... (Q-296), XVIII ს.

745. რა მეფემან მოისმინა გაგულისდა გაუცნობდა ფერი ჰკრთა და გასაშიშრდა შემხედველთა შეაშთობდა შეუზახნა რასთვის შმაგობ მაგას სხვამცა ვინ მითხრობდა ავსა კაცსა ურჩევნია ავსამცა რასა სცნობდა

746. ვითამც რამე სახარული საქმე მითხარ ვითა ღადრად მაგის მეტი რა ვინ მიყოს თუ არ მამკლას მუხთლად ღადრად შმაგო ენა ვით იხმარე აწ მაგისად ჩემად კადრად აგრე შმაგი არ ვეზირად არა ვარგხარ არცა სხვადრად

747. ჴამსცა კაცმან პატრონისა საწყინარსა არ დარიდნეს ოდეს სიტყვა უმეცრული უმეცრულად დაიყბედნეს მე მაგისა მოსმენამდის რად არ ყურნი შე მეჭედნეს შენ თუ მოგკლა სისხლნი შენნი ჩემმან ქედმან მიიქედნეს

748. კვლავ უბრძანა თუმცა მისგან აწ არ იყავ მოგზავნილი თავმან ჩემმან თავსა მოგკვეთ არად უნდა ამას ცილი წა უკუდეგ ავი შმაგი უმეცარი შლეგი წბილი შაბაშ სიტყუა შაბაშ კაცი შაბაშ საქმე მისგან ქმნილი

749. დადრკა სკამნი შემოსტყორცნა ჰკრნა კედელსა შეალეწნა დააცდუნა მაგრა მისთვის აალმასნა არ აძეწნა ვით მიამბე წასლვა მისი ვინ ალვისა მორჩი ხე წნა ვაზირისა ცრემლმან ცხელმან ღაწვნი თეთრნი აახეწნა

750. ვეზირმან გლახ გამორიდნა მართ ვეღარას ვერ იძრწნვებს გამოძრწა და გამომელდა გულსა წყლულსა მოიმტკივნებს შეის ხასობს გაის ქუშობს ენა ასრე მოაყივნებს მტერი მტერსა ვერას ავნებს რომენ კაცი თავსა ივნებს

751. თქუა ცოდვათა ჩემთა მზგავსი ღმერთმან მეტი რა მიჩვენოს რად მოვღორდი რად დავბნელდი ნეტარ ვინღა გამითენოს ვინცა სხვა რა კადნიერად პატრონსა რა მოახსენოს ჩემნი დღენი მასმცა ადგან რაძინ ვითა გაისვენოს

752. ვაზირი გაწბილებული მივა ბედითა შავითა ავთანდილს უთხრა დაღრეჯით პირითა გამქუშავითა მადლი რა გკადრო აწ თქვენგან გავხასდი მე მაშავითა ვაი კარგი თავი უებრო დავკარგე დავაშავითა

753. ქრთამსა სთხოვს და ამხანაგობს თუცა ცრემლსა ვერ იწურვებს –მიკვირს რად სცალს წყლიანობად რად არ გულსა შეიურვებს – ვინ არ მისცემს ქადებულსა მოურავსა მოიმდურვებს თქმულა ქრთამი საურავსა ჯოჯოხეთსცა დაიურვებს

754. ვით გამჴადა რა მიბრძანა არ ეგების ჩემგან თხრობა რა სიავე რა სირეგვნე რა შლეგობა რა შმაგობა მე თვით კაცად აღარ ვარგვარ აღარა მიც თავსა ცნობა ესე მიკვირს რად არ მამკლა მისცა თურე ღმერთმან თმობა

755. მეცა ვიცოდი რაცა ვჰქნ ცთომით არ წამკიდებია ვიაზრე გამიწყრებოდა ჭმუნვა მით გამდიდებია განგებით ქმნილსა რისხვასა ვერავინ დარიდებია შენთვის სიკუდილი ლხინად მჩანს ჭირნი არ გამცუდებია

756. ყმამან უთხრა აღარ წასლვა არ ეგების ჩემგან აროს იადონი მაშინ მოკუდეს ოდეს ვარდმან იდამჭნაროს ჴამს უძებნოს ცვარი წყლისა მისთვის თავი ყოვლგან აროს ვერ უპოვოს რა ქმნას ანუ გული რითა დაიწყნაროს

757. უმისოდ მყოფი ვერ გავძლებ ჯდომასა ვერცა წოლასა მართ ნადირთაებრ გაჭრასა ვირჩევ მათთანა რბოლასა ასრე გასრულსა რად მნუკევს მისთა მებრძოლთა ბრძოლასა სჯობს უყოლობა კაცისა მომდურავისა ყოლასა

758. მოვახსენებ ერთხელ კულაცა აწ რაზომცა მეფე წყრების ნუ თუ გაბრჭოს გული ჩემი ვით იწვის და ვით ენთების არ გამიშვებს გავიპარვი რა იმედი გარდასწყდების მე თუ მოვკუდე ჩემი კერძი სოფელიმცა გარდიფხვრების

759. მოიუბნეს ვაზირმან ქნა ჭამა სმანი მათნი ფერნი უმასპინძლა ძღუენი უძღვნა შვენიერსა შვენიერნი მისნი მყოლნი ავე ავსნა მოყმენი თუ უნდა ბერნი გაიყარნეს ყმა წავიდეს სახლად ჩადგეს მზისა წვერნი

760. შეკრა წითელი ასი ათასი პირად მზემან და ტანად სარომან სამასი თავი სტავრა ატლასი უხვმან ნიადაგ მიუხვდარომან სამოცი თვალი ლალ აგუნდი ფერად მართ ვითა საურაომან კაცი გაგზავნა ვეზირისასა ესე ყველაი მისთვის არომან

761. შესთვალა თუ რაცა გმართებს ვით მოგცე და ვით გაქონო ვალთა შენთა გარდსახდელი რა ნაცვალი მოვიგონო თუღა დავრჩე შენთვის მოვჰკვდე თავი ჩემი დაგამონო სიყვარული სიყვარულსა შეგიცალო შეგიწონო

762. მე ვითა ვთქვა უებრობა სიკეთე და ქება მისი კაცი იყო საქმისამცა შესაფერი შესატყვისი ასრე უნდა მოხმარება ჰგავიდოდეს ვისცა ვისი ოდეს კაცსა დაეჭიროს მაშინ უნდა ძმა და თვისი

შერმადინის საუბარი ავთანდილისაგან ოდეს გაიპარა

763. შერმადინს ეტყვის უბრძანებს პირმზე ნათელთა მფენელი ესე დღე არის იმედი ჩემის გულისა მლხენელი შენგან თავისა შენისა საჩემოდ გამომჩენელი მქებრად ამბისა მათისა ჴამს მკითხავი და მსმენელი