.... (H-1759), XIX ს.

924. მონათა მიხვდა სიხარბე, მის საჭურჭლისა მძიმისა დავიწყდა შიში მეფისა, ვითა ერთისა გზირისა გამოპარება დაასკვნეს, მის უებროსა პირისა ნახე თუ ოქრო რასა იქს, კვერთხი ეშმაკთა ძირისა

925. რა ოქრო მისთა მოყუასთა, აროდეს მისცემს ლხენასა დღე სიკუდილამდის სიხარბე, შეაქნევს კბილთა ღრჭენასა შესდის და გასზდის აკლია, ემდურვის ეტლთა რბენასა კულავ აქა სულსა დააბამს, დაუშლის აღმაფრენასა

926. რა ხადუმთა აღუსრულეს, საქმე მისი საწადელი ერთმან ტანსა აიხადა, მისცა მისი ჩასაცმელი სხვანი კარნი გამოარნეს, იჯარვოდა დარბაზს მსმელი დარჩა მთვარე გველისაგან, გავსებული ჩაუნთქმელი

927. მონანიცა გარდეხვეწნეს, გაიპარნეს მასვე თანა ქალმან კარსა დამირეკა, ფატმანობა ჩემი ბრძანა გაველ ვიცან მოვეხვივე, გამიკვირდა მეცა განა შინა ყოლა არ შამომყვა, რად მაწვეო შემანანა

928. მიბრძანა თავი ვიყიდე, მოცემულითა შენითა მუქაფა ღ~თნ შემოგზღოს, მოწყალებითა ზენითა ვეღარ დამმალავ გამიშვი, ფიცხლად გამგზავნე ცხენითა სადამდის სცნობდეს ჴელმწიფე, კაცთა მამწევდეს რბენითა

929. შეველ ფიცხლად საჯინიბოს, ავხსენ ცხენი უკეთესი შეუკაზმე ზედა შეუსვი, მხიარული არა მოკვნესი გვანდა ოდეს ლომსა შეჯდეს, მზე მნათობთა უკეთესი წახდა ჩემი ჭირნახული, ვერ მოვიმკი რაცა ვსთესი

930. დღე მიიყარა ჴმა გახდა, მოვიდა მისი მდევარი მოიცვეს შინა ქალაქი, შეიქნა მოსაწევარი მე მკითხეს უთხარ თუ ჰპოვოთ, მუნ სახლსა სადა მე ვარი მეფეთა ვიყო შემცოდე, და მათთა სისხლთა მზღვევარი

931. მონახეს ვერა შეიგნეს, შეიქცეს დაწბილებულნი მას აქათ იგლოვს ხელმწიფე, და ყოვლნი მისნი ხლებულნი დახედენ დარბაზის ერთა, შევლენ ისფრითა ღებულნი მზე მოგვეშორა მას აქათ, ჩვენ ვართ სინათლე კლებულნი

932. მის მთვარისა სადაობა, კულა გიამბო საქმე კულაცი აწ უწინა ესე გითხრა, რას მექადა ისი კაცი მე გლახ ვიყავ მისი ნეზვი, იგი იყო ჩემი ვაცი კაცსა დასვრის უგულობა, და დიაცსა ბოზი ნაცი

933. მით არ ვსჯერ ვარ ქმარსა ჩემსა, მჭლე არის და თვალად ნასი ისი კაცი ჩაშნაგირი, დარბაზს იყო მეტად ხასი ჩვენ გვიყვარდა ერთმანერთი, არ გვაცვია თუცა ფლასი ნეტარძი ვინ სისხლი მისი, შემახვრიტა ერთი თასი

934. ესე ამბავი მასთანა, ვთქჳ დიაცურად ხელურად ჩემსავე მოსლვა მის მზისა, და გაპარება მელურად გამჟღავნებასა მექადდა, არ მოყვარულად მტერულად აწ ისრე მკვდარსა ვიგონებ, იშ თავი ვიხსენ მე სრულად

935. დამექადის რაზომჯერცა, წავიკიდნით თავის წინა ოდეს მეხმე არ მეგონა, მე იმისი ყოფა შინა მოსრულ იყო მოსვლა ეთქვა, შენცა მოხველ შემეშინა ამად გკადრე ნუ მოხვალო, მოგაგებე მონა წინა

936. აღარ დაბრუნდით მოხვედით, შუქნი თქვენ ჩემთვის არენით შეიყარენით ორნივე, ჩემზედა დაიჯარენით ამად შევშინდი ღონენი, ვეღარა მოვაგვარენით იმას გლახ ჩემი სიკუდილი, გულითა სწადდა არ ენით

937. გვესმა ამბავი ზღვათ იქით, სიკუდილი დისა მათისა შეიჭირვებდეს ვეზირნი, დაშალეს ქმნა ხალვათისა ვითა ვჰკადროთო დავსება, პირისა ხმელთა მნათისა როშაქ მონაა თავადი, მონისა ბევრ ათასისა

938. როშაქ ბრძანა მოცავინ მკლავს, მე ტირილსა არ დავხვდები მინდორს წავალ ვიმეკობრებ, ალაფითა ავივსები შინა მოვალ შოვებული, ადრე ზედა მოვესწრები მეფე დისა დატირებად, წავიდოდეს წაცავყვები

939. გვითხრა მისთა ხელისათა, წავალ თანა წამომყევით წაგვიტანა მონა ასი, ყველაკაი მისგან რჩევით დღისით მზისით ვმეკობრობდით, ღამეთაცა ვიყვნით თევით დია ვლეწეთ ქარავანი, ლარი ჩვენკენ გარდმოვდევით

940. მინდორ მინდორ მოვდიოდით, ჩვენ ღამესა დია ბნელსა დიდი რამე სინათლენი, გამოგვიჩნდეს შუა ველსა ვთქჳთ თუ მზეა ნუთუ ზეცით, ჩამოჭრილი ზედან ხმელსა დაბნეული მივეცენით, გონებასა ჩვენსა მსჯელსა

941. ზოგთა თქვეს არის ცისკარი, ზოგთა თქვეს არის მთვარეო მას დარაზმულთა მივმართე, ახლოსცა ვნახეთ ბარეო შორს მოუარეთ მივედით, შემოვადეგით გარეო მით ნათლიდაღმე გამოჰხდა, ხმა ჩვენი მოუბარეო

942. გვითხრა ვინ ხართ ცხენოსანნო, თქვენ სახელნი თქვენი თქვენით გულანშაროთ მოციქული, ქაჯეთს მივალ მერიდენით ესე გვესმა მოვადეგით, ალყა გარე მოვერტყენით პირმზე რამე ცხენოსანი, გავიცადეთ თვალით ჩვენით

943. უჭურიტეთ პირსა მნათობსა, ელვათა მოელვარებსა მისი ციმციმი მზისაებრ, ეფინებოდა არებსა ძვირ ძვირად გვეუბნებოდა, სიტყვასა რასმე წყნარებსა კბილთაგან შუქი შეადგა, ზედა გიშრისა სარებსა