... (Q-376), XIX ს.

742. კულავ უბრძანა თუცა მისგან, აწ არ იყო მოგზავნილი. თავმან ჩემმან თავს მოგკუჱთდი, არად უნდა ამას ცილი. წა უკუდეგ ავი შმაგი, უმეცარი შლეგი წბილი. შაბაშ სიტყუა შაბაშ კაცი, შაბაშ საქმე მისგან ქმნილი:-

743. დადრკა სკამნი შემოსტყორცნა, ჰკრა კედელსა შეალეწნა. დააცთუნა მაგრამ მისთჳს, აალმასნა არ აძეწნა. ვით მიანბე წასულა მისი, ვინ ალვისა მორჩი ხეწნა. ვაზირისა ცრემლმან ცხელმან, ღაწუნი თეთრნი დაახეწნა:-

744. ვეზირმან გლახ გამორიდნა, მართ ვეღარას ვერ იძრწუნვებს. გამოჩბუნჳთ გამომელდა, გულსა წყლულსა მოიმტკივნებს. შეის ხასობს გაის ქუშობს, ენა ასე მოაყივნებს. მტერი მტერსა ვერას ავნებს, რომე კაცი თავსა ივნებს:-

745. ჰსთქუა ცოდუათა ჩემთა მჰსგავსი, ღ~თნ მეტი რა მიჩუჱნოს. რად მოვღორდი რად დავბნელდი, ნეტარ რამან გამითენოს. ვინცა სხუა რა ჰკადნიერად, პატრონსა რა მოახსენოს. ჩემნი დღენი მასცა ადგან, ვინძი ვითა გაისვენოს:-

746. ვაზირი გაწბილებული, მივა ბედითა შავითა. ავთანდილს უთხრა დაღრეჯით, პირითა გამქუშავითა. მადლი რა გკადრო აწ თქუჱნგან, გავხასდი მე მაშა ვითა. ვა კარგი თაჳ უებრო, დავჰკარგე დავაშავითა:-

747. ქრთამსა ჰსთხოვს და ამხანაგობს, თუცა ცრემლსა არ იწყურვებს. მიკჳრს რად ჰსცალს სალაღობოდ, რად არ გულსა შეიურვებს. ვინ არ მისცეს ქადებული, მოურავსა მოიმდურვებს. თქმულა ქრთამი საურავად, ჯოჯოხეთსაც დაიურვებს:-

748. ვით გამხადა რა მიბრძანა, არ ეგების ჩემგან თხრობა. რა სიავე რა სირეგუნე, რა შლუობა რა შმაგობა. მე თჳთ კაცად აღარ ვარგვარ, აღარა მიძს თავსა ცნობა. ესე მიკჳრს რად არ მამკლა, მისცა თურე ღ~თნ თმობა:-

749. მეცა ვიცოდი რაცა ვჰქმენ, ცთომით არ წამკიდებია. ვიაზრე გამიწყრებოდა, ჭმუნვა მით გამდიდებია. განგებით ქმნილსა საქმესა, ვერავინ დარიდებია. შენთჳს სიკუდილი ლხინად მჰსჩანს, ჭირნი არ გამცუდებია:-

750. ყმამან უთხრა აღარ წასლუა, არ ეგების ჩემგან აროს. იადონი მაშინ მოუკუდეს, ოდეს ვარდმან იდამჭკნაროს. ჰჴამს უძებნოს ცუარი წყლთა, მისთჳს თავი ყოვლგნით აროს. ვერ უპოოს რა ქმნას ანუ, გული რით გლახ დაიწყნაროს:-

751. უმისოდ მყოფი ვერ გავჰსძლებ, ჯდომასა ვერცა წოლასა. მართ ნადირთაებრ გაჭრასა, ვირჩევ მათთანა ჰრბოლასა. ასე გასრულსა რად მნუკავს, მისთა მებრძოლთა ბრძოლასა. ჰსჯობს უყოლობა კაცისა, მომდურაჳსა ყოლასა:-

752. მოვახსენებ ერთხელ კულავცა, აწ რაზომცა მეფე ჰსწყრების. ნუთუ გაბრჭოს გული ჩემი, ვით იწჳს და ვით ენთების. არ გამიშუჱბს გაჳპარვი, რა იმედი გარდმიწყდების. მე თუ მოვჰკუდე ჩემი კერძი, სოფელიცა გარდიფხურების:-

753. მოიუბნეს ვაზირმან ჰყო, ჭამა სმანი მათნი ფერნი. უმასპინძლა ძღუჱნი უძღუნა, შუჱნიერსა შუჱნიერნი. მისნი მყოლნი აღეავსნა, მოყმენი ჰყვეს ანუ ბერნი. გაიყარნეს ყმა წაჳდა, სახლად ჩადგეს მზისა წუჱრნი:-

754. შეკრა წითელი ათასი, პირად მზემან და ტანად სარომან. სამასი თავი სტავრა ატლასი, უხვმან ნიადაგ მიუმცდარომან. სამოცი თვალი ლალ იაგუნდი, ფერად არ მათმან საურაომან. კაცი გაგზავნა ვეზირისასა, ესე ყოველი მისთჳს არომან:-

755. შესთუალა თუ რაცა გმართებს, ვით მოგცე და ვით გაქონო. ვალთა შენთა გარდსახდელი, რა ნაცუალი მოჳგონო. თუღა დავჰრჩე შენთჳს მოვჰკუდე, თავი ჩემი დაგამონო. სიყუარული სიყუარულსა, შეგიცალო შეგიწონო:-

756. (ა)მე ვითა ვჰსთქუა უებრობა, სიკეთე და ქება მისი. (ბ )კაცი იყო საქმისაცა, შესაფერი შესატყვისი. (გ)ასე უნდა სამსახური, ჰგავიდოდეს ვისცა ვისი. (დ)ოდეს კაცსა დაეჭიროს, მაშინ უნდა ძმა და თვისი:-

შერმადინის საუბარი ავთანდილისაგან ოდეს გაიპარა (21)

757. შერმადინს ეტყჳს უბრძანებს, პირმზე ნათელთა მფენელი. ესე დღე არის იმედად, ჩემის გულისა მლხენელი. შენგან თავისა შენისა, საჩემოდ გამომჩენელი. მქებრად ჰამბისა მათისა, ჰჴამს მკითხაჳ და მსმენელი:-

758. უთხრა როსტენ არ გამიშუა, არცა სიტყუა მომისმინა. მან არ იცის რაც ვინა სადა, სულდგმულია ვისგან ვინა. უმისოდმცა ნუ ცოცხალვარ, ნუცა გარე ნუცა შინა. რაცა საქმე უსამართლო, ღ~თნ ვისმცა შეარჩინა:-

759. თუცა მისი არ გაწირუა, ჩემგან მტკიცობს არ სათუობს. ყოვლი ცრუ და მოღალატე, ღ~თსა ჰგმობს და აგრე ცრუობს. გული მისი უნახავი, ტირს და სულთქუამს ვაებს უშობს. ლხინსა არას არ იახლებს, ჰკრთების კუშტობს ვიშობს ქუშობს:-

760. სამი არის მოყურისაგან, მოყურობისა გამოჩენა. პირუჱლ ნდომა სიახლისა, სიშორისა ვერ მოთმენა. მიცემა და არას შურვა, ჩუქებისა არ მოწყენა. გავლენა და მოჴმარება, მისად ჰრგებად ველთა ჰრბენა:-