... (Q-609), XIX ს.

741. იტყვის როსტან არ გამიშვა: არცა სიტყვა მამისმინა: მან არ იცის რათ ვინა და: სულდგმულია ვისგან ვინა: უმისომცა ნუ ცოცხალ ვარ: ნუცა გარე ნუცა შინა: რაცა საქმე უსამართლო: ღ~თნ ვისმცა შეარჩინა:

742. თუცა მისი არ გაწირვა: ჩემგან მტკიცობს არ სათუობს: ყოვლი ცრუ და მოღალატე: ღ~თსა გმობს და აგრე ცრუობს: გული მისი უნახავი: ტირს და სულთქვამს ვაებს უშობს: ლხინსა არას არ იახლებს: ჰკრთების კუშტობს ვაშობს ქშობს:

743. სამი არის მოყვრისაგან: მოყვრობისა გამოჩენა: პირველ ნდომა სიახლისა: სიშორისა ვერ მოთმენა: მიცემა და არას შური: ჩუქებისა არ მოწყენა: გავლენა და მოხმარება: მისად რგებად ველთა რბენა:

744. რადღა ვაგრძელებ სიტყვასა: ჟამია შემოკლებისა: აწ გაპარვაა წამალი: ამა გულისა ხლებისა: რასაცა გვედრებ ისმენდი: ვიდრე დრო გქონდეს ხლებისა: შენ გაამაგრე დაჭირვა: ჩემისა ნასწავლებისა:

745. აწ მეფეთა სამსახურად: პირველ თავი დაამზადე: სიკეთე და უკლებრობა: შენი ერთობ გააცხადე: სახლი ჩემი შეინახე: სპათა ჩემთა ეთავადე: სამსახური აქამდისი: კულავ გავლენა გააკვლადე:

746. მტერთა ჩემთა ენაპირე: ძალი ნუმცა მოგაკლდების: ერთგულთათვის კარგი ნუ გშურს: ორგულნიმცა შენნი კუდების: შემოვიქცე შენი ჩემგან ვალი კარგად გარდიჴდების: პატრონისა სამსახური: არაოდეს არ წახდების:

747. ესე ესმა ცრემლი ცხელი: შერმადინსა თვალთა სდინდი: მოახსენა მარტოობით: ჭირსა რადმცა შეუშინდი: მაგრა რა ვჰქნა უშენომან: დამეცემის გულსა ბინდი: წამიტანე სამსახურად მოგეხმარვი რაცა გინდი:

748. ვის ასმია მარტოსაგან: ღარიბობა ეგზომ დიდი: ვის ასმია პატრონისა: ჭირსა შიგან ყმისა რიდი: დაკარგულსა გიგონებდე: რა ვიქნები აქა ფლიდი: ყმამან უთხრა ვერ წაგიტან: რაზომსაცა ცრემლსა ღვრიდი:

749. შენგან ჩემი სიყვარული: ვითამც არა დამეჯერა: მაგრა საქმე არ მოხდების: ჟამი ასრე დამემტერა: ვის მივანდო სახლი ჩემი: შენგან კიდე ვინც ეფერა: გული დადევ დაიჯერე: ვერ წაგიტან ვერა ვერა:

750. თუ მიჯნური ვარ ერთი ვხამ: ხელი მინდორთა მე რებად: არ მარტო უნდა გაჭრილი: სისხლსა სისხლითა ფერებად: გაჭრა ჴელია მიჯნურთა: რად სცალს თავისა ბერებად: ასრეა ესე სოფელი: შესჯერდი კულა შეჯერებად:

751. რა მოგშორდე მახსენებდი: სიყვარული ჩემი გქონდეს: არ ვეშიშვი მტერთა ჩემთა: თავი მონად მამიმონდეს: ჴამს მამაცი გაგულოვნდეს: ჭირსა შიგან არ დაღონდეს: მძულს რომ კაცსა სააუგო: საქმე არა არ შესწონდეს:

752. მე იგი ვარ ვინ სოფელსა: არა მოვჰკრეფ კიტრსა ბერად: ვის სიკუდილი მოყვრისათვის: თამაშად და მიჩანს მღერად: ჩემსა მზესა დავეთხოვე: გაუშვივარ დავდგე მე რად: თუ მას დავჰთმობ სახლსა ჩემსა: ვეღარ დავჰთმობ ვისა მე რად:

753. აწ ანდერძსა ჩემსა მოგცემ: როსტანს წინა დაწერილსა: შენ შეგვედრებ დაგიჭიროს: ვითა გმართებს ჩემსა ზრდილსა: მოვკუდე თავსა ნუ მოიკლავ: სატანისგან ნუ იქ ბნელსა: ამაზედა იტირებდი: დაიდებდი თვალთა მილსა:

ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე ოდეს გაიპარა:

754. დაჯდა წერად ანდერძისა: საბრალოსა საუბრისად: ჱე მეფეო გავიპარე: ძებნად ჩემგან საძებრისად: ვერ დავდგები შეუყრელად: ჩემთა ცრემლთა მამდებრისად: შემინდევ და წამატანე: მოწყალება ღ~თაებრისად:

755. ვიცი ბოლოდ არ დამიგმობ: ამა ჩემსა გაზრახულსა: კაცი ბრძენი ვერ გასწირავს: მოყვარესა მოყვარულსა: მე სიტყვასა ერთსა გკადრებ: პლატონისგან სწავლა თქმულსა: სიცრუჱ და ორ პირობა: ავნებს ჴორცსა მერმე სულსა:

756. რადგან თავი სიცრუვეა: ყოვლისა უბადობისა: მე რად გავწირო მოყვარე :ძმა უმტკიცესი ძმობისა: არა ვიქ ცოდნა რას მარგებს: ფილასოფოსთა ბრძნობისა: მით ვისწავლიდით მოგვეცეს: შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა:

757. წაგიკითხავს სიყვარულსა: მოციქულნი რაგვარ სწერენ: ვით იტყვიან ვით აქებენ: ცან ცნობანი მიაფერენ: სიყვარული აგვამაღლებს: ვით ეჟვანი ამას ჟღერენ: შენ არ ჯერხარ უსწავლელნი: კაცნი რადმცა შევაჯერენ:

758. ვინ დამბადა შეძლებაცა: მანვე მამცა მძლევად მტერთად: ვინ არს ძალი უხილავი: შემწე ყოვლთა მიწიერთად: ვინ საზღვარსა დაუსაზღურებს: ზის უკვდავი ღ~თი ღ~თად: იგი გახდის წამი ყოფით ერთსა ასად ასსა ერთად:

759. რაცა ღ~თსა არა სწადდეს: არა საქმე არ იქნების: მზისა შუქთა ვერ მჭვრეტელი: ია ჴმების ვარდი ჭკნების: თვალთა ტურფა საჭვრეტელი: ყველა რამე ეშვიდნების: მე ვით გავსძლო უმისობა: ან სიცოცხლე ვით გეთნების: