... (H-403), 1818 წ.

722. კვლავ იტყჳს გულო რაზდენცა: გაქუს სიკუდილისა წადება჻ ჰსჯობს სიცოცხლისა გაძლება: მისთვის თავისა დადება჻ მაგრა დამალე არ გაჩნდეს: შენი ცეცხლისა კულა დება჻ ავად შეჰფერობს მიჯნურსა: მიჯნურობისა ცხადება჻

დათხოვნა ავთანდილისაგან როსტევან მეფისა და ვეზირის საუბარი და ხვეწნა჻

723. რა გათენდა შეეკაზმა: ყმა გავიდა ადრე გარე჻ იტყჳს ნეტარ მიჯნურობა: არ დამაჩნდეს დაცავფარე჻ დათმობასა ეაჯების: გულსა შენ რა მოუგვარე჻ ცხენსა შეჯდა წამოვიდა: ვაზირისა სახლსა მთვარე჻

724. ვაზირმან სცნა გაეგება: ჩემსა მზეა ამოსრული჻ ამას თურმე მახარებდა: დღეს ნიშანი სახარული჻ მიეგება თაყვანისცა: ჰკადრა სრულსა ქება სრული჻ ჴამს სტუმარი სასურველი: მასპინძელი მხიარული჻

725. ყრმა გარდასვა მასპინძელმან: არ ღაფალმან ავმან უქმან჻ ფერხთა ქუეშე ხატაურსა: უფენენ და მიწად უქმან჻ ყმამან სახლი განანათლნა: ვით სამყარო მზისა შუქმან჻ თქუეს სურნელი სული ვარდთა: დღეს მოგუბერნა ქვენამ ბუქმან჻

726. დაჯდა მისთა შემხედველთა: გული მათი მართლად ხელეს჻ მისთა მჭვრეტთა მისთვის ბნედა: თავისათვის ისახელეს჻ სულთქმა ბევრი აათასეს: აღარა თუ აერთხელეს჻ გაყრა ბრძანეს გაიყარნეს: ჯალაბობა გაათხელეს჻

727. რა ჯალაბი გაიყარა: ყმა ვეზირსა ეუბნების჻ ეტყვის შენი დამალული: დარბაზს არა არ იქნების჻ რაცა გწადდეს საურავი: მეფე იქს და შენ გეთნების჻ გაიგონე ჭირი ჩემნი: მკურნე რაცა მეკურნების჻

728. მის ყმისა ცეცხლი მედების: წვა მჭირს მისისა მწველისა჻ მკლავს სურვილი და ვერ ნახვა: ჩემისა სასურველისა჻ მას ჩემთვის სულნი არ შურდეს: შეზღვა ხამს შეუზღველისა჻ ჴამს სიყუარული მოყურისა: უხვისა უშურველისა჻

729. მისი ნახვა გულსა ჩემსა: ვითა ბადე დაებადა჻ მუნვე დარჩა დათმობაცა: მასთანავე დაება და჻ რათგან დასწვავს მოახლეთა: ღ~თსა მზედცა დაებადა჻ მერმე ასმათ ჩემთვის დისა: უფრო დადცა დაებადა჻

730. ოდეს წამოველ შევჰფიცე: ფიცითა საშინელითა჻ კვლავ მოვალ გნახავ პირითა: არ მტერთა საწუნელითა჻ შენსა მე ვეძებ ნათელსა: შენ ხარ გულითა ხელითა჻ ჟამია ჩემგან წასულისა: მით მწვავს ცეცხლითა ცხელითა჻

731. ყოველსავე მართლად გითხრობ: არ სიტყვასა საკვეხელსა჻ მიმელის და ვერ მისულვარ: ესე მიდებს ცეცხლსა ცხელსა჻ ვერ გაუტეხ ზენაარსა: ვერ გავსწირავ ხელი ხელსა჻ რამცა სადა გაუმარჯვდა: კაცთა ფიცთა გამტეხელსა჻

732. რაცა გითხრა ჩემაგიერ: როსტანს ჰკადრე მიედ სრასა჻ თავმან მისმან ფიცით გეტყჳ: შენ ვაზირსა ოსტასრასა჻ არ შემიპყრობს არ დავდგები: თუ შემიპყრობს მაქნევს რასა჻ მიშველე რა გული ცეცხლმან: არ დამიჭრას არა სრასა჻

733. ჰკადრე ვინ გაქოს ყოველმან: პირმა არ მეუმზრახემან჻ ვითა ვიშიშვი გაცნობოს: ღ~თნ ნათელთა სახემან჻ მაგრა მან ყმამან ცეცხლითა: დამწვა ალვისა სახემან჻ გული წამსავე წამიღო: ვერათ ვერ შევინახე მან჻

734. აწ მეფეო უმისობა: ჩემგან ყოლა არ ეგების჻ გული მას აქვს გულოვანსა: აქა ჴელი რა მეჴდების჻ თუ რას ვარგებ პირველ ხოლმე: თვით სახელი თქვენ მოგხვდების჻ ვერას ვარგებ გულსა დავსდებ: ჩემი ფიცი არ გატყდების჻

735. წასლვა ჩემი გულსა თქვენსა: არ ეწყინოს არ დაჭმუნდეს჻ თავსა ჩემსა გაგებული: იქნას ღ~თსა რაცა უნდეს჻ მანვე ქნას და გაგიმარჯვდეს: თქვენი თქვენკე დაგიბრუნდეს჻ არ მოვბრუნდე თქვენმცა სუფევთ: მტერი თქვენნი დაძაბუნდეს჻

736. კულავ პირ მზე ეტყვის ვეზირსა: მე სიტყვა შევამცირეო჻ აწ ესე ჰკადრე მეფესა: შევინვიდოდეს ვირეო჻ მიაჯე ამოდ გაშვება: და თავი გაიგმირეო჻ ასი ათასი წითელი: შენ ქრთამად შეიწირეო჻

737. ვეზირმან უთხრა სიცილით: ქრთამი შენ გქონდეს შენია჻ შენგან კმა ჩემად წყალობად: რომე გზა გაგიჩენია჻ მაგას რა ვჰკადრებ მეფესა: რაცა აწ თქვენგან მსმენია჻ ვიცი უცილოდ ამავსებს: შოება რა საწყენია჻

738. თავმან მისმან მუნვე მამკლავს: ვეჭვ წამიც არ წამეაროს჻ შენი ოქრო შენვე დაგრჩეს: მე გლახ მიწა მესამაროს჻ მამკალ კაცსა სიცოცხლისა: სწორად რაცა მოეჴმაროს჻ არ ითქმის და ვერცა ვიტყვი: რა გინდა ვინ მისაგმაროს

739. გზა არ წავა თავსა წინა: სიცოცხლე გლახ ვითა სთქვიო჻ ამიკლებს და ანუ მამკლავს: ეგე სიტყვა ვითა სთქვიო჻ რად არ მუნვე გაიგონე: რად ხარ შმაგი აგრეთიო჻ სჯობს სიცოცხლე აკლებასა: ამას თავსა აწვე ვსწვრთიო჻

740. თუ მეფეცა გაგიშვებდეს: თვით ლაშქარნი რად დაღორდენ჻ რად გაგიშვან რად დაღორდენ: ანუ მზესა რად მოშორდენ჻ შენ წახვიდე მტერნი ჩვენნი: დაგვთამამდენ გაგვისწორდენ ეგე ასრე არ იქნების: ვითა ჩიტნი არ გაქორდენ჻