... (A-656), XIX ს.

740. ქრთამსა სთხოვს და ამხანაგობს თუცა ცრემლსა ვერ იწურვებს მიკვირს რად სცალს წყლიანობად რად არ გულსა შეიურვებს ვინ არ მისცემს ქადებულსა მოურავსა მოიმდურვებს თქმულა ქრთამი საურავსა ჯოჯოხეთსცა დაიურვებს

741. ვით გამხადა რა მიბრძანა არ ეგების ჩემგან თხრობა რა სიავე რა სირეგვნე რა შლუობა რა შმაგობა მე თვით კაცად აღარ ვარგ ვარ აღარა მიც თავსა ცნობა ესე მიკვირს რად არ მომკლა მისცა თურე ღმერთმან თმობა

742. მეცა ვიცოდი რაცა ვჰქენ ცთომით არ წამკიდებია ვიაზრე გამიწყრებოდა ჭმუნვა მით გამდიდებია განგებით ქმნილსა რისხვასა ვერავინ დარიდებია შენთვის სიკვდილი ლხინად მიჩს ჭირი არ გამცუდებია

743. ყმამან უთხრა აღარწასვლა არ ეგების ჩემგან აროს იადონი მაშინ მოკვდეს ოდეს ვარდმან იდამჭნაროს ხამს უძებნოს ცვარი წყლისა მისთვის თავი ყოვლგან აროს ვერ უპოვოს რა ქმნას ანუ გული რითა დაიწყნაროს

744. უმისოდ მყოფი ვერ გავსძლებ ჯდომასა ვერცა წოლასა მართ ნადირთაებრ გაჭრასა ვირჩევ მათ თანა რბოლასა ასრე გასრულსა რად მნუკევს მისთა მებრძოლთა ბრძოლასა სჯობს უყოლობა კაცისა მომდურავისა ყოლასა

745. მოვახსენებ ერთხელ კვლავცა აწ რაზომცა მეფე წყრების ნუთუ გაბრჭოს გული ჩემი ვით იწვის და ვით ენთების არ გამიშვებს გავიპარვი რა იმედი გარდმიწყდების მე თუ მოვჰკვდე ჩემი კერძი სოფელიმცა გარდიფხვრების

746. მოიყვანეს ვეზირმან ქნა ჭამასმანი მათნი ფერნი უმასპინძლა ძღვენნი უძღვნნა შვენიერსა შვენიერნი მისნი მყოლნი ავეავსნა მოყმენი და თუნდა ბერნი გაიყარნეს ყმა წავიდა სახლად ჩადგეს მზისა წვერნი

747. შეკრა წითელი ასი ათასი პირად მზემან და ტანად სარომან სამასი თავი სტავრა ატლასი უხვმან ნიადაგ მიუმცთარომან სამოცი თვალი ლალ იაგუნდი ფერად მართ ვითა მიუმხვდარომან კაცი გაგზავნა ვაზირისასა ესე ყველაი მისთვის არო მან

748. შესთვალა თუ რაცა გმართებს ვით მოგცე და ვით გაქონო ვალთა შენთა გარდსახდელად რა ნაცვალი მოვიგონო თუღა დავრჩე შენთვის მოვკვდე თავი ჩემი დაგამონო სიყვარული სიყვარულსა შეგიცალო შეგიწონო

749. მე ვითა ვთქვა უებრობა სიკეთე და ქება მისი კაცი იყო საქმისაცა შესაფერი შესატყვისი ასრე უნდა მოხმარება გავიდოდეს ვისცა ვისი ოდეს კაცსა დაეჭიროს მაშინ უნდა ძმა და თვისი

შერმადინის საუბარი ავთანდილისგან ოდეს გაიპარა

750. შერმადინს ეტყვის უბრძანებს პირმზე ნათელთა მფენელი ესე დღე არის იმედი ჩემის გულისა მლხენელი შენგან თავისა შენისა საჩემოდ გამომჩენელი მქებრად ამბისა მათისა ხამს მკითხველი და მსმენელი

751. იტყვის როსტან არ გამიშვა არცა სიტყვა მომისმინა მან არ იცის რათა ვინა და სულდგმული ვისგან ვინა უმისომცა ნუ ცოცხალ ვარ ნუცა გარე ნუცა შინა რაცა საქმე უსამართლო ღმერთმან ვისმცა შეარჩინა

752. თუმცა მისი არ გაწირვა ჩემგან მტკიცობს არ სათუობს ყველა ცრუ და მოღალატე ღმერთსა გმობს და აგრე ცრუობს გული მისი უნახავი ტირს და სულთქვამს ვაებს უობს ლხინსა არას არ იახლებს კრთების კუშტობს ვახშობს კსუობს

753. სამი არის მოყვრისაგან მოყვრობისა გამოჩენა პირველ ნდომა სიახლისა სიშორისა ვერ მოთმენა მიცემა და არას შური ჩუქებისა არ მოწყენა გავლენა და მოხმარება მისად რგებად ველთა რბენა

754. რადღა ვაგრძელებ სიტყვასა ჟამია შემოკლებისა აწ გაპარვაა წამალი ამა გულისა ლებისა რასაცა გვედრებ ისმენდი ვირე დრო გქონდეს ხლებისა შენ გაამაგრე დაჭირვა ჩემისა ნასწავლებისა

755. აწ მეფეთა სამსახურად პირველ თავი დაამზადე სიკეთე და უკლებლობა შენი ერთობ გააცხადე სახლი ჩემი შეინახე სპათა ჩემთა ეთავადე სამსახური აქამდისი კვლავ გავლენა გააკვლავდე

756. მტერთა ჩემთა ენაპირე ძალი ნუმცა მოგაკლდების ერთგულთათვის კარგი ნუ გშურს ორგულიმცა შენი კვდების შემოვიქცე შენი ჩემგან ვალი კარგად გარდიხდების პატრონისა სამსახური არაოდეს არ წახდების

757. ესე ესმა ცრემლი ცხელი შერმადინსა თვალთა სდინდი მოახსენა მარტოებით ჭირსა რადმცა შევუშინდი მაგრა რა ვქმნა უშენომან დამეცემის გულსა ბინდი წამიტანე სამსახურად მოგეხმარო რადცა გინდი

758. ვის ასმია მარტოსაგან ღარიბობა ეგზომ დიდი ვის ასმია პატრონისა ჭირსა შიგან ყმისა რიდი დაკარგულსა გიგონებდე რა ვიქმნები აქა ფლიდი ყმამან უთხრა ვერ წაგიტან რაზომსაცა ცრემლსა ღვრიდი