... (H-740), XVIII ს.

716. ქუაბი: ჩავლეს: და: წავიდეს: ზახილით: ცრემლთა: მდენანი: ასმათ: ტირს: მოსთქუამს: ჵი: ლომნო: ვისნი: ვით: მოგთქმენ: ენანი: მზემან: დაგწუნა: და: დაგდაგნა: ცისა: მნათობნი: ზენანი: ვაი: ჩემნი: ჭირნი: ეზომნი: ვაი: სიცოცხლისა: თმენანი:

717. მათ: ყმათა: მუნით: წასულთა: იგი: დღე: ერთგან: იარეს: ზღვის: პირს: მივიდეს: მუნ: დადგეს: არ: ჴმელთა: არე: იარეს: არ: გაიყარნეს: მას: ღამით: კულა: ცეცხლი: გაიზიარეს: ერთმან: ერთისა: შორს: ყოფა: იტირეს: იმგლოვიარეს:

718. ტარიელს: ეტყუის: ავთანდილ: რუ: გაჴმა: ცრემლთა: დენისა: რად: მოიშორე: შენ: ფრიდონ: მომცემი: მაგა: ცხენისა: მუნით: იცნობის: ამბავი: ღონე: მის: მზისა: ლხენისა: აწ: მე: მუნ: მივალ: მასწავლე: გზა: ძმად: ფიცისა: შენისა:

719. ტარიელ: სიტყუით: ასწავლის: მჴარსა: ფრიდონის: გზისასა: მართ: გააგონა: რაც: ოდენ: შეეძლო: ძალსა: თქმისასა: აღმოსავლითკე: წადიო: პირსა: იარე: ზღვისასა: თუ: ნახო: ჩემი: უამბე: გკითხავს: ამბავსა: ძმისასა:

720. თხა: მოკლეს: და: მიითრიეს: ცეცხლი: შექნეს: ზღვისა: პირსა: სვეს: და: ჭამეს: რაცა: ჭამა: შეჰფერობდა: მათსა: ჭირსა: მას: ღამესა: ერთად: იყუნეს: ერთგან: მიწვეს: ხეთა: ძირსა: ვგმობ: მუხთალსა: საწუთროსა: ზოგჯერ: უხუსა: ზოგჯერ: ძვირსა:

721. ცისკრად: ადგეს: გასაყრელად: ერთმან: ერთსა: მოეხვივნეს: მაშინ: მათგან: ნაუბარნი: დადნეს: ვინცა: მოისმინეს: თვალთა: ვითა: წყაროს: თვალნი: ცრემლნი: ველთა: მოადინეს: დიდხანს: დგანან: შეჭედილნი: მკერდი: მკერდსა: შეარკინეს:

722. გაიყარნეს: ტირილითა: და: პირსა: ხოკით: თმათა: გლეჯით: ერთი: აღმა: ერთი: ჩაღმა: უგზოდ: მივლენ: შამბთა: ეჯით: ვირე: უჩნდა: ერთმან: ერთი: იზახდიან: პირსა: ბღნეჯით: იგი: ნახნეს: დაღრეჯილნი: მზე: დაიღრეჯს: მისი: ღრეჯით:

წასულა ავთანდილისაგან ფრიდონისასა:

723. ვაი: სოფელო: რაშიგან: ხარ: რას: გვაბრუნებ: რაზნე: გჭირსა: ყოვლი: შენი: მონდობილი: ნიადაგმცა: ჩემებრ: ტირსა: სად: წაიყუან: სადაურსა: სად: აუფხური: სადა: ძირსა: მაგრა: ღ~თი: არ: გასწირავს: კაცსა: შენგან: განაწირსა:

724. ავთანდილ: მისი: გაყრილი: ტირს: ჴმა: მიწთომი: ცათამდის: იტყუის: თუ: ღვარი: ცრემლისა: კულაცა: მდენია: კულაცა: მდის: აწ: აგრე: გაყრა: ძნელია: ვით: მაშინ: შეყრა: ცათამდის: კაცი: არ: ყუელა: სწორია: დიდი: ძეს: კაცით: კაცამდის:

725. ველს: მაშინ: მჴეცნი: ძღებოდეს: ცრემლითა: მუნ: ნატირითა: ვერ: დაივსებდა: საჴმილსა: იწვის: ცეცხლითა: ხშირითა: კულავ: თინათინის: გონება: ავსებს: უფრორე: ჭირითა: ბაგეთა: ვარდსა: ანათობს: ბროლი: ძოწისა: ძირითა:

726. ვარდი: ჭკნებოდა: ღურებოდა: ალვისა: შტო: ირხეოდა: ბროლი: და: ლალი: გათლილი: ლაჟვარდად: გარდიქცეოდა: გამაგრებოდა: სიკუდილსა: ამისთვის: არ: უმჴნეოდა: იტყუის: თუ: ბნელი: რას: მიკუირს: რადგან: დაგაგდე: მზეოდა:

727. მზესა: ეტყუის: მზეო: გეტყუი: თინათინის: ღაწუთა: დარად: შენ: მას: გავ: და: იგი: შენ: გავს: თქუენ: ანათობთ: მთა: და: ბარად: ხელსა: მალხენს: ნახვა: შენი: ამად: გიჭურეტ: არ: დამცდარად: მაგრა: ჩემი: რად: დააგდეთ: გული: ცივად: გაუმთბარად:

728. თუ: ერთისა: მოშორება: მზისა: ზამთარს: გაგვიცივებს: მე: გლახ: ორნი: ამიყრიან: გული: ამად: რად: არ: ივნებს: მაგრა: კლდესა: არად: შესწონს: არა: ოდის: არ: ატკივნებს: წყლულსა: დანა: ვერა: ჰკურნებს: გაჰკუეთს: ანუ: გაასივებს:

729. იტყუის: თუ: ჩემი: ჴელმქნელი: ღ~თო: მზეა: დაცად: არი: ვინ: პირი: მგზავასად: პირისა: შეჰქენ: და: შეაცადარი: უმისოდ: სულდგმულობასა: გულო: ვით: შეეცადარი ვაი: სიცოცხლისა: სოფელმან: აროდეს: არ: დამცადარი: ამას მეფეთა ეტლად იტყუიან:

აქა ავთანდილ მარსკულავთა ეუბნების თავისა ბუნებასა ზედა:

730. მიმავალი: ცას: შესტირის: ეუბნების: ეტყუის: მზესა: აჰა: მზეო: გიაჯები: შენ: უძლევთა: მძლეთა: მძლესა: ვინ: მდაბალთა: გაამაღლებ: მეფობასა: მისცემ: სვესა: მე: ნუ: გამყრი: საყუარელსა: ნუ: შემიცული: ღამედ: დღესა:

ამას სევდიანთა ეტლად იტყუიან:

731. მოი: ზუარო: მომიმატე: ცრემლი: ცრემლსა: ჭირი: ჭირსა: გული: შავად: შემიღებე: სიბნელესა: მიმეც: ხშირსა: შემომყარე: კაეშნისა: ტუირთი: მძიმე: ვითა: ვირსა: მას: უთხარ: თუ: ნუ: გასწირავ: შენია: და: შენთვის: ტირსა:

ამას მოსამართლეთა ეტლად იტყუიან: