... (H-741), XIX ს.

741. მეფემან ნახა ვეზირი: დაღრეჯით დაყმუნვებული: უბრძანა რა გჭირს რა იცი: რად მოხვე შეჭირვებული: მან ჰკადრა არა არ ვიცი: მართ ვარ თავისა ვებული: მართალ ხართ მამკლათ რა გესმას: ამბავი ჩემგან ცნებული:

742. ჩემი ჭმუნვა ჭირსა ჩემსა: არცა მატს და არცა დიდობს: მეშინიან თუცა შიშსა: მოციქული ვერ დარიდობს: აწ ავთანდილ გეთხოვების: მოაჯეობს არ წამკიდობს: უმის ყმისოდ სოფელსა და: საწუთროსა მისთვის ფლიდობს:

743. რაცა იცოდა ყველაი: ჰკადრა მოშიშრად ენითა: კვლავ მოახსენა რამცა სცნა: სიტყვითა ესოდენითა: თუ რაგავარ მყოფი მინახავს: თუ რაგვარ ცრემლთა დენითა: მართალ ხართ ჩემთვის რისხვანი: თუმცა იანაზდენითა:

744. რა მეფემან მოისმინა: გაგულისდა გაუცნობდა: ფერი ჰკრთა და გასაშიშრდა: შემხედველთა შეაშთობდა: შეუზახნა რასთვის შმაგობ: მაგას სხვამცა ვინ მითხრობდა: ავსა კაცსა ურჩევნია: ავსამცა რას ადრე სცნობდა:

745. ვითამც რამე სიხარული: საქმე მითხარ ვითა ღადრად: მაგის მეტი რა ვინ მიყოს: თუ არ მამკლას მუხთლად ღადრად: შმაგო ენა ვით იხმარე: აწ მაგისად ჩემად კადრად: აგრე შმაგი არ ვეზირად: არად ვარგხარ არცა სხვად რად:

746. ხამსცა კაცმან პატრონისა: საწყინარსა არ დარიდნეს: ოდენ სიტყვა უმეცრული: უმეცრულად დაიყბედნეს მე მაგისად მოსმენამდის: რად არ ყურნი შემებეჭდნეს: შენ თუ მოგკლა სისხლნი შენნი: ჩემმან ქედმან მიიქედნეს:

747. კვლავ უბრძანა თუცა მისგან: აწ არ იყავ მოგზავნილი: თავმან ჩემმან აწვე მოგკვეთ: არად უნდა ამას ცილი: წა უკუდეგ ავი შმაგი: უმეცარი შლეგი წბილი: შაბაშ სიტყვა შაბაშ კაცი: შაბაშ საქმე მისგან ქმნილი:

748. დადრკა სკამნი შემოსტყორცა: ჰკრა კედელსა შეალეწნა: დააცდუნვა მაგრა მისთვის: აალმასნა არ აძეწნა: ვით მიამბე წასლვა მისი: ვინ ალვისა მორჩი ხე წნა: ვაზირისა ცრემლმან ცხელმან: ღაწვნი თეთრნი აახეწნა:

749. ვეზირმან გლახ გამორიდნა: მართ ვეღარას ვერ იძრწინვებს: გამოძრწა და გამომელდა: გულსა წყლულსა მოიმტკივნებს: შეის ხასობს გაის ქუშობს: ენა ასრე მოაყივნებს: მტერი მტერსა ვერას ავნებს: რომე კაცი თავსა ივნებს:

750. თუმც ცოდვათა ჩემთა მსგავსი: ღ~თნ მეტი რა მიჩვენოს: რად მოვღორდი რად დავბნელდი: ნეტარ ვინღა გამითენოს: ვინცა სხვა რა კადნიერად: პატრონსა რა მოახსენოს: ჩემნი დღენი მასმცა ადგან: რაძინ ვითა გაისვენოს:

751. ვეზირი გაწბილებული: მივა ბედითა შავითა: ავთანდილს უთხრა დაღრეჯით: პირითა გამქუშავითა: მადლი რა გკადრო აწ თქვენგან: გავხასდი მე მაშა ვითა: ვაი კარგი თავი უებრო: დავჰკარგე დავაშავითა:

752. ქრთამსა სთხოვს და ამხანაგობს: თუცა ცრემლსა არ იწყურვებს: მიკვირს რად სცალს საწყლიანოდ: რად არ გულსა შეიურვებს: ვინ არ მისცეს ქადებული: მოურავსა მოიმდურვებს: თქმულა ქრთამი საურავსა: ჯოჯოხეთსცა დაიურვებს:

753. ვით გამხადა რა მიბრძანა: არ ეგების ჩემგან თხრობა: რა სიავე რა სირეგვნე: რა შლუობა რა შმაგობა: მე თვით კაცად აღარ ვარგ ვარ: აღარა მიც თავსა ცნობა: ესე მიკვირს რად არ მამკლა: მისცა თურე ღ~თნ თმობა:

754. მეცა ვიცოდი რაცა ვქმენ: ცთომით არ წამკიდებია: ვიაზრე გამიწყრებოდა: ჭმუნვა მით გამდიდებია: განგებით ქნილსა რისხვასა: ვერავინ დარიდებია: შენთვის სიკვდილი ლხინად მჩანს: ჭირი არ გამცუდებია:

755. ყმამან უთხრა აღარ წასლვა: არ ეგების ჩემგან აროს: იადონი მაშინ მოკვდეს: ოდეს ვარდმან იდამჭნაროს: ხამს უძებნოს ცვარი წყლისა: მისთვის თავი ყოვლგნით აროს: ვერ უპოვნოს რა ქნას ანუ: გული რითა დაიწყნაროს:

756. უმისოდ მყოფი ვერ გავძლებ: ჯდომასა ვერცა წოლასა: მართ ნადირთაებრ გაჭრასა: ვირჩევ მათთანა რბოლასა: ასრე გასრულსა რად მნუკევს: მისთა მებრძოლთა ბრძოლასა: სჯობს უყოლობა კაცისა: მომდურავისა ყოლასა:

757. მოვახსენებ ერთხელ კვლაცა: აწ რაზომცა მეფე წყრების: ნუთუ გაბრჭოს გული ჩემი: ვით იწვის და ვით ენთების: არ გამიშვებს გავიპარვი: რა იმედი გარდასწყდების: მე თუ მოვჰკვდე ჩემი კერძი: სოფელიცა გაქარდების:

758. მოიუბნეს ვეზირმან ქნა: ჭამა სმანი მათნი ფერნი: უმასპინძლა ძღვენი უძღვნა: შვენიერსა შვენიერნი: მისნი მყოლნი ავეავსნა: მოყმენი თუნდა ბერნი: გაიყარნეს ყმა წავიდა: სახლად ჩადგეს მზისა წვერნი:

759. შეკრა წითელი ასი ათასი: პირად მზემან და ტანად სარომან: სამასი თავი სტავრა ატლასი: უხვმან და მიუმხდარომან: სამოცი თვალი ლალ იაგუნდი: ფერად მათმან საურაომან: კაცი გაგზავნა ვეზირისასა: ესე ყველაი მისთვის არო მან:

760. შესთვალა თუ რაცა გმართებს: ვით მოგცე და ვით გაქონო: ვალთა შენთა გარდასახდელი: რა ნაცვალი მოვიგონო: თუღა დავრჩე შენთვის: მოვჰკვდე თავი ჩემი დაგამონო: სიყვარული სიყვარულსა: შეგიცვალო შეგიწონო: