.... (H-1759), XIX ს.

777. გაიყარნეს ტირილით და, პირსა ხოკით თმათა გლეჯით ერთი აღმა ერთი დაღმა, უგზო მივლენ შამბთა ეჯით ვირემ უჩნდათ ერთმანერთი, იძახდიან პირსა ბღნეჯით იგი ნახეს დაღრეჯილი, მზე დაიღრეჯს მისის ღრეჯით

აქა წასვლა ავთანდილისაგან ფრიდონისას მულღაზანზარს რომ შეეყარა

778. ვაი სოფელო რაშიგან ხარ, რას გვაბრუნვებ რა ზნე გჭირსა ყოვლი შენი მონდობილი, ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა სად წაიყუან სადაურსა, სად აღუფხვრი სადათ ძირსა მაგრამ ღ~თი არ გასწირავს, კაცსა შენგან განაწირსა

779. ავთანდილ მისი გაყრილი, ტირს ხმა მისწვდების ცათამდის იტყვის თუ ღვარი სისხლისა, კულაცა მდენია კვლაცა მდის აწ აგრე გაყრა ძნელია, ვით მაშინ შეყრა ცათამდის კაცი არ ყველა სწორია, დიდი ძეს კაცით კაცამდის

780. ველს მაშინ მხეცი სძღებოდეს, ცრემლითა მუნ ნატირითა ვერ დაივსებდა სახმილსა, იწვის ცეცხლითა ხშირითა კვლავ თინათინის გონება, ავსებს უფროვე ჭირითა ბაგეთა ვარდი ანათობს, ბროლი ძოწისა ძირითა

781. ვარდი სჭკნებოდა ღურებოდა, ალვისა შტო ირხეოდა ბროლი და ლალი გათლილი, ლაჟვარდად გარდიქცეოდა გამაგრებოდა სიკუდილსა, ამისთვის არ იმხნეოდა იტყვის თუ ბნელი რას მიკვირს, რადგან დამაგდე მზეო და

782. მზესა ეტყვის მზეო გიტყვი, თინათინის ღაწვთა დარად შენ მას ჰგავ და იგი შენ გავს, თქვენ ანათებთ მთა და ბარად ხელსა მალხენს ნახვა შენი, ამად გიჭვრეტ არ დამცდარად მაგრამ ჩემი რად დააგდეთ, გული ცივად გაუმთბარად

783. თვე ერთისა მოშორება, მზისა ზამთრის გაგვამცივებს მე გლახ ორნი დამიყრიან, გული ამად რად არ ივნებს მაგრა კლდესა არა შესწონს, არაოდეს არ ატკივნებს წყლულსა დანა ვერა ჰკურნებს, გაჰკუეთს ანუ გაასივნებს

აქა ავთანდილ ვარსკვლავთა ეუბნების თავის ბუნებასა

784. მიმავალი ცასა შესტირს, ეუბნების ეტყვის მზესა აჰა მზეო გიაჯები, შენ უმძლევთა მძლეთა მძლესა ვინ მდაბალთა გაამაღლებ, მეფობასა მისცემ სვესა მე ნუ გამყრი საყვარელსა, ნუ შემიცვლი ღამედ დღესა

ამას სევდიანთა ეტლად იტყჳან

785. მო ზუალო მომიმატე, ცრემლი ცრემლსა ჭირი ჭირსა გული შავად შემიღებე, სიბნელესა მიმეც ხშირსა შემოჰყარე კაეშანი, ტვირთი მძიმე ვითა ვირსა მას უთხარ თუ ნუ გასწირავ, შენია და შენთვის ტირსა

ამას მოსამართლეთა ეტლად იტყჳან

786. ჱე მუშთარო გიაჯები, შენ მართალსა ბრჭესა სრულსა მო და უყავ სამართალი, გაებჭობის გული გულსა ნუ ამრუდებ უმართლესა, ნუ წაიწყმედ ამით სულსა მართალი ვარ გამიკითხე, რად მაწყლულებ მისთვის წყლულსა

ამას მესისხლეთა ეტლად იტყჳან

787. მოდი მარიხო უწყალოდ, დამჭერ ლახვრითა შენითა შეცამღებე და შემსვარე, წითლად სისხლისა დენითა მას უთხრენ ჩემნი პატიჟნი, მას გააგონენ ენითა როგორ გასრულვარ შენ იცი, გულია აღარს ლხენითა

ამას მკურნალთა ეტლად იტყჳან

788. მოდი ასპიროზ მაგრე რა, მან დამწვა ცეცხლთა დაგითა ვინ მარგალიტსა გარეშე, მოსცავს ძოწისა ბაგითა შენ დააშვენებ კეკლუცთა, დაშვენებითა მაგითა ვის ჩემებრსა დააგდებს, გახდი ცნობითა შმაგითა

ამას მწიგნობართა ეტლად იტყჳან

789. ოტარიდო შენგან კიდე, არვის მიგავს საქმე სხვასა მზე მაბრუნვებს არ გამიშვებს, შემიყრის და მიმცემს წვასა დაჯე წერად ჭირთა ჩემთა, მელნად მოგცემ ცრემლთა ტბასა კალმად გიკვეთ გაწლობილსა, ტანსა წვრილსა ვითა ლერწამსა