.... (H-1759), XIX ს.

964. ამისთვის ქაჯად უჴმობენ, გარეშემონი ყუელანი თვარა იგიცა კაცნია, ჩვენებრვე ჴორციელანი ავთანდილ მადლი უბრძანა, ცეცხლნი დამივსენ ცხელანი დიდად მიამნეს ამბავნი, სიტყვანი აწინდელანი

965. გულითა ღ~თსა ადიდებს, ავთანდილ ცრემლთა მდენელი თქუა ღ~თო გმადლობ რომელი, ხარ ჭირთა მამალხენელი ყოფილი მყოფი უთქმელი, ყურთაგან მოუსმენელი წყალობა თქვენი იჩქითად, არს ჩვენი გარმომფენელი

966. მის ამბისა ცნობისათვის, ცრემლით ღ~თსა ადიდებდა ფატმან ეჭვდა თავისათვის, ამად ცეცხლსა კვლავ იდებდა ყმა ნამუსსა ინახვიდა, სიყვარულსა იფერებდა ფატმან ყელსა ეხვეოდა, პირსა მზესა აკოცებდა

967. მას ღამით ფატმან იამა, ავთანდილთანა წოლითა ყმა უნდო გვარად ეხვევის, ყელსა ყელითა ბროლითა ჰკლავს თინათინის გონება, ძრწის იდუმლითა ძრწოლითა გული ჴელ ქმნილი გასჭრია, მხეცთავე თანა რბოლითა

968. ავთანდილ მალვით ცრემლსა სდის, წვავს სისხლ ნართავისად შიგან მელნისა მორევსა, ცურავს გიშრისა ნავისად იტყვის თუ მნახეთ მიჯნურნო, იგი ვინ ვარდი ავისად უმისოდ ნეხვთა ზედა ვზი, ბულბული მსგავსად ყვავისად

969. მუნ ცრემლნი მისგან ნადენი, ქვათაცა დასალბონია გიშრისა ტევრსა აგუბებს, ვარდისა ველსა ფონია ფატმან მას ზედა იხარებს, მართ ვითა იადონია თუ ყვავი ვარდსა იშოვნის, თავი ბულბული ჰგონია

970. გათენდა ბანად წავიდა, მზე სოფელს შუქ ნაკიდები დიაცმან უძღვნა მრავალი, კაბა ყაბაჩა რიდები მრავალი ფერი სულნელი, ტურფა პერანგი წმიდები რაცა გწადდესო ჩაიცვი, მე ნურას მერიდები

971. ავთანდილ თქვა საქმე ჩემი, გავაცხადო ამა დღესა სამოსისა ვაჭრულისა, ცმა აქამდის დაეწესა მას დღე ყოვლი საჭაბუკო, შეიმოსა ტანსა მხნესა მოემატა დაშვენება, დაემსგავსა ლომი მზესა

972. ფატმანს პური შეეკაზმა, ავთანდილის საწვეველად ყმა შევიდა მოკაზმული, მხიარულად არ პირ ბნელად ფატმან ნახა გაუკვირდა, ვაჭრულისა უმოსელად შემოსცინნა აგრე სჯობსო, შენთვის ხელთა სასურველად

973. ფატმან მისსა შვენებასა, მეტის მეტად ჰკვირდებოდა მან პასუხი არა გასცა, თავისწინა ღიმდებოდა შეეტყვების არ მიცნობსო, რა რეგვნად და რაგვარ ხმობდა თუმცა რასმე იფერებდა, მეტი არა გავიდოდა

974. პური ჭამეს გაიყარნეს, ყმა მივიდა მისსა შინა ღვინო სმული მხიარული, დაწვა ამოდ დაიძინა საღამო ჟამს გაიღვიძა, შუქი ველთა მოაფინა ფატმან უხმო მოდი მნახე, მარტო ვარო თავისწინა

975. ფატმან მივიდა ავთანდილს, ჴმა ესმა მისგან ოხისა იტყოდა მომკლავს უცილოდ, ტანი ალვისა მო ხისა გვერცა დაისვა ბალიში, მისცა მისისა ნოხისა ვარდისა ბაღსა უჩრდილობს, ჩრდილი წამწამთა ქოხისა

976. ავთანდილ ბრძანა ჱე ფატმან, ვიცი ეს საქმე შენია დაჰკრთები ამა ამბავსა, მართ ვითა გველ ნაკბენია მაგრა აქამდის მართალი, შენ ჩემი არა გსმენია ჩემნი მამკვლელნი წამწამნი, შავნი გიშრისა ხენია

977. გგონივარ ვინმე ვაჭარი, პატრონი ქარავანისა მე ვარ სპასპეტი მაღლისა, მეფისა როსტევანისა თავადი სპისა დიდისა, მათისა შესაგვანისა მაქვს პატრონობა მრავლი, საჭურჭლე ზარდახანისა

978. შენ გიცი კარგი მოყუარე, ერთგული მისანდობელი მათ უ~ს ერთი ასული, მზე ხმელთა მანათობელი იგია ჩემი დამწველი, და ჩემი დამადნობელი მან გამამგზავნა დავაგდე, პატრონი მათი მშობელი

979. რომე შენ ქალი გყოლია, მე ძებნად მისვე ქალისად მივლია ყოვლი ქვეყანა, მის მზისა მონაცვალისად მისთვის გაჭრილი მინახავს, წევს ლომი ფერ ნამკრთალი სად გამცუდებელად თავისად, მის გულისა და ძალისად

980. ავთანდილ ფატმანს ყუელაი, უთხრა ამბავი თავისა ამბავი ტარიელისგან, შემოსვა ვეფხის ტყავისა უბრძანა შენ ხარ წამალი, ჯერ შენგან უნახავისა ღონე წამწმისა ხშირისა, ყორნის ფრთებრ ნაფუშავისა

981. მოდი და ფატმან მეწიე, ვეცადნეთ მისა რგებასა უშველოთ იგი მნათობნი, ნუთუ მიეცნენ შვებასა ვინცა სცნობს კაცი ყველანი, ჩვენსა დაიწყებს ქებასა ნუთუ კულავ მიხვდენ მიჯნურნი, ერთმანერთისა ხლებასა

982. მომგვარე ქაჯეთს გავგზავნოთ, იგივე მონა გრძნეული ქალსა ვაცნობოთ ყუელაი, ამბავი ჩვენგან ცნეული მანცა გვაცნობოს მართალი, ვქნათ მისი გამორჩეული ღ~თმან ქნას ქაჯთა სამეფო, მოგესმას ჩვენგან ძლეული

983. ფატმან თქვა ღ~თსა დიდება, საქმენი მომხვდეს მორანი დღეს რომე მესმნეს ამბავი, უკუდავებისა სწორანი მოჰგვარა მონა გრძნეული, შავი მართ ვითა ყორანი უბრძანა ქაჯეთს გაგგზავნი, წა გზანი გისხენ შორანი