... (Q-376), XIX ს.

722. აწ მეფეო უმისობა, ჩემგან ყოლა არ ეგების. გული მას აქუს გულოვანსა, აქა ჴელი რა მეჴდების. თუ რას ვარგებ პირუჱლ ხომე, თჳთ სახელი თქუჱნ მოგხუდების. ვერას ვარგებ გულსა დავჰსდებ, ფიცი ჩემი არ გატყდების:-

723. წასულა ჩემი გულსა თქუჱნსა, არ ეწყინოს არ დაჭმუნდეს. თავსა ჩემსა გაგებული, იქნას რაცა ღ~თსა უნდეს. მანუჱ ჰქმნას და გაგიმარჯუდეს, თქუჱნი თქუჱნუჱ დაგიბრუნდეს. არ მოვბრუნდე თქუჱნმცა ჰსუფევთ, მტერი თქუჱნი დაძაბუნდეს:-

724. კულავ პირმზემ უთხრა ვეზირსა, მე სიტყუა შევამცირეო. აწ ესე ჰკადრე მეფესა, შევინვიდოდეს ვირეო. მიაჯე ამოდ გაშუჱბა, და თავი გაიგმირეო. ასი ათასი წითელი, შენ ქრთამად შეიწირეო:-

725. ვაზირმან უთხრა სიცილით, ქრთამი შენ გქონდეს შენია. შენგან კმა ჩემად წყალობად, რომე გზა გაგიჩენია. მაგას რა ვჰკადრებ მეფესა, რაცა აწ თქუჱნგან მსმენია. ვიცი უცილოდ დამავსებს, შოება რა საწყენია:-

726. თავმან მისმან მუნუჱ მომკლავს, ვეჭუ წამიცა არ წამაროს. შენი ოქრო შენვე დაგრჩეს, მე გლახ მიწა მესამაროს. მამკალ კაცსა სიცოცხლისა, ჰსწორად რაცა მოეხმაროს. არ ითქმის და ვერცა ვჰკადრებ, რა გინდა ვინ მისაგმაროს:-

727. გზა და ღონე არ არს თქმისა, სიცოცხლე გლახ ვით გათნიო. ამიკლებს და ანუ მამკლავს, ეგე სიტყუა ვითა ჰსთქვიო. რად არ მუნუჱ შეაგონე, რად ხარ შმაგი აგეთიო. ჰსჯობს სიცოცხლე აკლებასა, ამას თავსა აწუჱ ვჰსწვრთიო:-

728. თუ მეფეცა გაგიშუჱბდეს, თჳთ ლაშქარნი რად დაღორდენ. რად გაგიშუან რაზედ შესცდნენ, ანუ მზესა რად მოშორდენ. შენ წახჳდე მტერნი ჩუჱნნი, აგვილაღდენ გაგჳსწორდენ. ეგე ასრე არ იქმნების, ვითა ჩიტნი არ გაქორდენ:-

729. ყმა ატირდა ცრემლით უთხრა, ჰჴამს თუ დანა გულსა ვიცი. ჱე ვაზირო შეგეტყვების, სიყუარული არ თუ იცი. ანუ სხუაცა არ გინახავს, მოყურობა და არცა ფიცი. თუ გინახავს უმისოსა, ჩემი ლხინი ვითა მტკიცი:-

730. მზე დაბრუნდა არა ვიცი, მზესა რამცა დააბრუნვებს. აწ უშუჱლოთ გჳჯობს იგი, ნაცულად დღეთა დაგვითბუნვებს. ჩემი ჩემებრ არვინ იცის, რა მამწარებს რა მატკბუნვებს. ცუდთა კაცთა საუბარი, კაცსა მეტად დააჭმუნვებს:-

731. მეფე ანუ სპანი მისნი, ნეტარ ჴელსა რასა მჰხდიან. აწ ვითამცა უცნობოსა, გაუწყვეტლად ცრემლნი მდიან. ჰსჯობს წაჳდე არ გავჰსტეხო, კაცსა ფიცნი გამ[….]ჰსცდიან. ჭირნი მისგან გარდახდილნი, ვიცი მუდამ უახლდიან:-

