.... (H-1759), XIX ს.

848. ქალაქი გავლეს მივიდეს, პირსა დიდისა ზღვისასა მაშინ ფრიდონის ნახულსა, ნასაჯდომევსა მზისასა მუნ დაადენდეს ნაკადსა, სისხლისა ცრემლთა ტბისასა ფრიდონ უანბობს ამბავსა, მის მნათობისა ტყვისასა

849. აქა მათ ორთა მონათა, მზე მოიყვანეს ნავითა კბილ თეთრი ბაგე ბალახში, სახედავითა შავითა ცხენი გავქუსლე გავაგე, წაგვრა ხმლითა და მკლავითა შორს მნახეს ადრე გამექცეს, ნავი მფრინველე სჩნდა ვითა

850. მოეხვივნეს ერთმანერთსა, გაამრავლნეს ცრემლთა ღვრანი აკოცეს და გაუახლდეს, მათ ორთავე მათნი წვანი გაიყარნეს გაუყრელნი, ძმად ფიცნი და ვითა ძმანი ფრიდონ დადგა ყმა წავიდა, შემხედველთა მკვლელი ტანი

წასვლა ავთანდილისაგან ფრიდონიდამ ნესტან დარეჯანის საძებრად

851. ყმა მიმავალი მიუბნობს, მსგავსი მთვარისა სრულისა არს თინათინის გონება, მისად სალხენად გულისა იტყჳს მოგშორდი სიცრუვე, ვაი საწუთროსა კრულისა შენ გაქვს წამალი ჩემისა, მამრთელებელი წყლულისა

852. რად სიცხე გულსა ნიადაგ, მწვავს გმირსა სამსალებისა რად გული კლდისა ტინისა, შემქნია სამ სალებისა რა შეუძლია ლახვარსა, დაჩენა სამსა ლებისა შენ ხარ მიზეზი სოფლისა, ასრე გასამსალებისა

853. ავთანდილ მარტო ზღვის პირსა, მივა ოთხითა მონითა წამალსა ტარიელისსა, ეძებს ყოვლითა ღონითა დღისით და ღამით მტირალი, იღვრების ცრემლთა ფონითა ჩალად უჩს ყოვლი ქვეყანა, მისვე ჩალისა წონითა

854. სადაცა ნახნის ეუბნის, მგზავრნი ზღვის პირსა რებულნი ჰკითხის მის მზისა ამბავი, დღენი ვლნა გაასებულნი ქედსა გარდადგა აქლემნი, აუჩნდა ლარ კიდებულნი მოქარავნენი ზღვის პირსა, დაყრით დგეს შეჭირვებულნი

855. მუნ ქარავანი ურიცხვი, მოსდგმოდა ზღვისა კიდესა შეიჭირვებდეს ჭმუნვიდეს, ვერცა დგეს ვერცა ვლიდესა ყმამან სალამი უბრძანა, ქებასა შეასხმიდესა ჰკითხეს ვაჭარნო თუ ვინ ხართ, მათ საუბარი ჰკიდესა

856. უსამ იყო ქარავნისა, უხუცესი კაცი ბრძენი მოახსენა ხოტბა სრული, დაჰლოცა და უქნა ზნენი ჰკადრეს მზეო სიცოცხლე, და შენ ამოჰხე ჩვენი მლხენი ჩამოხე და მოგახსენოთ, ამბავი და საქმე ჩვენი

857. გარდახდა ჰკადრეს ჩვენ ვართო, მობაღდადენი ვაჭარნი მაჰმადის სჯულის მჭირავნი, აროდეს გვისვამნ მაჭარნი ზღვათა მეფისა ქალაქსა, სავაჭროდ გარდმონაჭარნი საქონელ სრულნი მდიდარნი, არ ლარნი გვჰაქვან ნაჭარნი

858. ჩვენ აქა ვჰპოვეთ ზღვის პირსა, კაცი უსულოდ მდებარე უშველეთ ენა მოეცა, სიტყვისა გამომგებარე ვჰკითხეთ თუ ვინ ხარ ღარიბო, რასა საქმისა მძებარე გვითხრა თუ შეხვალთ დაგხოცენ, კიდე ცოცხალვარ მე ბარე

859. თქვენ ქარავანი ეგვიპტით, გამოვემართეთ ერითა ზღვასა შევედით ტჳრთულნი, ლარითა მრავალ ფერითა მუნ მეკობრეთა დაგვჰხოცეს, ძელის სახნისის წვერითა ყველავე წახდა არ ვიცი, აქა მოსრულვარ მე რითა

860. ლომო და მზეო ესეა, მიზეზი აქა დგომისა დაბრუნდეთ გვეცემის, ზიანი ას საზომისა შევიდეთ ვაი თუ დაგვხოცნენ, ძალი არა გვაქვს ომისა ვერ ვდგევართ ვერცა წავსულვართ, ღონე წაგვსვლია რჩომისა

861. ყმამან უთხრა ვინცა სჭმუნავს, ცუდია და ცუდად სცთების რაცა მოვა საქმე ზენა, მამავალიარ აგვცთების მე მივინდობ სისხლთა თქვენსა, შემოვისხამ დაცამწვთების ვინცა გებრძვის ხრმალი ჩემი, მბრძოლთა თქვენთა დააცვთების

862. მოქარავნენი აივსნენ, სიხარულითა დიდითა თქვეს ყმა ვინმეა ჭაბუკი, არ ჩვენებრვე რიდითა აქვს თავისაგან იმედი, ვიყვნეთ გულითა მშვიდითა შევიდეს ჩასხდეს ხომალდსა, გამართეს ზღვისა კიდითა

863. სიამოვნისა დარითა, იარეს არ სიძნელითა მათი ბადრაგა ავთანდილ, უძღვის გულითა ქველითა გამოჩნდა ნავი მეკობრე, დროშითა მეტად გრძელითა მას ნავის ნავთა სალეწლად, სახნისი გია ძელითა

864. კიოდეს და მოსდიოდეს, იძახდეს და ბუკსა კრესა შეუშინდა ქარავანი, მათ ლაშქართა სიდიდესა ყმამან უთხრა ნუ იშიშვით, თქვენ იმათსა სიალფესა ანუ დავხოც ამ ყუელასა, ან სიკუდილი ჩემი დღესა

865. უგანგებოდ ვერას მიზმენ, შეცამებნენ ხმელთა სპანი განგებაა არ დავრჩები, მახვილნია ჩემთვის მზანი ვერ მიხსნიან ვერ ციხენი, ვერ მოყვასნი ვერცა ძმანი ვინცა იცის ესე ასრე, ჩემებრვეა გულოვანი

866. თქვენ ვაჭარნი ჯაბანნი ხართ, ომისაცა უმეცარნი შორს ისრითა არ დაგხოცნენ, ჩაიხრჩენით თანა კარნი მარტო მნახეთ ვით შევიბა, ვით ვიხმარნე ლომნი მკლავნი მეკობრესა ნავისანი, სისხლნი ნახეთ მონაღვარნი