.... (H-1759), XIX ს.

944. კულავ ვეუბენით მას მზესა, ტკბილ მოუბრითა ენითა არ მონა იყო ტყუოდა, ჩვენ ესე შევიგენითა როშაქ შეატყო ქალობა, გვერდსა წაუდგა ცხენითა აღარ გაუშვით დაჭირვა, ვკადრეთ ხელითა ჩვენითა

945. კულავ ვჰკითხეთ გვითხარ მართალი, საქმე შენ მზეებრ ნათელისა ვისი ხარ ვინ ხარ სით მოხვალ, მანათობელი ბნელისა მან არა გვითხრა გაუშვა, წყარო ცრემლისა ცხელისა რა საბრალოა გავსილი, მთვარე ჩანთქმული გველისა

946. არცა რა ცხადი ამბავი, არცა რა დასამალავი არა არ გვითხრა ვინ იყო, ან ვისგან ნამუხთალავი ქუშ ქუშათ გვეუბნებოდა, კუშტი თავისა მკრძალავი ვითა ასპიტი მჭვრეტელთა, მისთა თვალითა მლალავი

947. როშაქ გვიბრძანა ნუ ჰკითხავთ, აწ თურე არ სათქმელია იმისი საქმე უცხოა, საამბობლადცა ძნელია ბედი მეფისა ჩვენისა, ასთაგან სანატრელია მით რომე ღ~თი მას მისცემს, რაც უფრო საკვირველია

948. ესე ღ~თსა მისაგვრელად, მისად ჩვენთვის მოუცდია მიუტანოთ არმაღანად, დაგვიმადლებს მეტად დია თუ დავმალავთ დავმჟღავნდებით, მეფე ჩვენი ამაყია პირველ მათი შეცოდება, მერმე დიდი აუგია

949. მივამოწმენით თათბირნი, არ კიდე გავაკიდენით დავბრუნდით ქაჯეთს მივმართეთ, მზესა წინ მოვეკიდენით არცარა ვჰკადრეთ ხელდახელ, არცა თუ წავეკიდენით იგი სტირს ღაწვსა გულმდუღრად, ჩარცხის ცრემლისა კი დენით

950. მე როშაქს ვჰკადრე გამიშვი, კვლავ ადრე თქვენი მხლებელი აწ გულანშაროს ქალაქსა, ვარ საქმის რასმე მდებელი მან გამამიშვა აქ სადმე, ლარი მიც წასაღებელი თანა წავიტან წაცავალ, მე მათი ზედა მსწრებელი

951. მათ კაცთა დიდად იამა, ესე ამბავი მონისა მე გავიგონე შერემშრა, ნაკადი ცრემლთა ფონისა მენიშნა ყოვლი ნიშანი, ვიცან ჩემისა ღონისა ცოტაი ლხენა მომეცა, მგზავსი დრამისა წონისა

952. მოვიყვანე იგი მონა, ახლოს დავსვი ჩემსა წინა ვკითხე მითხარ რას იტყოდი, გაგონება მეცა მინა მან იგივე კვლავ მიამბო, რაცა მუნით მამესმინა ამ ამბავმან გამაცოცხლა, სულ მობრძავი დამარჩინა

953. მე ორნი შავნი მონანი, მყვანან სავსენი გრძნებითა უჩინოდ მივლენ წამოვლენ, მათითა ჴელოვნებითა მოვასხენ ქაჯეთს გავგზავნენ, ვარქვი თუ ნუ დასდგებითა მაცნობეთ მისი ამბავი, თქვენითა მოქმედებითა

954. სამ დღე მოვიდეს მიამბეს, ფიცხლა ებიჯა გზისადა მიუგვრიაო მეფისა, ზღვას იქით წამავლისადა ვერვის შეუდგმან საჭვრეტად, თვალნი მართ ვითა მზისადა ქუე დაუწინდავს საცოლედ, როსან ცოტასა ყმისადა

955. როსანს შევრთოთო დულარდუხტს, მეფესა უბრძანებია ჯერ ქორწილოთ არა მცალს, აწ გული ცეცხლ ნადებია შემოვიქცევი შევისძლობ, ვინ ცისა მზედ ნაქებია ციხეს დაუსვამს ხადუმი, ერთაი უახლებია

956. ყოვლნი მცოდნენი გრძნებისა, მას თანა წაუტანია მით რომე გზაა საჭიროა, მტერნი საომრად მზანია ქუე დაუყრია მოყმები, ვინც უფრო გულოვანია დაეყოვნების წასრულა, ჯერეთ ცოტაი ხანია

957. ქაჯთა ქალაქი აქამდის, მტერთაგან უბრძოლველია ქალაქსა შიგან მაგარი, კლდე მაღალი და გრძელია მას კლდესა შიგან გვირაბი, ასაძრომელი ხურელია მუნ არის მარტო მნათობი, მისთა შემყრელთა მწველია

958. გვირაბის კარსა ნიადაგ, მოყმე სცავს არ პირ ნასები ათი ათასი ჭაბუკი, დგის ყველა კაი ხასები ქალაქის კართა სამთავე, სამათას სამათასები გულო გაგსაჯა სოფელმან, არ ვიცი და გლახ რას ები

959. ესე ამბავი ავთანდილ, პირ მზემან მაგარ ვადამან რა მოისმინა იამა, სხვად არა გაუცხადა მან შესწირა ღ~თსა მადლობა, ტურფამან დანაბადამან ამბავი ჩემი სალხინო, მითხარო ვისმანღა დამან

960. ფატმანს უთხრა საყვარელო, კმა ხარ ჩემთვის სასურველად მე ამბავი სანატრელი, მამასმინე არ პირბნელად მაგრა საქმე ქაჯეთისა, გამაგონე უფრო მრთელად ქაჯნი ყუელა უხორცოა, რამან შექმნა ჴორციელად

961. მის ქალისა სიბრალული, ამანთებს და მიდებს ალსა მაგრა ქაჯნი უხორცონი, რას აქნევენ მიკვირს ქალსა ფატმან უთხრა მამისმინე, მართლად გხედავ მანდა მკრთალსა არ ქაჯნია კაცნიაო, მინდობია კლდესა სალსა

962. ქაჯნი სახელად მით ჰქვიან, არიან ერთად კრებულნი კაცნი გრძნებისა მცოდნენი, ზედან გახელოვნებულნი ყოველთა კაცთა მავნებნი, იგი ვერვისგან ვნებულნი მათნი შემბმელნი წამოვლენ, დამბრმალნი დაწბილებულნი

963. იქმენ რასმე საკვირველსა, მტერსა თვალსა დაუბრმობენ ქართა აღძვრენ საშინელთა, ნავსა ზღვა ზღვა დაამხობენ ვითა ხმელსა გაირბენენ, წყალსა წმიდად დააშრობენ სწადდეს დღესა ბნელად იქმენ, სწადდეს ბნელსა ანათობენ