.... (H-1759), XIX ს.

905. თქუა დიაცსა ვინცა უყვარს, გაექსვის და მისცემს გულსა აუგი და მოყივნება, არად შესწონს ყოლად კრულსა რაცა იცის გაუცხადებს, ხვაშიადსა უთხრობს სრულსა მიჯობს მივყვე განღა სადმე, ვსცნობ საქმესა დაფარულსა

906. კვლავ იტყვის ვერვინ ვერას იქს, თუ ეტლი არ მოსთმინდების მით რაცა მინდა არა მაქვს, რაცა მაქვს არ მამინდების ბინდის გვარია სოფელი, ესე თურ ამად ბინდების კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოსდინდების

წიგნი ავთანდილისა ფატმანის პასუხად მიწერილი

907. მოგეწერა წავიკითხე, შენი წიგნი ჩემი ქება შენ მამასწარ თვარე შენგან, მე უფრო მჭირს ცეცხლთა დება შენცა გინდა მეცა მინდა, გაუწყედლად შენი ხლება შეყრა არის პირიანი, ორთავეა რადგან ნება

908. ფატმანისსა ვერ გიამბობ, მოემატა რა სიამე მიუწერა კმარის რაცა, უშენომან ცრემლი ვლამე აწ ვიქმნები თავის წინა, აქა მპოვე მარტო სამე მამისწრაფე შეჰყრა შენი, რა შეღამდეს მოდი ღამე

909. გვერდსა დაისვა ეუბნა, ტკბილითა საუბარითა მითხარო ვინ ხარ ვისი ხარ, მოსრული ვისთა გვარითა მან არა გასცა პასუხი, პირითა მზისა დარითა თავ მოდრეკილი დაღრეჯით, ქვე ზის ცნობითა წყნარითა

910. არ ისმენდა მეფისასა, რასა გინდა უბრძანებდა სხვაგან იყო გული მისი, სხვასა რასმე იგონებდა ვარდი ერდგან შეეწება, მარგალიტსა არ აჩენდა მჭვრეტნი მისნი გააკვირვნა, რასამცა ვინ იაზრებდა

911. მეფე ბრძანებს რა შევიგნათ, გული ჩვენი რათ იხსნების ამ ორთა კიდეგანთა, აზრი არა არ იქნების ან ვისიმე მიჯნურია, საყუარელი ეგონების მისგან კიდე არვისად სცალს, ვეღარცავის ეუბნების

912. ანუ არის ბრძენი ვინმე, მაღალი და მაღლად მხედი არცა ლხინი ლხინად უჩანს, არცა ჭირი ზედას ზედი ვით ზღაპარი ასრე ესმის, უბედობა თუნდა ბედი სხვაგან არის სხვაგან ფრინავს, გონება უც ვითა ტრედი

913. ღ~თნ ქნას შინა მოვიდეს, ძე ჩემი გამარჯვებული მე დავახვედრო ისი მზე, და მისთვის დამზადებული მან ათქმევინოს ნუთუ რა, ჩვენცა ვსცნათ გაცხადებული მუნამდის მთვარე შუქ კრთომით, ჯდეს მზისა მოშორვებული

914. ჴელმწიფისა შვილსა გითხრობ, კარგსა ყმასა გულოვანსა უებროსა ზნედ და თვალად, შვენიერსა პირსა ტანსა მაშინ ლაშქარს წასულიყო, მუნ დაჰყოფდა დიდსა ხანსა მამა მისთვის ამზადებდა, მას მნათობსა დასაგვანსა

915. მოიღეს ტანსა ჩააცვეს, შესამოსელი ქალისა მაზედა შუქი მრავალი, ჩნდა მნათობისა თვალისა დაადგეს თავსა გვირგვინი, ერთობილისა ლალისა მუნ ვარდსა ფერი აშვენებს, ბროლისა გამჭვირვალისა

916. მეფემან ბრძანა მოჰკაზმეთ, საწოლი უფლის წულისა დაუდგეს ტახტი ოქროსა, წითლისა მაღრიბულისა ადგა თვით დიდი ჴელმწიფე, პატრონი სრისა სრულისა მას ზედან დასვა იგი მზე, ლხინი მჭვრეტელთა გულისა

917. უბრძანა ცხრათა ხადუმთა, დადგომლად მცველად კარისა ჴელმწიფე დაჯდა ნადიმად, მგზავსად მათისა გვარისა უბოძა უსენს უზომო, მუქფად მის მზის დარისა სცემენ ბუკსა და ტაბლაკსა, მოსამატებლად ზარისა

918. გააგრძელეს ნადიმობა, სმა შეიქნა მეტად გრძელი ქალი პირ მზე ბედსა ეტყვის, რა ბედი მიც ჩემი მკვლელი სადაური სად მოსრულ ვარ, ვის მივხვდები ვისთვის ხელი რა ვქმნა რა ვყო რა მერგების, სიცოცხლე მჭირს მეტად ძნელი

919. კვლავცა იტყვის ნუ დავაჭკნობ, შვენებასა ვარდთა ფერსა ვეცადო რას ნუთუ ღ~თნ, მამარიოს ჩემსა მტერსა სიკუდილამდის ვის მოუკლავს, თავი კაცსა მეცნიერსა რა მისჭირდეს მაშინ უნდა, გონებანი გონიერსა

920. ხადუმნი იხმნა უბრძანა, ისმინეთ მოდით ცნობასა მოღორებულხართ დამცდარხართ, თქვენ ჩემსა პატრონობასა დამცდარა თქვენი პატრონი, ჩემსა თუ ლამის სძლობასა ჩემთვის ბუკსა და ტაბლაკსა, ცუდად გლახ იცემს ნობასა

921. არ ვარგ ვარ თქვენად დედოფლად, ჩემი გზა კიდეგანია მაშოროს ღ~მ მამაცი, პირად მზე სარო ტანია სხვასა რას მნუკავთ საქმესა, ჩემნი საქმენი სხვანია თქვენთანა ჩემი სიცოცხლე, არ ჩემი შესაგვანია

922. უცილოდ თავსა მოვიკლავ, გულსა დავიცემ დანასა თქვენ დაგხოცს თქვენი პატრონი, სოფელს ვერ დაჰყოფთ ხანასა ესე სჯობს მოგცე საჭურჭლე, მძიმე მარტყია ტანასა მე გამაპარეთ გამიშვით, თვარა დავიწყებთ ნანასა

923. შემოიხსნა მარგალიტი, შემოერტყა რაცა თვალი მოიხადა გვირგვინიცა, გამჭვირვალი ერთობ ლალი მისცა უთხრა გამომიღეთ, გეაჯები გულ მხურვალი მე გამიშვით ღ~თსა თქვენსა, მიავალეთ თქვენი ვალი