... (S-2781), XIX ს.

დათხოვნა ავთანდილისა როსტევან მეფისა და ვაზირის საუბარი და ხვეწნა

721. რა გათენდა შეეკაზმა ყმა გავიდა ადრე გარე იტყვის ნეტარ მიჯნურობა არ დამაჩნდეს დამცავფარე დათმობას სთხოვს გულსა შენ რა მოუგვარე ცხენსა შეჯდა წამოვიდა ვაზირისა სახლსა მთვარე

722. ვეზირმან სცნა გაეგება ჩემსა მზეა ამოსრული ამას თურმე მახარებდა დღეს ნიშანი სიხარული მიეგება თაყვანი სცა კადრა ქება სრულსა სრული ხამს სტუმარი სასურველი მასპინძელი მხიარული

723. ყმა გარდასვა მასპინძელმან არ ღაფალმან ავმან უქმან ფერხთა ქვეშე ხატაურსა უფენენ და მიწად უქმან ყმამან სახლი განანათლა ვით სამყარო მზისა შუქმან სთქვეს სურნელი სული ვარდთა დღეს მოგვბერა ქვენა ბუქმან

724. დაჯდა მისთა შემხედველთა გული მათი მართლად ხელეს მისთა მჭურეტთა მისთვის ბნედა თავისათვის ისახელეს სულთქმა ბევრი აათასეს აღარა თუ აერთხელეს გაყრა ბრძანეს გაიყარნეს ჯალაბობა გაათხელეს

725. რა ჯალაბი გაიყარა ყმა ვეზირსა ეუბნების უთხრა შენი დამალული დარბაზს არა არ იქმნების რაცა გწადდეს საურავი მეფე იქმს და შენ გეთნების გაიგონენ ჭირნი ჩემნი მკურნე რაცა მეკურნების

726. მის ყმისა ცეცხლი მედების წუა მჭირს მისისა მწველისა მკლავს სურვილი და ვერ ნახუა ჩემისა სასურველისა მას ჩემთვის სული არა შურს შეზღვა ხამს შეუზღველისა ხამს სიყვარული მოყურისა უხვისა უშურველისა

727. მისი ნახუა გულსა ჩემსა ვითა ბადე დაებადა მუნვე დარჩა დათმობაცა მასთანავე დაება და რადგან დასწვავს მოახლეთა ღმერთსა მზედცა დაებადა მერმე ასმათ ჩემთვის დისა მართ დად უფრო დაებადა

728. ოდეს წამოველ შევფიცე ფიცითა საშინელითა კულავ მოვალ გნახავ პირითა არ მტერთა საწუნელითა შენსა მე ვეძებ ნათელსა შენ ხარ გულითა ბნელითა ჟამია ჩემგან წასლვისა მით მწვავს ცეცხლითა ცხელითა

729. ყველასავე მართლად გითხრობ არ სიტყვასა საკვეხელსა მიმელის და ვერ მისულვარ ესე მიდებს ცეცხლსა ცხელსა ვერ გავუტეხ ზენაარსა ვერ გავსწირავ ხელი ხელსა რამცა სადა გაუმარჯვდა კაცსა ფიცთა გამტეხელსა

730. რაცა გითხარ ჩემმაგიერ როსტანს კადრე მიედ სრასა თავმან მისმან ფიცით გეტყვი შენ ვაზირსა უსტასრასა არ შემიპყრობს არ დავდგები თუ შემიპყრობს მაქნევს რასა მიშველე რა გული ხრმალმან არ დამიჭრას არა სრასა

731. კადრე ხამს გაქოს ყოველმან პირმან არ შეუზრახემან ვითა ვიშიშვი გაცნობოს ღმერთმან ნათელთა მსახემან მაგრამ მან ყმამან ცეცხლითა დამწვა ალვისა სახემან გული წამსავე წამიღო ვერათ ვერ შევინახე მან

732. აწ მეფეო უმისობა ჩემგან ყოლა არ ეგების გული მას აქუს გულოვანსა აქა ხელი რა მეხდების თუ რას ვარგებ პირველ ხომე თვით სახელი თქვენ მოგხვდების ვერას ვარგებ გულსა დავსდებ ჩემი ფიცი არ გატყდების

733. წასულა ჩემი გულსა თქვენსა არ ეწყინოს არ დაჭმუნდეს თავსა ჩემსა გაგებული იქმნას რაცა ღმერთსა უნდეს მანუჱ ქმნას და გაგიმარჯვდეს თქვენი თქვენკე დავებრუნდეს არ მოვბრუნდე თქვენმცა ჰსუფევთ თქვენი მტერი დაძაბუნდეს

734. კულავ პირმზე ეტყვის ვაზირსა მე სიტყვა შევამცირეო აწ ესე ჰკადრე მეფესა შევინვიდოდეს ვირეო მიაჯე ამოდ გაშვება და თავი გაიგმირეო ასი ათასი წითელი შენ ქრთამად შეიწირეო

735. ვეზირმან უთხრა სიცილით ქრთამი შენ გქონდეს შენია შენგან კმა ჩემად წყალობად რომე გზა გაგიჩენია მაგას რა ვკადრებ მეფესა რაცა აწ თქვენგან მსმენია ვიცი უცილოდ ამავსებს შოება არ საწყენია

736. თავმან მისმან მუნვე მომკლავს ვეჭვ წამიცა არ წამაროს შენი ოქრო შენვე დაგრჩეს მე გლახ მიწა მესამაროს მამკალ კაცსა სიცოცხლისა სწორად რაცა მოეხმაროს არ ითქმის და ვერცა ვკადრებ რა გინდა ვინ მისაგმაროს

737. გზა და ღონე არ არს თქმისა სიცოცხლე გლახ ვით გათნიო ამიკლებს და ანუ მომკლავს ეგე სიტყუა ვითა სთქვიო რად არ მუნვე გაიგონე რად ხარ შმაგი აგეთიო სჯობს სიცოცხლე აკლებასა ამას თავსა აწვე ვსწვრთიო

738. თუ მეფეცა გაგიშვებდეს თვით ლაშქარნი რად მოღორდენ რად გაგიშვან რაზედ შესცდნენ ანუ მზესა რად მოშორდენ შენ წახვიდე მტერნი ჩვენნი აგვილაღდენ გაგვისწორდენ ეგე აგრე არ იქმნების ვითა ჩიტნი არ გაქორდენ

739. ყმა ატირდა ცრემლით უთხრა ხამს თუ დანა გულსა ვიცი ჱე ვაზირო შეგეტყვების სიყვარული არ თურ იცი ანუ სხუაცა არ გინახავს მოყვრობა და არცა ფიცი თუ გინახავს უმისოსა ჩემი ლხინი ვით ამტკიცი