად მას რა ვარგო დიდებად და კმარის ესე ჩემად დავლად

746. მეფეო ესე თათბირი მომკალ ვინ დამიწუნოსა მეფეო ნუთუ წასვლამან თქვენ ჩემმან დაგაჭმუნოსა ვერ ვეცრუები ვერ უზამ საქმესა საძაბუნოსა პირისპირ მარცხვენს ორნივე მივალთ მას საუკუნოსა

747. არ დავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა ვგმობ კაცსა აუგიანსა ცრუსა და ღალატიანსა ვერ ვეცრუები ვერ ვუზამ მას ჴელმწიფესა მზიანსა რა უარეა მამაცსა სულდიდსა წასულა გვიანსა

748. რა უარეა მამაცსა ომშიგან პირის მხვეჭელსა შედრეკილ შეშინებულსა და სიკვდილისა მეჭველსა კაცი ჯაბანი რათა სჯობს დიაცსა ქსლისა მბეჭუელსა სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა

749. ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო ვერცა კლდოვანი მისგან გასწორდეს ყოველნი სუსტი და ძალგულოვანი ბოლოდ შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოანი სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი

750. მერმე ვიშიშვი მეფეო თქუჱნგან კადრებად ამისად სცდების და სცთების სიკვდილსა ვინ არ მოელის წამისად მოვა შემყრელი ყოველთათვის ერთად დღისა და ღამისად თუ ვერა გნახე ცოცხალმან სიცოცხლე მქონდა ჟამისად

751. თუ საწუთრომან დამამხოს ყოველთა დამამჴობელმან ღარიბი მოვკვდე ღარიბად ვერ დამიტიროს მშობელმან ვეღარ შემსუდრონ დაზრდილთა და ვერცა მისანდობელმან მუნ შემიწყალოს თქუენმავე გულმან მოწყალემლმობელმან

752. მაქვს საქონელი ურიცხვი ვერუისგან ანაწონები მიეც გლახაკთა საჭურჭლე ათავისუფლე მონები შენ დაამდიდრე ყოველი ობოლი არას მქონები მიღწვიან მომიგონებენ დამლოცვენ მოვეგონები

753. რაცა თქუჱნთვინ არ ვარგიყოს საჭურჭლესა დასადებლად მიეც ზოგი ხანაგათა ზოგი ხიდთა ასაგებლად ნურა ნუ გშურს საქონელი ჩემი ჩემთვის წასაგებლად შენგან კიდევ არვინ მივის ცეცხლთა ჩემთა დამავსებლად

754. ამას იქით ჩემგან ჩემი ამბავიცა არ გეცნევის ამად გვედრებ სულსა ჩემსა წიგნი გკადრებსარ გეთნევის არას მარგებს ეშმაკისა საქმეთაგან დაეძლევის შემინდევ და შემივედრე მკვდარსა რაღა გარდმეხდევის

755. გვედრებ მეფეო შერმადინს მონასა ჩემსა რჩეულსა ნაკად აქვს ჭირი სამისოდ ამ წელიწადსა წლეულსა ნუგეშინისეც წყალობით ჩემგან წყალობა ჩვეულსა ნუ დაადინებ თვალთაგან ცრემლთა სისხლითა ფრქვეულსა

756. გასრულდა ჩემი ანდერძი ჩემგან ნაწერი ჴელითა აჰა გამზრდელო მოგშორდი წაველ გულითა ჴელითა ნუ სჭმუნავთ ჩემთვის მეფენი ნუ ხართ მოსილნი ბნელითა სუფევით ხარმცა თავითა მტერთაგან საკრძალველითა

757. მისცა ანდერძი შერმადინს რა გაათავა წერითა უთხრა კადრეო მეფესა საქმითა მეცნიერითა შენ დაგამეტებს ვერავინ მსახურებითა ვერითა მოეხვია და ატირდა ცრემლითა სისხლთა ფერითა

ლოცვა ავთანდილისაგან მაძგითად და გაპარვა და წასვლა

758. ილოცავს იტყვის მაღალო ღმერთო ჴმელთა და ცათაო ზოგჯერ მამცემო პატიჟთა ზოგჯერ კეთილთა მზათაო უცნაურო და უთქმელო უფალო უფლებათაო მამეც დათმობა სურვილთა მფლობელო გულისთქმათაო

759. ღმერთო ღმერთო გეაჯები რომელი ფლობ ქვენათ ზესა შენ დაბადენ მიჯნურობა შენ აწესებ მისსა წესსა მე სოფელმან მამაშორვა უკეთესსა ჩემსსა მზესა ნუ ამოფხური სიყვარულსა მისგან ჩემთვის დანათესსა

760. ღმერთო ღმერთო მოწყალეო არვინ მივის შენგან კიდე შენგან ვითხოვ შეწევნასა რაზომსაცა გზასა ვლიდე მტერთა ძლევა ზღვათა ღელვა ღამით მავნე განმარიდე თუღა დავრჩე გმსახურებდე შენდა მსხვერპლსა შევსწირდე