... (S-4988), XVII-XVIII სს.

821. წასლვა჻ ჩემი჻ გულსა჻ თქუენსა჻ არ჻ ეწყინოს჻ არ჻ დაჭმუნდეს: თავსა჻ ჩემსა჻ გაგებული჻ იქნას჻ რაცა჻ ღმერთსა჻ უნდეს: მანვე჻ ქნას჻ და჻ გაგიმარჯუდეს჻ თქუენი჻ თქუენკე჻ დავებრუნდეს: არ჻ მოვბრუნდე჻ თქვენმცა჻ სუფევთ჻ თქუენნი჻ მტერი჻ დაძაბუნდეს:

822. კულავ჻ პირმზე჻ ეტყუის჻ ვაზირსა჻ მე჻ სიტყვა჻ შევამცირეო: აწ჻ ესე჻ ჰკადრე჻ მეფესა჻ შევინ჻ ვიდოდეს჻ ვირეო: მიაჯე჻ ამოდ჻ გაშვება჻ და჻ თავი჻ გაიგმირეო: ასი჻ ათასი჻ წითელი჻ შენ჻ ქრთამად჻ შეიწირეო:

823. ვაზირმან჻ ჰკადრა჻ სიცილით჻ ქრთამი჻ შენ჻ გქონდეს჻ შენია: შენგან჻ კმა჻ ჩემად჻ წყალობად჻ რომე჻ გზა჻ გაგიჩენია: მაგას჻ რა჻ ვჰკადრებ჻ მეფესა჻ რაცა჻ აწ჻ თქუენგან჻ მსმენია: ვიცი჻ უცილოდ჻ ამავსებს჻ შოება჻ არ჻ საწყენია:

824. თავმან჻ მისმან჻ მუნვე჻ მამკლავს჻ ვეჭუ჻ წამიცა჻ არ჻ წამაროს: შენი჻ ოქრო჻ შენვე჻ დაგრჩეს჻ მე჻ გლახ჻ მიწა჻ მესამაროს: მამკალ჻ კაცსა჻ სიცოცხლისა჻ სწორად჻ რაცა჻ მოეჴმაროს: არ჻ ითქმის჻ და჻ ვერცა჻ ვიტყუი჻ რა჻ გინდა჻ ვინ჻ მისგან჻ აროს:

825. გზა჻ არ჻ წავა჻ თავსა჻ წინა჻ სიცოცხლე჻ გლახ჻ ვით჻ გათნიო: ამიკლებს჻ და჻ ანუ჻ მამკლავს჻ ეგე჻ სიტყუა჻ ვითა჻ სთქვიო: რად჻ არ჻ მუნვე჻ გაიგონე჻ რად჻ ხარ჻ შმაგი჻ ეგეთიო: სჯობს჻ სიკუდილი჻ აკლებასა჻ ამას჻ თავსა჻ აწვე჻ ვსწურთიო:

826. თუ჻ მეფეცა჻ გაგიშვებდეს჻ თვით჻ ლაშქარნი჻ რად჻ მოღორდენ: რად჻ გაგიშვან჻ რად჻ დაღორდენ჻ ანუ჻ მზესა჻ რად჻ მოშორდენ: შენ჻ წახვიდე჻ მტერნი჻ ჩვენნი჻ დაგუთამამდენ჻ დაგვისწორდენ: ეგე჻ ასრე჻ არ჻ იქნების჻ ვითა჻ ჩიტნი჻ არ჻ გაქორდენ:

827. ყმა჻ ატირდა჻ ცსულთქმით჻ უთხრა჻ ჴამს჻ თუ჻ დანა჻ გულსა჻ ვიცი: ჰე჻ ვაზირო჻ შეგეტყობის჻ სიყუარული჻ არ჻ თურ჻ იცი: ანუ჻ სხუაცა჻ არ჻ გინახავს჻ მოყურობა჻ და჻ არცა჻ ფიცი: თუ჻ გინახავს჻ უმისოსა჻ ჩემი჻ ლხინი჻ ვით჻ ვამტკიცი:

828. მზე჻ დაბრუნდა჻ არ჻ ვიცოდი჻ მზესა჻ რამცა჻ დააბრუნვებს: აწ჻ მიშველე჻ იგი჻ ჩუენცა჻ ნაცულად჻ მზისად჻ დაგვათბუნვებს: ჩემი჻ ჩემებრ჻ არვინ჻ იცის჻ რა჻ მამწარებს჻ რა჻ მატკბუნვებს: ცუდის჻ კაცთა჻ საუბარი჻ კაცსა჻ მეტად჻ დააჭმუნვებს:

829. მეფე჻ ანუ჻ მისნი჻ სპანი჻ ნეტარ჻ ჴელსა჻ რასა჻ მჴდიან: აწ჻ ვითამცა჻ უცნობოსა჻ გაუწყვეტლად჻ ცრემლნი჻ მდიან: სჯობს჻ წავიდე჻ არ჻ გავტეხნე჻ კაცსა჻ ფიცნი჻ გამოსცდიან: ჭირი჻ მისგან჻ უნახავნი჻ კაცსა჻ ვისმე჻ გარდუჴდიან:

830. აწ჻ ვეზირო჻ მაგა჻ პირსა჻ გული჻ კრული჻ ვით჻ მოგთმინდეს: რკინა჻ ჩემი჻ მონაცვალე჻ ჴამს჻ გაცვილდეს჻ არ჻ გატინდეს: ვერ჻ გარდვიჴდი჻ ცრემლთა჻ მისთა჻ ჯეიონიცა჻ თვალთა჻ მდინდეს: მამეჴმარე჻ ნუთუ჻ ჩემგან჻ მოჴმარება჻ შენცა჻ გინდეს:

