... (H-403), 1818 წ.

741. ყმა ატირდა ცრემლით უთხრა: ჴამს თუ დანა გულსა ვიცი჻ ჱე ვაზირო შეგეტყობის: სიყვარული არ თურ იცი჻ ანუ სხვაცა არ გინახავს: მოყვრობა და არცა ფიცი჻ თუ გინახავს უმისოსა: ჩემი ლხინი ვითა მტკიცი჻

742. მზე დაბრუნდა არ ვიცოდი: მზესა რამცა დააბრუნვებს჻ აწ უშველოთ გვიჯობს იგი: ნაცვლად დღესა დაგვითბუნვებს჻ ჩემი ჩემებრ არვინ იცის: რა მამწარებს რა მატკბუნვებს჻ ცუდთა კაცთა საუბარი: კაცსა მეტად დააჭმუნვებს჻

743. მეფე ანუ მისნი სპანი: ნეტარ ჴელსა რასა მხდიან჻ აწ ვითამცა გაუწყვეტლად: უცნობოსა ცრემლი მდიან჻ სჯობს წავიდე არ გავჰტეხნე: კაცსა ფიცნი გამოსცდიან჻ ჭირნი მისგან უნახავნი: კაცსა ვისმებ გამოსცდიან჻

744. აწ ვაზირო მაგა პირსა: გული კრული ვით მოგთმინდეს჻ რკინა ჩემი მონაცვალე: ჴამს გაცვილდეს არ გატინდეს჻ ვერ გარდვიხდი თვალთა მისთა: ჯეონიცა თვალთა მდინდეს჻ მომეხმარე ნუთუ ჩემგან: მოჴმარება შენცა გინდეს჻

745. არ გამიშვებს გავიპარვი: წავალ მათგან შეუგებლად჻ ვით მენუკევს ეგრე დავრთო: გული ცეცხლთა მოსადებლად჻ ვიცი ჩემთვის არას გიზამს: თუ არ უნდი გასაძებლად჻ თქვი რა გინდა წაგეკიდოს: თავი დადევ საწამებლად჻

746. ვაზირმან თქვა შენი ცეცხლი: მეცა ცეცხლად მამედების჻ ვეღარ უჭვრეტ ცრემლთა შენთა: სოფელიცა გაჰქარდების჻ ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა: ზოგჯერ თქმითაც დაშავდების჻ ვიტყვი მოვკუდე არა მგამა: ჩემი მზეცა შენ მოგხვდების჻

747. რა ვაზირმან ესე უთხრა: ადგა დარბაზს გაემართა჻ მეფე დახვდა შეკაზმული: პირი მზეებრ ეწაღმართა჻ შეუშინდა საწყენლისა: მოხსენება ვერ შემართა჻ დაყრით დგა და იგონებდა: არ საქმეთა საომართა჻

748. მეფემან ნახა ვაზირი: დაღრეჯით დაყმუნვებული჻ უბრძანა რა გჭირს რა იცი: რად მოხვე შეჭირვებული჻ მან ჰკადრა არა არ ვიცი: მართ ვარ თავისა ვებული჻ მართალ ხართ მამკლათ რა გესმას: ამბავი ჩემგან ცნებული჻

749. ჩემი ჭმუნვა ჭირსა ჩემსა: არცა მატს და არცა სდიდობს჻ მეშინიან თუცა შიშსა: მოციქული ვერ დარიდობს჻ აწ ავთანდილ გეთხოვების: მოაჯეობს არ წამკიდობს჻ უმის ყმისოდ სოფელსა და: საწუთროსა მისთვის ფლიდობს჻

750. რაცა იცოდა ყუელაი: ჰკადრა მოშიშრად ენითა჻ კვლავ მოახსენა რამცა სცნა: სიტყვითა ესოდენითა჻ თუ რაგავარ მყოფი მინახავს: თუ რაგვარ ცრემლთა დენითა჻ მართალ ხართ ჩემთვის რისხვანი: თუმცა იანაზდენითა჻

