... (H-302), 1803 წ.

740. ბროლ სადაფნი მარგალიტსა, ლალის ფერსა სცუჱნ და ბურვენ, მას მოვშორდი ვერ ვიახელ, ვერ ვისურვენ ვერ ვასურვენ, გამოპარვით წამოსვლითა, ღუთისა სწორნი მოვიმდურვენ, ნაცულად მათთა წყალობათა, მათნი გულნი შევაურვენ-

741. პატრონი ჩემი გამზრდელი, ღ~თსაგან დიდად ცხოველი, მშობლური ტკბილი მოწყალე, ცა წყალობისა მთოველი, მას უორგულე წამოველ, მართ დავივიწყე ყოველი, მისი შემცოდე ღუთისაგან, კარგსა არაღას მოველი-

742. ესე ყუჱლაი ასრე მჭირს, დაო ბედითა მისითა, არ უტყუვე და მოვსულვარ, მგზავრი ღამით და დღისითა, აწ იგი სადმე წასულა, ვიწვი ცეცხლითა ვისითა, ცუდ მაშურალი და მტირალი, ქვე ვზი პირითა მქისითა-

743. დაო მეტსა საუბარსა, აღარ მამცემს ჟამი და დრო, არ ვინანი გარდასრულსა, ჰბრძენთა სიტყვა გავაადრო, წავალ ვძებე ანუ ვჰპოვებ, ან სიკვდილი მოვიადრო, თურე ბედი ესთა მებრძვის, ჰსჯობს ვედრებით ღ~თსა ვხადრო-

744. ამის მეტი აღარა თქვა, ატირდა და წამოვიდა, ქუაბი ჩავლო წყალსა გაჰხდა, შამბი გავლო ველს გავიდა, ქარი ველთა მონაქროლი, ლალის ფერსა ვარდსა ზრვიდა, რად მიმეცო ამა ჭირსა, ბედსა ამას უზრახვიდა-

745. იტყვის ღ~თო რა შეგცოდე, შენ უფალსა არსთა მხედსა, რად გამყარე მოყუარეთა, რად შემასწარ ამა ბედსა, ერთი ორთა მგონებელი, ვარ საქმესა წარსაწყმედსა, მოვჰკუდე თავი არ მეწყალვის, სისხლი ჩემი ჩემსა ქედსა-

ავთანდილისაგან ქუაბით წასულა ტარიელის ძებნა მოთქმა და ტირილი

746. მოყუარემან ვარდის კონა, გულსა მკრა და დამიწყლულა, იგი ფიცი ჩემგან სრული, მან აღარა გამისრულა, მას თუ გამყრი საწუთროვო, ჩემი ლხინი გარდასრულა, სხუა მოყუარე თვალსა ჩემსა, გაკიცხულა გაბასრულა-

747. კულავ იტყვის მიკვირს ნაღველი, კაცისა მე ჭკუიანისა, რა ჭმუნვარებდეს რას არგებს, ნაკადი ცრემლთა ბანისა, ჰსჯობს გამორჩევა აზრობა, საქმისა დასაგვანისა, აწ მეცა მიჯობს მონახვა, მის მზისა ლერწამ-ტანისა-

748. ყმა გაემართა საძებრად, მტირალი ცრემლთა მფქვეველი, ეძებს უძახის უყივის, დღეებრ ღამეთა მთეველი, სამ დღემდი მოვლო მრავალი, ჴევი შამბნარი ტყე ველი, ვერ ჰპოვა მივა მჭმუნვარე, ვერას ამბისა მცნეველი-

749. იტყვის ღ~თო რა შეგცოდე, ეგზომ დიდი რა გაწყინე, რად შემასწარ სამაგს ბედსა, რა სასჯელი მამივლინე, გამკითხუჱლო გამიკითხე, აჯა ჩემი შეისმინე, დაამოკლე ჰსჯანი ჩემნი, ჭირნი ჩემი გამილხინე-

პოვნა ავთანდილისაგან ტარიელისა ლომ ვეფხვი რომ დახოცა

750. მივიდოდა მიუბნობდა, ყმა მტირალი ფერ შეცვლილი, ქედსა რასმე გარდაადგა, ველი აჩნდა მზიან ჩრდილი, ნახა შავი შამბთა პირსა, დგა სადავე უკუყრილი, ჰსთქუა უცილოდ იგიაო, არა უნდა ამას ცილი-

751. რა შეხედნა ყმასა გულმან, გაუფეთქნა გაუნათდა, აქა ლხინი დაღრეჯილსა, უათასდა არ უათდა, ვარდმან ფერი გაანათლა, ბროლი ბროლდა სათი სათდა, ვით გრიგალმან ჩაირბინა, არ მოსცალდა ჭვრეტად მათდა-

752. რა ტარიელ დაინახა, გაღანამცა დაეღრიჯა, ახლოს მყოფი სიკუდილისა, ჯდა და პირი დაებღნიჯა, საყელონი გარდეხივნეს, თავი სრულად გაეგლიჯა, მას აღარა შეესმოდა, სოფლით გაღმა გაებიჯა-

753. ერთკენ უც ლომი მოკლული, და ჴრმალი სისხლ მოცხებული, კულავ სხუაგან ვეფხი უსულო, მკუდარი ქუე დანარცხებული, მას წყაროსაებრ თუალთაგან, ცრემლი სდის გაფიცხებული, მუნ აგრე გულსა უნთებდა, ცეცხლი მცხინვარე ცხებული-

754. თუალთა ახმადცა ზარ ედვა, სრულად მიხდოდა ცნობასა, მიახლებოდა სიკუდილსა, მოშორვებოდა ნობასა, ყმა სახელდებით უყივის, ჰლამის სიტყვითა კრთობასა, ვეღარ ასმინა გარდიჭრა, ძმა გამოაჩენს ძმობასა-

755. ჴელითა ცრემლსა უწურავს, თუალთა ავლებდა საჴელსა, ახლოს უზის და უყივის, მართ სახელდობით სახელსა, ეტყვის ვერ მიცნობ ავთანდილს, შენთვის გაჭრილსა და ხელსა, მას არა დია შეესმის, რეტსა თუალ დაუფახუჱლსა-

756. ესე ყუჱლაი ასრეა, რაცა აწ ჩემგან თხრობილა, ცრემლნი მოსწურნა თვალთაგან, ცოტადრე მოაცნობილა, მაშინღა იცნა აკოცა, მოეჭდო მოეძმობილა, ვიმოწმებ ღ~თსა ცხოველსა, მათებრივ არვინ შობილა-

757. უთხრა ძმაო არ გიტყუვე, გიყავ რაცა შემოგფიცე, გნახე სულთა გაუყრელმან, ფიცი ასრე დავამტკიცე, აწ დამეხსენ სიკუდილამდის, ვიტირო და თავსა ვიცე, მაგრამ გვედრებ დამარხვასა, მჴეცთა საჭმლად არა მიმცე-