.... (H-1759), XIX ს.

828. მის ყმისა ცეცხლი მედების, დამწვა ცეხლითა მისითა შემებრალნეს და გავშმაგდი, გავხე გულითა ხელითა მამინდა მისთა წამალთა, ძებნა ზღვითა და ხმელითა შევიქეც ვნახენ მეფენი, მყოფნი გულითა მქისითა

829. დავეთხოვე და გამიწყრა, მეფე მიეცა ჭმუნვასა დავყარენ ჩემნი ლაშქარნი, მით იძახიან მუნ ვასა გამოვეპარე დავეხსენ, სისხლისა ცრემლთა წურვასა აწ ვეძებ მისთა წამალთა, ვიქ იქით აქათ ბრუნვასა

830. შენი მან მითხრა ამბავი, მისგან ძმობისა შენისა აწ მიპოვნიხარ უებრო, შენ საქებელი ენისა გამომირჩივე სით მიჯობს, ძებნა მის მზისა ზენისა მისთა მჭვრეტელთა ლხინისა, ვერ მჭვრეტთა ამაზრზენისა

831. აწ ფრიდონ იტყჳს სიტყვითა, მის ყმისა ნაუბარითა ორნივე სწორად მოსთქმიდეს, მოთქმითა საქებარითა გულ ამოსკვნილნი გულითა, ტირან ვერ დამთმობარითა მუნ ვარდსა წყლითა ცრემლითა, რწყვენ ტევრთა საგუბარითა

832. ლაშქართა შიგან შეიქმნა, ხმა ტირილისა დიდისა ზოგთაგან ხოკა პირისა, ზოგთაგან სრევა ქედისა ფრიდონ ტირს მოთქვამს, ხმა მაღლად გაყრილი წლისა შვიდისა უხანობა და სიცრუე, ვაი საწუთროსა ფლიდისა

833. ფრიდონ მოსთქვამს რა შეგასხათ, ვერ საქებო ვერ სათქმელო ჴმელთა მზეო სამყაროსა, მზისა ეტლთა გარდამხმელო მხლებელთა სალხინოო, სიცოცხლეო სულთა მდგმელო ცისა ეტლთა სინათლეო, დამწველო და დამანთქმელო

834. რა მოგეშორვე მას აქათ, სიცოცხლე მამძულვებია თუცა შენ ჩემად არა გცალს, მე შენთვის მამსურვებია შენ უჩემობა ლხინად გჩანს, მე დია მიმჭირვებია ოხერ სიცოცხლე უშენოდ, სოფელი გამარმებია

835. ფრიდონ თქვა ესე სიტყვები, მოთქმითა შვენიერითა სული დაიღეს დადუმდეს, მივლენ არ თურე მღერითა ავთანდილ მჭვრეტთა აშვენებს, ჭვრეტითა აერ ფერითა მელნისა ტბათა მიჯარვით, ბურავს გიშრისა ჭერითა

836. ქალაქს შევიდეს მუნ დახვდა, სრა მოკაზმული სრულითა სახელმწიფოთა ყოვლითა, გასაგებლითა სრულითა მონანი ტურფად მოსილნი, წესითა იყვნეს სრულითა შეფრფინევდიან ავთანდილს, გულითა სულ წასრულითა

837. შევიდეს და დიდი შექნეს, ჯალაბობა არ ხალვათი იქით აქათ დიდებულნი, წარიგებით ათჯერ ათი თვით ორნივე ერთგან დასხდეს, ვინმცა ვინ თქვას ქება მათი ბროლ ბალახშსა აშვენებდა, ზოგან მინა ზოგან სათი

838. დასხდეს შეიქმნა პურობა, გაამრავლებდეს მახალსა უმასპინძლებდეს ავთანდილს, ვითა მძახალი მძახალსა მოიღებდიან ჭურჭელსა, ტურფასა ახალ ახალსა მაგრა მის ყმისა მჭვრეტელთა, გული მიეცა გლახ ალსა

839. მას დღე სვეს სჭამეს გარდახდა, ნადიმი მსმელთა ჯარისა გათენდა ბანეს ავთანდილ, რიცხვი ძეს მუნ ატლასისა შესამოსელი შემოსეს, დრაჰკნისა ბევრ ათასისა შეარტყეს წელთა სარტყელი, დაუდებელი ფასისა

840. ყმამან დაჰყვნა დღენი რამე, თუცა ყოვნასა ვერა სთმობდა ფრიდონს თანა ნადირობად, გავიდეს და თამაშობდა სწორად ჴოცდა შორს და ახლოს, თუ რას ხელსა მიაპყროდა მისი სროლა მშვილდოსანსა, ყველაკასა აწბილობდა

841. ყმა ფრიდონს ეტყვის გესმოდეს, ჩემი აწ მონახსენები მე თქვენი გაყრა სიკვდილად, მიჩნს და მით თავსა ვევნები მაგრა არა მცალს დღე კრულსა, ცეცხლი მე სხვაცა მედების გზა გრძელი საქმე სასწრაფო, მიძს დია დამეყოვნები

842. მართალ არს შენი გამყრელი, თვალი თუ ცრემლსა ღვრიდესა დღეს წამავალი ვერა ვარ, მით ცეცხლი სხვაცა მწვიდესა დგომა მგზავრისა ცთომაა, კარგსა იქმს თავსა სწურთიდესა სადა გინახავს იგი მზე, წამომყევ ზღვისა კიდესა

843. ფრიდონ უთხრა დასაშლელი, ჩემგან არა არ გეთხრობის ვიცი რომე აღარა გცალს, შენ ლახვარი სხვა გესობის წადი ღ~თი გიწინამძღვრებს, შენი მტერი დაემხობის მაგრა თქჳ თუ უშენობა, ჩემგან ვითა დაითმობის

844. ამას გკადრებ არ ეგების, მარტოსაგან წასლვა შენი თანა ყმათა ჩამოგატან, იმსახურენ იახლენი აბჯარი და საქონელი, ერთი ჯორი ერთი ცხენი არ წაიტან გაირჯები, ღაწვი ვარდი ცრემლთა მდენი

845. მოასხნა ოთხნი მონანი, მისანდობელნი გულითა სრული აბჯარი საკაცო, ქაფითა საბარკულითა სამოცი ლიტრი წითელი, აწონით არ ნაკლულითა ერთი ტაიჭი უებრო, მით უნაგრითა სრულითა

846. ერთსა ჯორსა წვივ მაგარსა, საგებელი აუკიდა წავიდა და ფრიდონ შეჯდა, მასთანავე წამოვიდა აწ გაყრისა მომლოდნესა, ედებოდა ცეცხლი სწვიდა მოსთქუამს თუმცა მზე გვეახლა, ჩვენ ზამთარი ვერ დაგვზვრიდა

847. ზარი მის ყმისა გაყრისა, გახდა მიეცნა წუხილსა მოატყდეს მოქალაქენი, ლარსა ვინ ჰყიდდა თუ ხილსა ჴმა ძახილისა მათისა, გვანდა აერთა ქუხილსა იტყოდეს მზესა მოვშორდით, მო თვალნი მივსცეთ წუხილსა