.... (H-1759), XIX ს.

757. ღ~თსამცა ესე რად ექმნა, ეგეთნი დაებადენით აღარ შეგყარნა გაგყარნა, ხელი გქმნა ცრემლთა დადენით სდევს ფათერაკი მიჯნურსა, გასჭვრიტეთ გაიცადენით თქვენ ერთმანერთი არ მოგხვდეს, მე სულნი ამომხადენით

758. ნეტარ მამაცი სხვა რაა, არ გასძლოს რაცა ჭირია ჭირსა გადრეკა რად უნდა, რა სასაუბრო პირია ნუ გეშის ღ~თი უხვია, თუცა სოფელი ძვირია რაცა მიწვრთიხარ იწვართე, გკადრო უწვრთელი ვირია

759. თუ რა გესმის გაიგონე, ესე კმაა სწავლა სწავლად ჩემსა მზესა დავეთხოვე, თქვენს წინაშე წამოსავლად მოვახსენე რადგან ჩემი, შეუქმნია გული ავლად არას ვარგებ არ დავდგები, სხუა ვიუბნა რაღა მრავლად

760. მან მიბრძანა მადლიერ ვარ, კარგად ხარ და მამაცურად შენგან მისსა გავლენასა, მე დავიჩენ სამსახურად მისის კითხვით წამოსრულვარ, არ მთვრალ ვარ და არ მახმურად აწ შევიქცე რა უამბო, რად მოხველო ჯაბან ხდლურად

761. მაგ საუბარსა ესე სჯობს, ისმინე ჩემი თხრობილი მქნელი საქმისა ძნელისა, კაციმცა იყოს ცნობილი ვერას ვერ შეიქს ნაყოფსა, ვარდი უმზეოდ ჭკნობილი შენ ვერას ირგებ მე მარგებ, ძმა ძმისა უნდა ძმობილი

762. სადაცა გწადდეს მუნ იყავ, მითვე წესითა მაგითა გწადდეს გულითა ბრძენითა, გწადდეს ცნობითა შმაგითა მაგა ქცევითა ტურფითა, ანაგებითა ნაგითა ოდენ გამაგრდი არ მოჰკუდე, არ დასდნე ცეცხლთა დაგითა

763. ამის მეტსა არას გნუკევ, წელიწადსა ერთსა მსგეფსა აქავ ქვაბსა მამნახვიდი, მე ამბავსაა ყოვლგნით მკრეფსა ამა ჟამსა ნიშნად მოგცემ, დროსა ამას ვარდ იეფსა ვარდთა ნახვა გაგაკრთობდეს, მართ ვითამცა ძაღლი ჰყეფსა

764. ამა დროსა გარდავსცილდე, აქა ქვაბსა არ მოვიდე ცან ცოცხალი არ თურე ვარ, უღონიოდ მოვჰკუდე კიდე ესე მისად ნიშნად კმარის, შენ თუ ჩემთვის ცრემლსა ღვრიდე მაშინ გწადდეს იხარებდი, გწადდეს ჭმუნვა გაადიდე

765. აწ რაცა გკადრე ამისთვის, ნუთუ შენ იყო მჭმუნავი მოგშორდები და არ ვიცი, თუ ცხენი დამცემს თუ ნავი არ უთქმელობა არ ვარგა, არ პირუტყვი ვარ მჩმუნავი არ ვიცი ღ~თი რას მიზამს, ანუ ცა მიწყივ მბუნავი

766. მან უბრძანა აღარ გაწყენ, არცა სიტყვა გამიმეტდეს არ მამისმენ რაზომიცა, საუბარი მიდიადდეს თუ არ მოგყვეს საყვარელი, შენ მას მიჰყევ რაცა სწადდეს ბოლოდ ყოვლი დამალული, საქმე ცხადად გამოცხადდეს

767. არ დაიჯერო მაშინ სცნა, ჩემთა საქმეთა ძნელობა ჩემთჳს ყველაი სწორია, გაჭრა და გაუჭრელობა შენ რაცა გითქვამს მაგას ვიქ, მრჯის რაზომ გინდა ხელობა უშენოდ მამხვდეს რაღა ვქნა, არ დია დღეთა გრძელობა

768. საუბარი გარდასწყვიტეს, დააპირეს ესე პირი ცხენსა შესხდეს მოიარეს, თვითო მოჰკლეს ველს ნადირი შემოიქცეს აატირეს, გული კულაცა ანატირი ხვალ გაყრისა გონებამან, სხვა უმატა ჭირსა ჭირი

769. ლექსთა მკითხველნო თქვენიცა, თვალი ცრემლისა მღვრელია გულმან გლახ რა ქმნას უგულოდ, თუ გული გულსა ელია მოშორვება და მოყურისა, გაყრა კაცისა მკვლელია ვინცა არ იცის არ ესმის, ესე დღე როგორ ძნელია

770. დილა გათენდა შესხდეს და, მას ქალსა გაესალამნეს ტარიელ ასმათ ავთანდილ, თვალთაგან ცრემლნი ალამნეს სამთავე ღაწვთა ალამნი, არღავნის ფერად ალამნეს მათ ლომთა მიწყივ მხეცქმნილთა, თავნი მხეცთანა ალამნეს

771. ქვაბნი ჩავლნეს და წავიდეს, ზახილით ცრემლთა მდენანი ასმათ ტირს მოსთქვამს, ჱე ლომნო ვისნი ვით მოგთქმენ ენანი მზემან დაგვწვა და დაგდაგნა, ცისა მნათობნი ზენანი ვაი ჭირნი ჩემნი ეზომნი, ვაი სიცოცხლისა თმენანი

772. მათ ყმათა მუნით წარსულთა, იგი დღე ერთად იარეს ზღვის პირს მივიდეს მუნ დადგეს, არ ხმელთა არე იარეს არ გაიყარნეს მას ღამით, კვლავ ცეცხლი გაიზიარეს ერთმანერთისა შორს ყოფა, იტირეს იმგლოვიარეს

773. ტარიელს ეტყჳს ავთანდილ, რუ გახმა ცრემლთა დენისა რად მოიშორე შენ ფრიდონ, მამცემი ამა ცხენისა მუნით იცნობის ამბავი, ღონე მის მზისა მშვენისა აწ მე მუნ მივალ მასწავლე, გზა ძმად ფიცისა შენისა

774. ტარიელ სიტყჳთ ასწავლის, მხარსა ფრიდონის გზასასა მართ გააგონა რაც ოდენ, შეეძლო ძალსა თქმისასა აღმოსავლითკენ წადიო, პირსა იარე ზღვისასა თუ ნახო ჩემი უამბე, გკითხავს ამბავსა ძმისასა

775. თხა მოკლეს და მიითრიეს, ცეცხლი შეჰქმნეს ზღვისა პირსა სვეს და ჭამეს რაცა ჭამა, შეფერობდა მათსა ჭირსა მას ღამესა ერთად იყუნეს, ერთგან მიწვეს ხეთა ძირსა ვგმობ მუხთალსა საწუთროსა, ზოგჯერ უხვსა ზოგჯერ ძვირსა

776. ცისკრად ადგეს გასაყრელად, ერთმანერთსა მოეხვივნეს მაშინ მათგან ნაუბარნი, დადნეს ვინცა მოისმინეს თვალთა ვითა წყაროს თვალნი, ცრემლი ველთა მოადინეს დიდხანს დგანან შეჭედილნი, მკერდი მკერდსა შეარკინეს