.... (H-1759), XIX ს.

738. ჴრმალი გავტყორცე გარდვიჭერ, ვეფხი შევიპყარ ხელითა მის გამო კოცნა მომინდა, ვინ მწვავს ცეცხლითა ცხელითა მიღრინვიდა და მაწყენდა, ბრჭალითა სისხლთა მღვრელითა ვეღარ გაუძელ გულითა, იგიცა მოვკალ ხელითა

739. რაზომსაცა ვამშვიდებდი, ვეფხი ვერა დავამშვიდე გავგულისდი მოვიქნივე, ვჰკარ მიწასა დავაწყვიდე მამეგონა ოდეს ჩემსა, საყუარელსა წავეკიდე სული სრულად არ ამომხდეს, რას გიკვირს რომ ცრემლსა ვღვრიდე

740. აჰა ძმაო მითხრობია, ჭირი ჩემი რაცა მჭირდეს სულთა დგმაცა არა მართებს, ასრე გასლვა რას გიკვირდეს სიცოცხლესა გავეყარე, სიკუდილიცა დამიძვირდეს ესე სიტყუა დაასრულა, ყმამან სულთქნა აცატირდეს

აქა ტარიელისაგან და ავთანდილისაგან ქვაბს მისვლა და ასმათის ნახვა

741. ავთანდილცა მასთანავე, სტიროდა და ცრემლსა ღვრიდა უთხრა დასთმე ნუ მოჰკვდები, გულსა სრულად ნუ დასჭრი და ღ~თი მაგას მოწყალეობს, თუცა ჭირმან არ გაგრიდა თუმცა უნდოდით გასაყრელად, პირველ ერთად არ შეგყრიდა

742. სდევს მიჯნურსა ფათერაკი, საწუთროსა დაანაღვლებს მაგრა ბოლოდ ლხინსა მისცემს, ვინცა პირველ ჭირსა გასძლებს მიჯნურობა საჭიროა, მით სიკუდილსა მიგაახლებს გასწავლულსა გააშმაგებს, უსწავლელსა გაასწავლებს

743. იტირეს და გაემართნეს, ქვაბისაკენ თავნი არნეს რა ასმათმან დაინახა, გაღანამცა გაეხარნეს მოეგება მოტიროდა, ცრემლმან მისმან კლდენი ღარნეს აკოცეს და აცასტირდეს, კულა ცნობანი ააჩქარნეს

744. ასმათ თქვა ღ~თო რომელი, არ ითქმი კაცთა ენითა შენ ხარ სავსება ყოველთა, აღგვავსებ მზეებრ ფენითა გაქო ვით გაქო რა გაქო, არ საქებელო სმენითა დიდება შენდა არ მამკალ, ამათთვის ცრემლთა დენითა

745. ტარიელ იტყვის ჱე დაო, მით ცრემლი აქა მდენია საწურთო ნაცვლად გვატირებს, რაც ოდენ გაგვიცინია ძველი წესია სოფლისა არ ახლად მოსასმინია ვაი შენი ბრალი დავ თვარე, სიკვდილი ჩემი ლხინია

746. სწყუროდეს წყალსა ვინ დაღვრის, კაცი უშმაგო ცნობილი მე თვალთა ჩემთა მით მიკჳრს, რად ვარ ცრემლითა ლტობილი უწყლობა ჰკლავს წყალი სდის, არ ოდეს არ გახმობილი ვაი წარხდა ვარდი პობილი, ვაი მარგალიტი წყობილი

747. ავთანდილსაც მოეგონა, მისი მზე და საყუარელი იტყჳს ჩემო ვით ვეგები, მე უშენოდ სულთა მდგმელი შენ არ გახლავ ჩემი ჩემთვის, სიცოცხლია სანანელი გითხრამცა ვით რა მჭირს, რა ცეცხლი მწვავს როგორ ძნელი

748. ვარდი ამას ვით იაზრებს, მზე მოშორდეს არ დავჭკნეო ანუ ჩვენ გლახ რა გვერგების, რა ჩასვენდეს გორსა მზეო გულო გიჯობს გაუმაგრდე, თავი სრულად გააკლდეო ნუთუ მოგხვდეს ნახვა მისი, სულთა სრულად ნუ დალეო

749. სული დაიღეს დადუმდეს, ორთავე ცეცხლი სდებოდა ასმათი შეჰყვა შევიდა, მათებრვე ცეცხლი გზნებოდა დაუგო ტყავი ვეფხისა, რომე კვლავ მიწყივ ჰგებოდა ორნივე დასხდეს უბნობდეს, რაცა მათ იამებოდა

750. მწვადი შეწვეს შეიქმნა, პურობა მსგავსი ჟამისა მუნ უპურობა პურობა, არს სიდიადე ჯამისა მას შეეხვეწნეს სჭამეო, ძალი არ ქონდა ჭამისა დასცოხნის ლუკმა გასტყორცის, წონა ძლივ ჩანთქის დრამისა

751. ამოა რომე კაცი კაცს, ამოსა ეუბნებოდეს მან გაუგონოს რაცა თქვას, არ ცუდად წაუხდებოდეს ცოტად ეგრეცა დაგვავსებს, ცეცხლი რაზომცა სდებოდეს დიდი ლხინია ჭირთა თქმა, თუ კაცსა მოუხდებოდეს

752. მას ღამესა ერთგან იყვნეს, იგი ლომნი იგი გმირნი იუბნეს და გააცხადეს, თავისთავის მათნი ჭირნი რა გათენდა კულავ დაიწყეს, საუბარნი სიტყვა ხშირნი ერთმანეთსა გაუგონეს, ფიცი პირველ დანაპირნი

753. ტარიელ ეტყვის რად უნდა, სიტყვისა თქმა მრავალისა რაცა შენ ჩემთვის გიქნია, ღ~თია მზღველი ვალისა კმარა ზენაარი ზენარად, არ ნაქმარია მთვრალისა არ დავიწყება მოყვრობა, მოყურისა წამავალისა

754. აწ შემიწყალე ნუ დამწვავ, კვლავ წვითა უცხელესითა მე რომე ცეცხლი მედების, არ ნაგზებია კვესითა ვერ დამშრეტ შენცა დაიწვი, სოფლისა ქნისა წესითა წადი დაბრუნდი შეიქეც, მუნითვე შენი მზე სითა

755. ვინ დამბადა განკურნება, ჩემი უჩანს მასცა ძნელად ვისცა გესმის გაიგონეთ, მით გაჭრილვარ ხელი ველად რაცა მართებს გონიერთა, ერთხელ ვიყავ მეცა მქნელად აწ ნობათი ხელობისა,მამხვდომია მით ვარ ხელად

756. ავთანდილ ეტყჳს რა გითხრა, პასუხი მაგა თქმულისა შენვე სთქჳ ეგე სიტყვაო, კაცისა ბრძნად სწავლულისა ღ~თსამცა ვით არ შეეძლო, კულა განკურნება წყლულისა იგია მზრდელი ყოვლისა, დანერგულ დათესულისა