751. რა მეფემან მოისმინა: გაგულისდა გაუცნობდა჻ ფერი ჰკრთა და გასაშიშრდა: შემხედველთა შეაშთობდა჻ შეუზახნა რასთვის შმაგობ: მაგას სხვამცა ვინ მითხრობდა჻ ავსა კაცსა ურჩევნია: ავსამცა რას ადრე სცნობდა჻

752. ვითამც რამე სიხარული: საქმე მითხარ ვითა ღადრად჻ მაგის მეტი რა ვინ მიყოს: თუ არ მამკლას მუხთლად ღადრად჻ შჰმაგო ენა ვით იხმარე: აწ მაგისად ჩემად კადრად჻ აგრე შმაგი არ ვაზირა: არად ვარგხარ არცა სხვად რად჻

753. ჴამსცა კაცმან პატრონისა: საწყინარსა არ დარიდნეს჻ ოდენ სიტყუა უმეცრული: უმეცრულად დაიყბედნეს მე მაგისად მოსმენამდის: რად არ ყურნი შემებეჭდნეს჻ შენ თუ მოგკლა სისხლნი შენნი: ჩემმან ქედმან მიიქედნეს჻

754. კვლავ უბრძანა თუცა მისგან: აწ არ იყავ მოგზავნილი჻ თავმან ჩემმან აწვე მოგკვეთ: არად უნდა ამას ცილი჻ წა უკუდეგ ავი შმაგი: უმეცარი შლეგი წბილი჻ შაბაშ სიტყუა შაბაშ კაცი: შაბაშ საქმე მისგან ქნილი჻

755. დადრკა სკამნი შემოსტყორცა: ჰკრა კედელსა შეალეწნა჻ დააცდუნვა მაგრა მისთვის: აალმასნა არ აძეწნა჻ ვით მიამბე წასლვა მისი: ვინ ალვისა მორჩი ხე წნა჻ ვაზირისა ცრემლმან ცხელმან: ღაწვნი თეთრნი აახეწნა჻

756. ვეზირმან გლახ გამორიდნა: მართ ვეღარას ვერ იძრწინვებს჻ გამოძრწა და გამომელდა: გულსა წყლულსა მოიმტკივნებს჻ შეის ხასობს გაის ქუშობს: ენა ასრე მოაყივნებს჻ მტერი მტერსა ვერას ავნებს: რომე კაცი თავსა ივნებს჻

757. თქუა ცოდვათა ჩემთა მსგავსი: ღ~თნ მეტი რა მიჩვენოს჻ რად მოვღორდი რად დავბნელდი: ნეტარ ვინღა გამითენოს჻ ვინცა სხვა რა კადნიერად: პატრონსა რა მოახსენოს჻ ჩემნი დღენი მასმცა ადგან: რაძინ ვითა გაისვენოს჻

758. ვაზირი გაწბილებული: მივა ბედითა შავითა჻ ავთანდილს უთხრა დაღრეჯით: პირითა გამქუშავითა჻ მადლი რა გკადრო აწ თქუენგან: გავხასდი მე მაშა ვითა჻ ვაი კარგი თავი უებრო: დავჰკარგე დავაშავითა჻

759. ქრთამსა სთხოვს და ამხანაგობს: თუცა ცრემლსა არ იწყურვებს჻ მიკვირს რად სცალს საწყლიანოდ: რად არ გულსა შეიურვებს჻ ვინ არ მისცეს ქადებული: მოურავსა მოიმდურვებს჻ თქმულა ქრთამი საურავსა: ჯოჯოხეთსცა დაიურვებს჻

760. ვით გამხადა რა მიბრძანა: არ ეგების ჩემგან თხრობა჻ რა სიავე რა სირეგვნე: რა შლუობა რა შმაგობა჻ მე თვით კაცად აღარ ვარგ ვარ: აღარა მიც თავსა ცნობა჻ ესე მიკვირს რად არ მამკლა: მისცა თურე ღ~თნ თმობა჻