... (H-740), XVIII ს.

732. ჰე: მუშთარო: გეაჯები: შენ: მართალსა: ბჭეთა: ღმრთულსა: მოდა: უყავ: სამართალი: გაებჭობის: გული: გულსა: ნუ: ამრუდებ: უმართლესა: ნუ: წაიწყმედ: ამით: სულსა: მართალი: ვარ: გამიკითხე: რად: მაწყლულებ: მისთვის: წყლულსა:

ამას მესისხლეთა ეტლად იტყუიან:

733. მოდი: მარიხო: უწყალოდ: დამჭერ: ლახურითა: შენითა: შეცამღებედა: შემსვარე: წითლად: სისხლისა: დენითა: მას: უთხრენ: ჩემნი: პატიჟნი: მას: გააგონენ: ენითა: როგორ: გასრულვარ: შენ: იცი: გული: აღარს: ლხენითა:

ამას მკურნალთა ეტლად იტყუიან:

734. მოდი: ასპიროზ: მაგრერა: მან: დამწვა: ცეცხლთა: დაგითა: ვინ: მარგალიტსა: გარეშე: მოსცავს: ძოწისა: ბაგითა: შენ: დააშვენებ: კეკლუცთა: დაშვენებითა: მაგითა: ვისმე: ჩემებრსა: დააგდებ: გაჴდი: ცნობითა: შმაგითა:

ამას მწიგნობართა ეტლად იტყუიან:

735. ოტარიდო: შენგან: კიდე: არვის: მიგავს: საქმე: სხვასა: მზე: მაბრუნვებს: არ: გამიშვებს: შემიყრის: და: მიმცემს: წვასა: დაჯე: წერად: ჭირთა: ჩემთა: მელნად: მოგცემ: ცრემლთა: ტბასა: კალმად: გიკუეთ: გაწლობილსა: ტანსა: წურილსა: ვითა: თმასა:

ამას მოწყალეთა და სნეულთა ეტლად იტყუიან:

736. მოი: მთვარეო: შემიბრალე: ვილევი: და: შენებრ: ვმჭლდები: მზე: გამავსებს: მზევე: გამლევს: ზოგჯერ: ვმჭლდები: ზოგჯერ: ვმსხუდები: მას: უამბენ: სჯანი: ჩემნი: რა: მჭირს: ანუ: რაგვარ: ვბნდები: მიდი: უთხარ: ნუ: გასწირავ: მისი: ვარ: და: მისთვის: ვკუდები:

737. აჰა: მმოწმობენ: ვარსკულავნი: შვიდნივე: მემოწმებიან: მზე: ოტარიდი: მუშთარი: და: ზუალ: ჩემთვის: ბნდებიან: მთვარე: ასპიროზ: მარიხი: მოვლენ: და: მოწმად: მყუებიან: მას: გააგონენ: რანიცა: ცეცხლი: უშენოდ: მდებიან:

738. აწ: გულსა: ეტყუის: ვითამცა: გდის: ცრემლი: არ: გაგჴმობია: რას: გარგებს: მოკულა: თავისა: ეშმა: ძმად: თურე: გძმობია: მეც: ვიცი: ჩემსა: ხელმქნელსა: თმად: ყორნის: ბოლო: სთმობია: მაგრა: თუ: ჭირსა: არ: დასთმობ: ლხინი: რა: დასათმობია:

739. თუ: დავრჩეო: ესე: მიჯობს: სიცოცხლესა: ეტყუის: თუსა ნუთუ: მამხუდეს: ნახვა: მზისა: ნუ: ვიზახი: მიწყივ: უსა: მიიმღერდის: ჴმასა: ტკბილსა: არ: დასწყუედდის: ცრემლთა: რუსა: მისსა: ჴმასა: თანა: ჴმაცა: ბულბულისა: ჰგვანდის: ბუსა:

740. რა: ესმოდის: მღერა: ყმისა: სმენად: მჴეცნი: მოვიდიან: მისვე: ჴმისა: სიტკბოსაგან: წყალთათ: ქუანიცა: გამოსხდიან: ისმენდიან: გაჰკუირდიან: რა: ატირდის: ატირდიან: იმღერს: ლექსთა: საბრალოთა: ღვარისაებრ: ცრემლნი: სდიან:

ავთანდილისაგან ფრიდონისას მისულა:

741. ყმა: მტირალი: სამოცდათ: დღე: ზღვისა: პირსა: მივა: გზასა: შორით: ნახა: მენავენი: მოდიოდეს: შიგან: ზღვასა: მოიცადნა: ჰკითხა: ვინ: ხართ: თქუენ: ამისსა: გნუკევ: თქმასა: ეს: სამეფო: ვისი: არის: ან: მორჩილობს: ვისსა: ჴმალსა:

742. მათ: მოახსენეს: ტურფაო: სახით: და: ანაგებითა: გვეუცხოე: და: გვეკეთე: მით: გეუბნებით: ქებითა: აქამდის: მზღვარი: თურქთაა: მომზღვრე: ფრიდონის: მზღვრებითა: ჩვენცა: ვისნი: ვართ: გიამბობთ: თუ: ჭურეტით: არ: დავდნებითა:

743. ნურადინ: ფრიდონ: მეფეა: ამა: ქუეყნისა: ჩვენისა: მოყმე: მჴნე: უხუი: ძლიერი: ფიცხლად: მამხტომი: ცხენისა: ვნება: არავის: არ: ძალუც: მის: მზისა: ოდნად: მშვენისა: იგია: ჩვენი: პატრონი: მგზავსი: ცით: შუქთა: მფენისა:

744. ყმამან: უთხრა: ძმანო: ჩემნო: კარგთა: კაცთა: გარდგეკიდე: მე: მეფესა: თქუენსა: ვეძებ: მასწავლეთ: თუ: სით: წავიდე: რა: ვიარო: როდის: მივალ: ან: გზასა: აქუს: რა: სიდიდე: მენავეთა: უწინამძღურეს: არ: დააგდეს: გზამდის: კიდე:

745. მოახსენეს: ესე: გზაა: მულღაზინზარს: მიმავალი: მუნ: დაგხუდების: მეფე: ჩვენი: მშვილდ: ფიცხელი: მახვილ: ჴმალი: აქადაღმე: ათ: დღე: მიხუალ: ნაკუთად: სარო: ფერად: ლალი: ვაი: რად: დაგუწვენ: უცხომ: უცხო: რად: მოგვიდ:

746. [ყმამან: უთხრა]: მიკვირს: ძმანო: რად: ხართ: ჩემთვის: გულ: მ[....] ანუ: ეგრე: ვით: გეკეთნეს: ზამთრის: ვარდი: ფერ: ნაკლულ[.......] თქვემცა: მაშინ: გენახენით: ლაღნი: ვდეგით: არ: საპყრულ[........] ჩვენნი: მჭვრეტნი: დავაშვენით: ჩვენგან: სხდიან: მხიარულ[........]