732. აწ ვაზირო მაგა პირსა, გული კრული ვით მოგთმინდეს. რკინა ჩემი მონაცუალე, ჰჴამს გაცჳლდეს არ გატინდეს. ვერ გარდჳხდი ცრემლთა მისთა, ჯეონიცა თუალთა მდინდეს. მომეხმარე მოხმარება, ნუთუ ჩემგან შენცა გინდეს:-

733. არ გამიშუჱბს გაჳპარვი, წავალ მათგან შეუგნებლად. ვით მენუკჳს ეგრე დავჰრთო, გული ცეცხლთა მოსადებლად. ვიცი ჩემთჳს არას გიზამს, თუ არ უნდი გასაძებლად. ჰსთქჳ რა გინდა წაგეკიდოს, თავი დადევ საწამებლად:-

734. ვაზირმან ჰსთქუა შენი ცეცხლი, მეცა ცეცხლად მომედების. ვეღარა ვუჭვრეტ ცრემლთა შენთა, სოფელიცა განჰქარდების. ზოგჯერ თქმა ჰსჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების. ვიტყჳ მოვჰკუდე არა მგამა, ჩემი მზეცა თქუჱნ მოგხუდების:-

735. რა ვაზირმან ესე უთხრა, ადგა დარბაზს გაემართა. მეფე დახვდა შეკაზმული, პირი მზეებრ ეწაღმართა. შეუშინდა საწყენლისა, მოჰხსენება ვერ შემართა. დაყრით ჰსდგა და იგონებდა, არ საქმეთა საომართა:-

736. მეფემან ნახა ვაზირი, დაღრეჯით დაყმუნვებული. უბრძანა რა გჭირს რა იცი, რად მოხვედ შეჭირვებული. მან ჰკადრა არა არ ვიცი, ვარ თავით თჳსით ვებული. მართალხართ მამკლათ რა გესმასთ, ჰამბავი გაკჳრვებული:-

737. ჩემი ჭმუნუა ჭირსა ჩემსა, არცა ჰმატს და არცა დიდობს. მეშინიან თუცა შიშსა, მოციქული ვერა ჰრიდობს. აწ ავთანდილ გეთხოების, მოაჯეობს არ წამკიდობს. უმის ყმისოდ სოფელსა და, საწუთროსა თჳსად ფლიდობს:-

738. რაცა იცოდა ყუჱლაი, ჰკადრა მოშიშრად ენითა. კულავ მოახსენა რაც ეცნა, სიტყჳთა ესოდენითა. თუ რაგუარ მყოფი მინახავს, თუ რაგუარ ცრემლთა დენითა. მართალხართ ჩემთჳს რისხუანი, თუმცა იანაზდენითა:-

739. რა მეფემან მოისმინა, გაგულისდა გაუცნობდა. ფერი ჰკრთა და გასაშიშრდა, შემხედუჱლთა შეაშთობდა. შეუზახნა რასთჳს შმაგობ, მაგას სხვამცა ვინ მითხრობდა. ავსა კაცსა ურჩევნია, ავსამცა რას ადრე ჰსცნობდა:-

740. ჰგონებ რომე სიხარულის, სიტყუა მითხარ გლახ შენ სადრად. მაგისმეტი ვინ რა მიყოს, თუ არ მამკლას მუხთლად ღადრად. შმაგო ენა ვით იხმარე, აწ მაგისად ჩემად კადრად. აგრე შმაგი არ ვეზირად, არად ვარგხარ არცა სხუად რად:-

741. ჰჴამსცა კაცმან პატრონისა, საწყინარსა არ დარიდნეს. ოდენ სიტყუა უმეცრული, უმეცრულად დაიყბედნეს. მე მაგისა მოსმენამდის, რად არ ყურნი შემებეჭდნეს. შენ თუ მოგკლა სისხლნი შენი, ჩემმან ქედმან მიიქედნეს:-