.... (H-1759), XIX ს.

984. აწ გამოსჩნდების სახმრობა, ჩემი შენისა გრძნებისა ფიცხლად დამივსო სახმილი, შენ ჩემთა ცეცხლთა დებისა მას მზესა ჰკადრე მიზეზი, მისისა განკურნებისა მან უთხრა ხვალე მოგართვა, ყოვლი ამბავი ნებისა

წიგნი ფატმანისა ნესტან დარეჯანის წინაშე მიწერილი

985. ფატმან სწერს აჰა მნათობო, სოფლისა მზეო ზენაო შენთა შორს მყოფთა ყოველთა, დამწველო ამაზრზენაო სიტყვა მჭევრო და წყლიანო, ტურფაო ლამაზ ენაო ბროლო და ლალო ორივე, კვლავ ერთგან შენათხზენაო

986. თუმცა თუ შენი ამბავი, შენ არა მომასმენიე მე ეგრეცა ვსცან მართალი, მით გულსა მოვალხენიე შენთვის ჴელქმნილსა ტარიელს, ამბითა მოალხენიე ორნივე მიხვდეთ წადილსა, იგი ვარდობდეს შენ იე

987. მოსრულა შენად საძებრად, მისი ძმად შეფიცებული ავთანდილ მოყმე არაბი, არაბეთს შიგან ქებული სპასპეტი როსტენ მეფისა, ვერვისგან დაწუნებული შენ სწერდი შენსა ამბავსა, ლაღი ბრძნად გაგონებული

988. ჩვენ ამისთვის ესე მონა, გამოვგზავნეთ თქვენსა წინა ვსცნათ ამბავი ქაჯეთისა, მოსრულანცა ქაჯნი შინა მანდაურთა მეომართა, ანგარიში წვრილად გვინა ვინ არიან მცველნი შენნი, ან თავადი მათი ვინა

989. რაცა იცი მანდაური, მოგვიწერე გაამჟღავნე მერმე შენსა საყუარელსა, ნიშანი რა გაუგზავნე შენი ყველა აქამდისი, ჭირი ლხინსა გაათავნე ღ~თსა უნდეს მოყვარენი, შესაფერნი შეგაზავნე

990. წადი უსტარო ისწრაფე, თუ მუხლი გქონდეს მალები დაგნატრი მიხვალ დაგხვდების, ბროლი სათი და ლალები ბედად შენ მჯობხარ უსტარო, გნახვენ დამწველის თვალები შენს უკან ჩემი სიცოცხლე, თუ გესმის არ გებრალები

991. ფატმან მისცა დაწერილი, მას გრძნეულსა ხელოვანსა ესე წიგნი მიართვიო, ქალსა მზისა დასაგვანსა მან გრძეულმან მოლი რამე, წამოისხა ზედან ტანსა მასვე წამსა გარდაიკარგა, გარდაფრინდა ბანის ბანსა

992. წავიდა ვითა ისარი, კაცისა მშვილდ ფიცხელისა რა ქაჯეთს შეხდა ქმნილ იყო, ოდენ ბინდ ბანდი ბნელისა უჩინლად შევლო სიმრავლე, მოყმისა კართა მცველისა მას მზესა ჰკადრა სალამი, მისისა სასურველისა

წიგნი ნესტან დარეჯანისა საყვარელსა თანა მიწერილი

993. აწ საყუარელსა მიუწერ, გულ ამოსკვნილი მტირალი მისმანვე ცრემლმან დაუვსის, ვის ედებოდა ვის ალი დაწერა წიგნი მსმენელთა, გულისა გასაგმირალი ვარდი გააპის გამოსჩნდის, მუნ ბროლი გამომჭვირვალი

994. ჱე ჩემო ესე უსტარი, არს ჩემგან მონაღვაწები ტანი კალმად მაქვს, კალამი ნაღველთა ამონაწები მე გული შენი ქაღალდად, გულსავე ჩემსა ვაწები გულო შავ გულო დაბმულხარ, ნუ აეხსნები აწ ები

995. ხედავცა ჩემო სოფელი, რათა საქმეთა მქნელია რაზომცა ნათობს სინათლე, ჩემთვის ეგრეცა ბნელია ბრძენნი იცნობენ სწუნობენ, მით მათგან საწუნელია უშენოდ ჩემი სიცოცხლე, ვამე რა დიდი ძნელია

996. ხედავ ჩემო ვით გაგვყარნა, სოფელმან და ჟამმან კრულმან ვეღარ გნახე საყუარელი, მხიარული მხიარულმან ნეტარ რა ქნას უშენომან, გულმან შენგან დალახრულმან გაგიცხადა დამალული, გონებამან დაფარულმან

997. შენმან მზემან აქანამდის, შენ ცოცხალ არ მეგონე ჩემი მეთქვა გარდასრულდა, სიცოცხლე და ყოვლი ღონე აწ რა მესმა შემოქმედი, ვადიდე და ღ~თსა ვმონე ჩემი ყველა აქანამდის, ჭირი ლხინსა შევაწონე

998. შენი სიცოცხლე მეყოფის, ჩემად იმედად გულისად გულისა ერთობ წყლულისა, და ასრე დადაგულისად მამიგონებდი გახსოვდე, მე შენთვის დაკარგული სად ვზი მზრდელი სიყვარულისა, მის შენგან დანერგულისად

999. სხვად ჩემო ჩემი ამბავი, ჩემგან არ მოგეწერების ენა დაშვრების მოსმენით, არვისგან დაიჯერების ფატმან წამგვარა გრძნეულთა, ღ~თიმცა მის ეტერების აწ კვლავ ქმნა იგი სოფელმან, რაცა მას შეეფერების

1000. აწ სოფელმან უარესი, ჭირი ჭირსა მიმისართა არ დასჯერდა ბედი ჩემი, მას პატიჟთა მრავალ გვართა კვლაცა მიმცა შესაპყრობლად, ქაჯთა ძნელად საომართა ბედმან გვიყო ყველაკაი, ჩემო რაცა დაგვემართა

1001. ციხეს ვზი ეგზომ მაღალსა, თვალნი ძლივ გარდასწვდებიან გზა გვირაბითა შემოვა, მცველნი მუნ ზედა დგებიან დღისით და ღამით მოყმენი, ნობათსა არ დასცდებიან მათთა შემბმელთა დაჰხოცენ, მართ ცეცხლად მოედებიან