831. არ჻ გამიშვებს჻ გავიპარვი჻ წავალ჻ მათგან჻ შეუგებლად: ვითა჻ მნუკევს჻ ეგრე჻ დავრთო჻ გული჻ ცეცხლსა჻ მოსადებლად: ვიცი჻ ჩემთვის჻ არას჻ გიზამს჻ თუ჻ არ჻ უნდი჻ გასაძებლად: რაცა჻ გინდა჻ წაგეკიდოს჻ თავი჻ დადევ჻ საწამებლად:

832. ვაზირმან჻ თქუა჻ შენი჻ ცეცხლი჻ მეცა჻ ცეცხლად჻ მამედების: ვეღარ჻ უჭურეტ჻ ცრემლთა჻ შენთა჻ სოფელიცა჻ გაქარდების: ზოგი჻ თქმა჻ სჯობს჻ არა჻ თქმასა჻ ზოგი჻ თქმითა჻ დაშავდების: ვიტყუი჻ მოვჰკუდე჻ არა჻ გამა჻ ჩემი჻ მზეცა჻ თქუენ჻ მოგხუდების:

833. რა჻ ვეზირმან჻ ესე჻ უთხრა჻ ადგა჻ დარბაზს჻ გაემართა: მეფე჻ დახუდა჻ შეკაზმული჻ პირი჻ მზეებრ჻ ეწაღმართა: შეუშინდა჻ საწყენლისა჻ მოხსენება჻ ვერ჻ შემართა: დაყრით჻ დადგა჻ იგონებდა჻ არ჻ საქმეთა჻ საომართა:

834. მეფემან჻ ნახა჻ ვეზირი჻ დაღრეჯით჻ დაყმუნვებული: უბრძანა჻ რა჻ გჭირს჻ რა჻ იცი჻ რად჻ მოხვე჻ შეჭირვებული: მან჻ ჰკადრა჻ არა჻ ვიციო჻ მართ჻ ვარ჻ თავისა჻ ვებული: მართალ჻ ხართ჻ მამკლათ჻ რა჻ გესმათ჻ ამბავი჻ გაკვირვებული:

835. ჩემი჻ ჭმუნვა჻ ჭირსა჻ ჩემსა჻ არცა჻ მეტს჻ და჻ არცა჻ დიდობს: მეშინიან჻ თუცა჻ შიშსა჻ მოციქული჻ ვერ჻ დარიდობს: აწ჻ ავთანდილ჻ გეთხოვების჻ მოაჯეობს჻ არ჻ წამკიდობს: უმის჻ ყმისოდ჻ სოფელსა჻ და჻ საწუთროსა჻ მისთვის჻ ფლიდობს:

836. რაცა჻ იცოდა჻ ყუელაი჻ ჰკადრა჻ მოშიშრად჻ ენითა: კულავ჻ მოახსენა჻ რამცა჻ სცნა჻ სიტყუითა჻ ესოდენითა: თუ჻ როგორ჻ მყოფი჻ მინახავს჻ თუ჻ როგორ჻ ცრემლთა჻ დენითა: მართალ჻ ხართ჻ თუმცა჻ რისხვანი჻ ჩემთვის჻ იანაზდენითა:

837. რა჻ მეფემან჻ მოისმინა჻ გაგულისდა჻ გაავცნობდა: ფერი჻ ჰკრთა჻ და჻ გაცაშიშრდა჻ შემხედველთა჻ შეაშთობდა: შეუზახნა჻ რასთვის჻ შმაგობ჻ მაგას჻ სხვამცა჻ ვინ჻ მითხრობდა: ავსა჻ კაცსა჻ ურჩევნია჻ ავსამცა჻ რას჻ ადრე჻ სცნობდა:

838. ვითამც჻ რამე჻ სიხარული჻ საქმე჻ მითხარ჻ ვითა჻ ღადრად: მაგის჻ მეტი჻ რა჻ ვინ჻ მიყოს჻ თუ჻ არ჻ მამკლას჻ მუხთლად჻ ღადრად: შმაგო჻ ენა჻ ვით჻ იჴმარე჻ აწ჻ მაგისად჻ ჩემად჻ კადრად: ეგზომ჻ შმაგი჻ არ჻ ვაზირად჻ არად჻ ვარგხარ჻ არცა჻ სხვად჻ რად:

839. ჴამსა჻ კაცმან჻ პატრონისა჻ საწყინარსა჻ არ჻ დახედნეს: ოდენ჻ სიტყუა჻ უმეცრული჻ უალაგოდ჻ დაიყბედნეს: მე჻ მაგისად჻ მოსმენამდის჻ რად჻ არ჻ ყურნი჻ შემეჭედნეს: შენ჻ თუ჻ მოგკლა჻ სისხლნი჻ შენნი჻ ჩემმან჻ ქედმან჻ მიიქედნეს:

840. კულავ჻ უბრძანა჻ თუმცა჻ მისგან჻ აწ჻ არ჻ იყავ჻ მოგზავნილი: თავმან჻ ჩემმან჻ თავსა჻ მოგკუეთ჻ არად჻ უნდა჻ ამას჻ ცილი: აწ჻ უკუდეგ჻ ავი჻ შმაგი჻ უმეცარი჻ შლეგი჻ წბილი: შაბაშ჻ სიტყუა჻ შაბაშ჻ კაცი჻ შაბაშ჻ საქმე჻ მისგან჻ ქნილი: