.... (H-1759), XIX ს.

719. ცხადად უთხრა შევსჯდებიო, მამიყვანე ცხენი წინა მან მოგვარა წყნარად შესვა, არ სიჩქარით ააქშინა მინდორთაკენ წაიყვანა, ტანი მჭევრი აძრვევინა ხანი წავლეს სიარულმან, მოჯობება დააჩნინა

720. შეაქცევს და ეუბნების, საუბართა შვენიერთა მისთვის ძვრიდა სასაუბროდ, მათ ბაგეთა ძოწის ფერთა მისი სმენა გააყმობდა, მსმენელისა ყურთა ბერთა მოიშორვა კაეშანი, დათმობავე შეაერთა

721. რა შეატყვა მოჯობება, მუნ სევდისა მუფარახმან გაანათლა პირი ვარდი, სიხარულმან დაუსახმან ცნობიერთა დასტაქარმან, უცნობოთა ოხრა ახმან ცნობიერი სიტყვა უთხრა, უცნობოსა რასმე მძრახმან

722. შერასმეჰყუეს საუბარსა, სიტყუა ჰკადრა არ მალული ერთსა რასმე მოგახსენებ, გამიცხადე დაფარული ეგე სამხრე მისეული, შენ გაჩნია ვისგან წყლული რაგვარ გიყვარს რაგვარ გიღირს, თქუი დავიღო მერმე სული

723. მან უთხრა სახე რა გითხრა, მის უსახოსა სახისა ესეა ჩემი სიცოცხლე, ჩემი მამცემი ახისა მჯობი ყოვლისა სოფლისა, წყლისა მიწისა და ხისა არ სასმენლისა მოსმენა, არს უმჟავესი წმახისა

724. ავთანდილ უთხრა ვლამოდი, მართ მაგისავე თქმევასა აწ რადგან გითქვამს პასუხსა, გკადრებ და ნუ მეჭვ თნევასა სჯობს ასმათისა არ ლევა, მაგა სამხრისა ლევასა ამად არ გიქებ საქმესა, უარესისა რჩევასა

725. სამჴრე გაბია ოქროსა, ოქრომჭედლისა დნობილი უასაკო და უსულო, არ სიტყვიერი ცნობილი აღარათ გინდა ასმათი, ნახე მათალი ბრჭობილი პირველ გლახ მისი ნაჭვრეტი, და მერმე შენი დობილი

726. თქვენს შუა მქმნელი საქმისა, შენგან ნახმობი დობისა თქვენი შემყრელი მსახური, შენგან ღირს ქნილი ცნობისა მისი გამზრდელი გაზრდილი, მისთვის მიხდილი ცნობისა გლახ დაგიგდია არ ნახავ, შაბაშ მართლისა ბრჭობისა

727. მან უბრძანა რაცა გითქუამს, უმართლე ხარ მეტის მეტად საბრალოა ასმათ მისად, მგონებლად და ჩემად ჭვრეტად მე სიცოცხლე არ მეგონა, შენ მამესწარ ცეცხლთა შრეტად რადგან დავრჩი გვალე ვნახოთ, თუცავე ვარ ჯერცა რეტად

728. დამორჩილდა გაემართნეს, ავთანდილ და ამილბარი ვერ მიგია ქება მათი, ვერა ქება საქებარი კბილნი ვითა მარგალიტი, ბაგე ვარდი ნაპობარი გველსა ჴვრელით ამოიყვანს, ენა ტკბილად მოუბარი

729. ამას ეტყვის შენთვის დავდებ, გონებასა სულსა გულსა მაგრა შენცა ნუ აგრე ხარ, ნუ იწყლულებ ახლად წყლულსა არას გარგებს სწავლულობა, თუ არა იქ ბრძენთა თქმულსა არ იხმარებ რას ჴელსა, ჴდი საუნჯესა დაფარულსა

730. არას გარგებს შეჭირვება, რომ სჭმუნვიდე რა გერგების არ თუ იცი უგანგებოდ, არათ კაცი არ მოჰკუდების მზისა შუქთა მომლოდინე, ვარდი სამ დღე არ დასჭნების ბედი ცდა და გამარჯვება, ღ~თსა უნდეს მოცაგხვდების

731. მოახსენა ეგე სწავლა, ჩემთვის ყოვლად სოფლად ღირდეს გონიერსა მწვრთელი უყვარს, უგუნურსა გულსა გმირდეს მაგრა რა ვქნა რაგვარ გავსძლო, მეტის მეტი რა მიმჭირდეს შენცა გჭირან ჭირნი ჩემნი, არ მამართლო არ მიკვირდეს

732. ცვილსა ცეცხლის სიმხურვალე, უგავს ამად აენთების მაგრა წყალსა არსით ახლავს, თუ ჩავარდეს დაცაშრტების რაცა ვისცა საქმე თვით სჭირს, სხვათათვისცა ეკარგების თავიდაღმა რად არ იცი, გული ჩემი რაგვარ დნების

მბობა ტარიელისაგან ავთანდილისაგან ლომ ვეფხვის დახოცვისა

733. რა წამეკიდა ყველაი, წვრილად გიამბო ენითა მერმეღა გაბრჭევ მართალი, მაგა გულითა ბრძენითა შენ მოგელოდი მიმჭირდა, მოლოდინითა შენითა ქუაბს ვეღარ გავსძელ, მინდორად მოვლა მამინდა ცხენითა

734. იმა ქედსა გარდავადეგ, იგი შამბნი მამეარნეს ერთი ლომი ერთი ვეფხი, შეკრბეს ერთად შეიყარნეს გვანდეს რათმე მოყვარულთა, მათი ნახვა გამეხარნეს მათ რა უყვეს ერთმანერთსა, გამიკვირდეს შემეზარნეს

735. ქედსა გარდავდეგ ლომ ვეფხი, მოვიდეს ერთგან რებულნი სახედ ვამგზავსე მიჯნურთა, ცეცხლნი დამევსნეს დებულნი შეიყარნეს და შეიბნეს, იბრძოდეს გამწარებულნი ლომი სდევს ვეფხი მიურბის, იყუნეს არ ჩემგან ქებულნი

736. პირველ ამოდ ილაღობეს, მერმე მედგრად წაიკიდნეს თვითო ტოტი ერთმანეთსა ჰკრეს, სიკუდილსა არ დარიდნეს გამორიდა ვეფხმან გული, დედათამცა გამორიდნეს ლომი მედგრად გაეკიდა, იგი ვერვინ დაამშვიდნეს

737. ლომსა დაუგმე ნაქმარი, ვარქვი არა ხარ ცნობასა შენ საყვარელსა რად აწყენ, ფუ მაგა მამაცობასა ხრმალ ამოწუდილი გაუხე, მივეც ლახვართა სობასა თავსა გარდავკარ მოცავკალ, დავხსენ სოფლისა თმობასა