... (H-302), 1803 წ.

720. იტყვის ჱე მზეო ვინ ხატად, გთქვის მზიანისა ღამისად, ერთარსებისა ერთისა, მის უჟამოსა ჟამისად, ვის მორჩილობენ ციერნი, ერთის იოტის წამისად, ბედსა ნუ მიქცევ მიაჯე, შეყრამდის ჩემად და მისად-

721. ვის ხატად ღ~თისად გიტყჳან, ფილასოფოსნი წინანი, შენ მიშუჱლე რა ტყვექმნილსა, ჯაჭვნი მაბიან რკინანი, ბროლ ბალახშისა მძებნელმან, სათნი დავჰკარგე, მინანი, მაშინ ვერ გავჰსძელ სიახლე, აწ სიშორესა ვინანი-

722. ამას მოთჰსქმიდის იწოდის, ვითა სანთელი დნებოდის, დაყოვნებისა მოშიში, ისწრაფდის იარებოდის, რა შეუღამდის ვარსკვლავთა, ამოსულა იამებოდის, მას აჰსმგავსებდის ილხენდის, უჭურეტდის ეუბნებოდის-

723. მთუარესა ეტყვის იფიცე, სახელი ღ~თისა შენისა, შენ ხარ მამცემი მიჯნურთა, მიჯნურობისა სენისა, შენ გაქუს წამალი მისისა, მოთმინებისა თმენისა, მიაჯე შეყრა პირისა, შენ გამო შენებრ მშვენისა-

724. ღამე ალხენდის დღე ჰსჯიდის, ელის ჩასვლასა მზისასა, რა წყალი ნახის გარდიჴდის, უჭურეტდის ჭავლსა წყლისასა, მას თანა რთვიდის ნაკადსა, სისხლისა ცრემლთა ტბისასა, კულავ გაემართის ისწრაფდის, წასლვასა მისუჱ გზისასა-

725. მარტო მოსთქმიდის ტიროდის, ტანად ალვისა ხიანი, მინდორს თხა მოკლის სადაცა, ადგილი დაჰხუდის კლდიანი, შეწვის ჭამის და წავიდის, პირ მზე გულ მარიხიანი, იტყვის დავჰყარენ ვარდნი და, აჰა მე ვაგლახიანი-

726. აწ ვერ ვიტყვი მაშინდელსა, მე მის ყმისა ნაუბარსა, მიუბნობდის რას მოჰსთქმიდის, რას ტურფასა რაზომ გვარსა, ზოგან ღაწუნი გაეწითლის, ვარდსა ბრჭლითა ნახოკარსა, ქუაბნი ნახნა გაეხარნეს, ზე გავიდა ქვაბთა კარსა-

727. რა ასმათმან დაინახა, მოეგება ცრემლი სწვთების, ვით იამა სიხარულსა, მართ ვეღარას ვერ მიხვდების, ყმა გარდახდა მოეხვია, აკოცებს და ეუბნების, კაცი კაცსა მოელოდეს, მოსლვა უცხო იამების-

728. ყმა ქალსა ეტყუის პატრონი, ნეტარ სად არის და ვითა, ქალი ატირდა ცრემლითა, ზღუათაცა შესართავითა, ჰკადრა რა წახუჱლ გაიჭრა, ქვაბს ყოფა მისჭირდა ვითა, აწ მისი არა არ ვიცი, არ ნახვით არ ამბავითა-

729. ყმა დაჭმუნდა ვითამც რამე, ჰკრეს ლახუარი გულსა შუა, ქალსა ეტყვის აჰა დაო, ეგეთიმცა კაცი ნუა, იგი ფიცი ვით გატეხა არ ვეცრუე ვით მეცრუა, ვერ იქმოდა რად მიქადა, თუ მიქადა რად მიტყუა-

730. თუ უმისოდ სოფელს ყოფა, მოუთმელს ჭირად არ მჭირდა, რად დავვიწყდი რად მივსცილდი, რად ვერ გაძლო რა მისჭირდა, მან გატეხა ზენარისა, რად შემართა ვით გაჰპირდა, მაგრამ ავის ბედისაგან, ჩემი რამცა გამიკვირდა-

731. კულავ ქალმან ჰკადრა მართლა, ხარ მაგისა დამძიმებასა, მაგრამ რა გაბრჭო მართალი, ნუ მეჭუ რასაცა თნებასა, არ გული უნდა ფიცის და, პირისა გასრულებასა, იგი უგულო მოელის, მართ დღეთა შემოკლებასა-

732. გული ცნობა და გონება, ერთმანერთზედან ჰკიდიან, რა გული წავა იგიცა, წავლენ და მისკენ მიდიან, უგულო კაცი ვერ კაცობს, კაცთაგან განაკიდიან, შენ არ გინახავნ არ იცი, მას რომე ცეცხლნი ჰსწვიდიან-

733. შენ უმართლე ხარ ემდურვი, შენ გაეყარე ძმობილსა, მაგრამ ვით ითქმის ვით გაჴდა, ვითა გიამბობ ცნობილსა, ენა დაშურების გაცუდების, გულსა შეელმის ლმობილსა, ამას მით ვაზრობ მინახავს, მე უბედურსა შობილსა-

734. ჯერთ მისი მჰსგავსი სასჯელი, არცა ვის ამბად სმენია, არა თუ კაცთა სასჯელი, ქვათაცა შენაძრწენია, დიჯლადცა ჰკმარის მას რომე, თვალთაგან ცრემლი სდენია, თჳთ რაცა ჰბრძანოთ მართალ ხართ, სხვა სხვისა ომსა ბრძენია-

735. მას წამავალსა ვჰკითხევდი, დამწვარსა ცეცხლ მოდებულსა, მოვიდეს რა ჰქმნას ავთანდილ, მისსა დამვედრე დობულსა, მიბრძანა მოღმა მნახვიდეს, მე მისთვის გაცუდებულს, ამათ არ დავჰყრი არეთა, არ გაჰვსტეხ მის ქადებულსა-

736. მას ზენაარსა არ გაუტეხ, მას ფიცსა არ ვერცუები, მად პაემნამდის მოვიცდი, რაზომცა გამდის რუები, თუ მკუდარი მნახოს დამმარხოს, ჰსთქუას ვაგლახი და უები, ცოცხალი დავხუდე უკვირდეს, სიცოცხლე არს სათუები-

737. ჩემთვის გარდაჴდა მას აქათ, გაყრა მზისა და ქედისა, ოდენ მოდენა ცრემლისა, მჭირს ველთა მოსალბედისა, მჰსჯის გამრავლება ჴელქმნისა, სულთქმისა ზედა ზედისა, დავვიწყებივარ სიკუდილსა, ნახე ნაქმარი ბედისა-

738. ესე აარაკი მართალი, ჩინეთს ქუას ზედან სწერია, ვინ მოყუარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია, აწ ზაფრანია ვის წინა, ვერ ვარდი ჰგუანდის ვერ ია, თუღა მონახავ მონახე, ქენ რაცა შენი ფერია-

739. ყმამან უთხრა უმართლე ხარ, არ მამართლო მდურვად მისად, მაგრამ გაბჭევ რა მიქნია, სამსახური ტყუესა ტყჳსად, გამოჭრილ ვარ სახლით ჩემით, ვით ირემი ძებნად წყლისად, მას ვეძებ და მას ვიგონებ, ვიარები ველთა ვლისად-