.... (H-1759), XIX ს.

ამა ამბისა დასაწყისი პირველი ამო და სასმენელად შვენიერი სწავლისათვის მოშაირეთა ტარიელს და ნესტან დარეჯანს ვეფხის ტყაოსნობით უხმობენ

1. რომელმან შეჰქმნა სამყარო, ძალითა მით ძლიერითა ზეგარდმო არსნი სულითა, ყვნა ზეცით მონაბერითა ჩვენ კაცთა მოგუცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა მისგან არს ყოვლი ხელმწიფე, სახითა მის მიერითა

2. ჰე ღ~თო ერთო შენ შექმენ, სახე ყოვლისა ტანისა შენ დამიფარე ძლეუა მეც, დათრგუნვად მე სატანისა მომეც მიჯნურთა სურვილი, სიკუდიდმდე გასატანისა ცოდვათა შესუბუქება, მუნ თანა წარსატანისა

3. ვის შვენის ლომსა ხმარება, შუბისა ფარ შიმშერისა მეფისა მზის თამარისა, ღაწვ ბალახშ თმა გიშერისა მას არა ვიცი შევცოდო, შესხმა ხოტბისა ხშირისა მისთა მჭურეტელთა ყანდისა, მირთმა ხამს მართ მშიერისა

4. თამარს ვაქებდეთ მეფესა, სისხლისა ცრემლ დათხეული ვთქვენი ქებანი ვისნიმე, არ ავად გამორჩეული მელნად ვიხმარე გიშრის ტბა, და კალმად მინა რხეული ვინცა ისმინოს დაესვას, ლახვარი გულსა ხეული

5. მიბრძანეს მათად საქებრად, თქმა ლექსებისა ტკბილისა ქება წარბთა და წამწამთა, თმათა და ბაგე კბილისა ბროლ ბალახშისა თლილისა, მით მიჯრით მიწყობილისა გასტეხს ქუასაცა მაგარსა, გრდემლი ტყვიისა ლბილისა

6. აწ ენა მინდა გამოთქმად, გული და ხელოვანება ძალი მამეც და შეწევნა, შენგნით მაქვს მივსცე გონება [..........................] ტარიელს, ტურფადცა უნდა ხსენება [............................................] სჭირს ერთმანერთის მონება

7. მო დავსხდეთ ტარიელისთვის, ცრემლი გვდის შეუშრობილი მისებრი მართ დაბადებით, ვინცა ყოფილა შობილი დავჯე რუსთველმან გავლექსე, მისთვის გულ ლახვარ სობილი აქამდის ამბად ნათქვამი, აწ მარგალიტი წყობილი

8. მიჯნურსა თვალად სიტულფე, მართებს მართ ვითა მზეობა სიბრძნე სიმდიდრე სიუხვე, სიყმე და მოცალეობა ენა გონება დათმობა, მძლეთა მებრძოლთა მძლეობა ვისცა ეს სრულად არა სჭირს, აკლია მიჯნურთ ზნეობა

9. მიჯნურობა არის ტურფა, საცოდნელად ძნელი გვარი მიჯნურობა სხვა რამეა, არ სიძვისა დასადარი იგი სხვა არს სიძვა სხვაა, შუა უზის დიდი ზღვარი ნურვინ გარევთ ერთმანერთსა, გესმის ჩემი ნაუბარი

10. ხამს მიჯნური ხანიერი, არ მეძავი ბილწი მრუში რა მოშორდეს მოყვარესა, გაამრავლოს სულთქმა უში გული ერთსა დააჯეროს, კუშტი მიხვდეს თუნდა ქუში მძულს უგულოდ სიყვარული, ხვევნა კოცნა მტლაშა მტლუში

11. ამა საქმესა მიჯნური, ნუ უხმობს მიჯნურობასა დღეს ერთი უნდეს ხვალე სხვა, სთმობდეს გაყრისა თმობასა ესე მღერასა ბედითსა, გავს ვაჟთა ყმაწვილობასა კარგი მიჯნური იგია, ვინ იქმს სოფლისა თმობასა

12. არს პირველი მიჯნურობა, არ დაჩენა ჭირთა მალვა თავის წინა იგონებდეს, ნიადაგმცა ჰქონდა ხალვა შორით ბნედა შორით კვდომა, შორით დაგვა შორით ალვა დასთმოს წყრომა მოყვრისაგან, მისი ჰქონდეს შიში კრძალვა

13. ხამს თავისსა ხვაშიადსა, არვისთანა ამჟღავნებდეს არ ბედითად ჰაი ზმიდეს, მოყუარესა აყივნებდეს არსით აჩნდეს მიჯნურობა, არა სადა იფერებდეს მისთვის ჭირი ლხინად უჩნდეს, მისთვის ცეცხლსა მოიდებდეს

14. მას უშმაგო ვით მიენდოს, ვინ მოყვარე გააშმაგოს ამის მეტი რამცა ირგოს, მას ავნოს და თვითანც ივნოს რათამცაღა ასახელოს, რა სიტყვითა ასახელოს რა გავა თუ მოყუარესა, კაცმან გული არ ატკივნოს

15. მე რუსთველი ჴელობითა, ვიქმ საქმესა ამა დარი ვის მორჩილობს ჯარი სპათა, მისთვის ვხელობ მისთვის მკუდარი დაუძლურდი მიჯნურთათვის, კვლავ წამალი არსით არი ანუ მამცეს განკურნება, ანუ მიწა მე სამარი

16. ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები ვით მარგალიტი წყობილი, ხელის ხელ საგოგმანები ვჰპოვე და ლექსად გარდაქმენ, საქმე ვქენ საჭოჭმანები ჩემან ჴელმქმნელმან დამმართოს, ლაღმან და ლამაზმა ნები

17. თვალთა მისგან უნათლოთა, ენატრამცა ახლად ჩენა აჰა გული გამიჯნურდა, მიხდომია ველთა რბენა მიაჯეთ ვინ ჴორცთა დაწვა, კმარის მისცეს სულთა ლხენა სამთა ფერთა საქებელთა, ჰლამის ლექსთა უნდა ლევნა

18. რაცა ვის რა ბედმან მისცეს, დასჯერდეს და მას უბნობდეს მუშა მიწყივ მუშაობდეს, მეომარი გულოვნობდეს კვლავ მიჯნურსა მიჯნურობა, უყუარდეს და გამოსცნობდეს არცა ვისგან დაიწუნოს, არცა სხვათა უწუნობდეს

19. შაირობა პირველადვე, სიბრძნისაა ერთი დარგი საღ~თო საღ~თოდ გასაგონი, მსმენელთათვის დიდი მარგი კვლავ აქაცა იამების, ვინცა ისმენს კაცი ვარგი გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შეირია ამად კარგი