.... (H-1759), XIX ს.

867. ჩაიცვა ტანსა აბჯარი, ქცევითა ვეფხებრ მკრჩხალითა მას ჴელთა კეტი რკინისა, ჰქონდა ხელითა ცალითა ნავისა თავსა გულითა, წასდგა შიშ შეუალითა ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა, მტერნი დაჰხოცნა ხმალითა

868. კიოდეს იგი ლაშქარნი, ხმა მათი არ გასწყდებოდა აძგერეს ძელი რომელსა, ზედა სახნისი გებოდა კეტი ჰკრა ძელი მოტეხა, სხვით არათ არ მიტყდებოდა ყმა ნავის თავსა უშიშრად, ქვე დგა არ თურე კრთებოდა

869. ძელი მოსტყდა ავთანდილ, დარჩა ნავ დაულეწელი შეშინდეს იგი ლაშქარნი, გზა სძებნეს გარდსახვეწელი ვეღარ გარდესწრნეს გარდუხტა, მტერთა მი და მო მლეწელი არ დარჩა კაცი ცოცხალი, მუნ მისგან დაუფრეწელი

870. მათ ლაშქართა გულ უშიშრად, ასრე ხოცდა ვითა თხასა ზოგნი ნავსა შეანარცხის, ზოგსა ყრიდა შიგან ზღვასა ერთმანერთსა შემოსტყორცის, რვა ცხრასა და ცხრა კრის რვასა დამალულნი მკუდართა შუა, იმალვიან ჰმალვენ ხმასა

871. გაუმარჯვდა ომი მათი, ვითა სწადდა გულსა მისსა ზოგთა ჰკადრეს ზენაარი, ნუ დაგვჰხოცო შენსა სჯულსა არ დაჴოცნა დაიმონა, დარჩომოდა რაცა წყლულსა მართლად იტყვის მოციქული, შიში შეიქს სიყუარულსა

872. კაცო ძალსა ნუ იკვეხი, ნუცა მოჰკვეხ ვითა მთრუალი არას გარგებს ძლიერება, თუ არ შეგწევს ღ~თისა ძალი დიდთა ხეთა მოერევის, მცირე დაჰსწვავს ნაბერწკალი ღ~თი გფარავს სწორად გაკვეთს, შეშა ვის ჰკრა თუნდა ხმალი

873. მუნ ავთანდილ საჭურჭლენი, მათეულნი დიდნი ნახნა ნავი ნავსა შეატყუბნა, ქარავანსა დაუძახნა უსამ ნახა მხიარულმან, გაეხარნეს არ იახნა ჰკადრეს ხოტბა ქებად მისად, სასახავნი დიდნი სახნა

874. ავთანდილის მაქებელთა, ათასიმცა ენა უნდა ვერცა მათ თქუეს ნაომრობა, როგორ ტურფად დაუშვენდა ქარავანმან იზრიალა, თქვეს უფალო მადლი შენდა მზემან შუქნი შემოგვადგნა, ღამე ბნელი გაგვითენდა

875. მოეგებნეს აქ აკოცებდეს, თავსა პირსა ფერხთა ხელსა ჰკადრეს ქება უსაზომო, მას ტურფასა საქებელსა მისი ჭვრეტა გააშმაგებს, კაცსა ბრძენსა ვითა ხელსა შენგან დავრჩით ჩვენ ყუელანი, ფათერაკსა ეზომ ძნელსა

876. ყმამან უთხრა მადლი ღ~თსა, შემოქმედსა არსთა მხედსა ვისგან ძალნი ზეციერნი, გააგებენ აქა ქნადსა იგი იქმნას ყუელაკასა, იდუმალსა ზოგსა ცხადსა ჴამს ყოვლისა დაჯერება, ბრძენი ჯერა მოწევნადსა

877. ღ~თნ სულსა ეგოდენსა, თქვენ გათნივა სისხლი თქვენი მე გლახ რა ვარ მიწა ცუდი, თავით ჩემით რამცა ვქენი აწ დავჰხოცენ მტერნი თქვენნი, გავასრულე რაცა ვსთქვენი ნავი სრულად საქონლითა, მამიღია ვითა ძღვენი

878. ამოა კარგსა მოყმესა, რა ომი გამარჯვებოდეს ამხანაგთათვის ეჯობნოს, ვინცა მას თანა ხლებოდეს მიულოცვიდენ აქებდენ, მათ აგრე მყოფთა სწბებოდეს შვენოდეს დაკოდილობა, ცოტაი რამე ვნებოდეს

879. იგი ნავი მეკობრეთა, მას დღე ნახეს არა ხვალეს მუნ დებულთა საჭურჭლეთა, ამარიმცა ვით დათვალეს მათსა ნავსა გარდმოიღეს, ნავი სრულად გარდმოსცალეს დალეწეს და ზოგი დასწვეს, შეშა დრამად არ გაცვალეს

880. ავთანდილს უსამ მოართვა, ვაჭართა შემოთვლილობა შენგან ვართ გამაგრებულნი, ჩვენ ვიცით ჩვენი ფლიდობა რაცა გვაქვს იგი შენია, ამას არ უნდა ცილობა რასაცა მოგვცემ გვიბოძე, გვიქნია აქა ყრილობა

881. ყმამან შესთვალა ჱე ძმანო, წეღანცა მოგისმენია ღ~თსა შეესმა ნაკადი, რაცა თქვენ თვალთა გდენია მან დაგარჩინნა მე რა ვარ, მე გლახ რა მომილხენია რა გინდა მამცეთ რას ვაქნევ, მე ვარ და ჩემი ცხენია

882. მე თუმცა რაცა მინდოდა, საჭურჭლე დასადებელი ჩემსაცა მქონდა ურიცხვი, უსახო ლარ საგებელი რას ვაქნევ თქვენსა რასგინდა, ოდენ ვარ თქვენი მხლებელი სხვაგან რამე მიძს სხვა საქმე, თავისა წასაგებელი

883. აწ რაცა აქა ვიშოვე, საჭურჭლე დაუთვალავი რაცა ვის გინდა წაიღეთ, არვისი ვიყო მლალავი ერთსა ვიაჯი მიაჯეთ, სააჯო არ საკრძალავი საქმე რამე მიც თქვენშია, თავისა დასამალავი

884. ჟამამდის ჩემსა ნუ იტყვით, არ თქვენსა პატრონობასა თვით თავადია ჩვენი თქვა, ნუ მიხმობთ ჭაბუკობასა მე სავაჭროსა ჩავიცვამ, დავიწყებ ჩუბაჩობასა თქვენ შემინახეთ ნამუსი, თქვენსა და ჩემსა ძმობასა

885. ესე საქმე ქარავანსა, გაეხარნეს მეტად დია მოვიდეს და თაყუანისცეს, ჰკადრეს ჩვენი იმედია რაცა აჯა ჩვენ გვმართებდა, იგი თქვენვე გიაჯია მას ვმსახუროთ ვისი პირი, მზისა პირად გაგვიცდია

886. მუნით წავიდეს იარეს, არ თურე ხანსა ზმიდიან მიხვდეს ტაროსსა ამოსა, ნიადაგ ამოდ ვლიდიან შეფრფინვიდიან ავთანდილს, ქებასა შეასხმიდიან მას მარგალიტსა მას ყმასა, კბილთა ფერსა სძღვნიდიან