.... (H-1759), XIX ს.

ამბავი ავთანდილისაგან გულანშაროს მისვლისა ზღვის პირს რომ გავიდა

887. ზღვა გაიარა ავთანდილ, მივა ტანითა მჭეურითა ნახეს ქალაქი მოცული, გარე ბაღისა ტეურითა გვარად უცხონი ყვავილნი, ფერითა ბევრის ბევრითა მის ქუეყანისა სიტურფე, რა გაიგონო შენ რითა

888. მათ ბაღთა პირსა დააბეს, ნავი საბლითა სამითა ავთანდილ ტანსა ჯუბანი ჩაიცვა დაჯდა სკამითა მოასხეს კაცნი მზიდავნი, დამზადებულნი დრამითა იგი ყმა ვაჭრობს თავადობს, და თავს მალავს ამითა

889. მოვიდა მისი მებაღე, ბაღსა იახლნეს რომელსა მას ყმასა უჭვრეტს შეფრფინვით, პირსა ელვათა მკრთომელსა ავთანდილ უხმო ეუბნა, კაცსა არ სიტყვა მცთომელსა ვისნი ხართ ვინ ხართ რა ჰქვიან, მეფესა აქა მჯდომელსა

890. წვრილად მითხარ ყველაკაი, ყმა მას კაცსა ეუბნების რა ლარია უფრო ძვირად, ან იეფად რა იხსნების ჰკადრა ვხედავ პირი შენი, მზისა პირად მემეცნების რაცა ვიცი მართლად გკადრებ, მრუდი არა არ გემცნების

891. ესეა ზღვათა სამეფო, თვისა ათისა სავლითა თვით გულანშაროს ქალაქი, სავსე ტურფითა მრავლითა აქ მოსდის ტურფა ყველაი, ზღვა ზღვა ნავითა მავლითა მელიქ სურხავი ხელმწიფობს, სავსე სვითა და დავლითა

892. აქა მოსვლითა გაყმდების, კაცი თუც იყო ბერები სმა გახარება თამაში, ნიადაგ არს სიმღერები ზამთარ და ზაფხულ სწორად გვაქუს, ყვავილი ფერად ფერები ვინცა გვიცნობენ გვნატრიან, იგინცა ვინა მტერები

893. დიდ ვაჭარნი სარგებელსა, ამის მეტსა ვერ ჰპოვებენ იყიდიან გაჰყიდიან, მოიგებენ წააგებენ გლახა თვე ერთ გამდიდრდების, სავაჭროსა ყოვლგნით ჰკრეფენ უქონელნი წელიწდამდის, საქონელსა დაიდებენ

894. მე ვარ მებაღე უსენის, ვაჭართა უხუცესისა ესეცა გკადრო ამბავი, საქმე მისისა წესისა თვით ესე ბაღი მისია, თქვენი სადგომი დღესისა პირველ მას მართებს ჩვენება, ყოვლისა უტურფესისა

895. მიღმა უთხრა ვაი თუ გასწყრეს, შეხედვაცა დამიძვირდეს თუ არა ვთქუა გავსძლებ, ცეცხლი არა უფრო გამიხშირდეს ვჰთქუა და მოვჰკვდე, ანუ დავრჩე ერთი რამე გამიპირდეს მას მკურნალმან როგორ ჰკურნოს, თუ არ უთხრას რაცა სჭირდეს

896. დასწერა წიგნი საბრალო, მის ყმისა მისართმეველი მისისა მიჯნურობისა, მისთა პატიჟთა მცნეველი მისთა მსმენელთა გულისა, შემძრველი შემარხეველი უსტარი შესანახავი, არ ცუდად დასახეველი

წიგნი ფატმანისა ავთანდილთანა სამიჯნუროდ მიწერილი

897. ჱე მზეო ღ~თსა ვინადგან, მზედ სწადდი დასაბადებლად მით შენგან მოშორვებულთა, ლხინად არ ჭირთა მწადებლად ახლოს შემყრელთა დამწველად, მათდა ცეცხლისა მადებლად მნათობთა შენი შეხედვა, ტკბილად უჩანს დასაქადებლად

898. შენ გტრფიალობენ მჭვრეტელნი, შენთვის საბრალოდ ბნდებიან ვარდი ხარ მიკჳრს ბულბულნი, რად არა შენზედ კრფებიან შენი შვენება ყუავილთა, აჭკნობს და ჩემნიც ჭკნებიან სრულად დამწვარვარ თუ მზისა, შუქნი არ მამესწრებიან

899. ღ~თი მყავს მოწმად ვიშიშვი, თქვენსა ამისა თხრობასა მაგრა რა ვირგო დღე კრულმან, სრულად გავჰყრილვარ თმობასა გული ვერ გასძლებს ნიადაგ, შავთა წამწამთა სობასა თუ რას მეწევი მეწივე, თვარა მივხვდები ცნობასა

900. მე ვირე ამა წიგნისა, პასუხი მამივიდოდეს ვსცნობდე გინდოდე საკვლავად, ან ჩემი რა გაგივიდოდეს მუნამდის გავსძლო სულთა დგმა, გული რაზომცა მტკიოდეს სიცოცხლე ანუ სიკუდილი, გარდმიწყდეს ნეტარძი ოდეს

901. ფატმან ხათუნ დაწერა და, გაუგზავნა წიგნი ყმისა ყმამან ასრე წაიკითხა, და ვინმეა ანუ თვისი თქვა არ იცის გული ჩემი, ვინ მაშიკობს ვისსა ვისი რომე მიმიჩნს სამიჯნურო, რად ვამსგავსო მე მას ისი

902. თქუა ყუავი ვარდსა რას აქნევს, ანუ რა მისი ფერია მაგრა მაზედა ბულბულსა, ჯერთ ტკბილად არ უმღერია უმგზავსო საქმე ყუელაი, მოკლეა მით ოხერია რა უთქვამს რა მოუჩმახავს, რა წიგნი მოუწერია

903. ესეგვარი საძრახავი, დაუძრახა გულსა შინა მერმე იტყჳს შენგან კიდე, ჩემი შემწე არავინა რასათვისცა გამოჭრილვარ, მისი ძებნა რადგან მინა რათაცა ვით ვჰპოვებ მას ვიქ, გულმან სხვამცა რა ისმინა

904. ისი დიაცი აქა ზის, მნახავი კაცთა მრავალთა მოსადგურე და მოყუარე, მგზავრთა ყოველგნით მავალთა მივყუე მიამბობს ყუელასა, რაზომცა ცეცხლი მწვავს ალთა ნუთუ რა მარგოს მე მისი, გარდახდა ჩემი ვსცნა ვალთა