... (S-4988), XVII-XVIII სს.

723. აწ჻ წადითო჻ მე჻ დამაგდეთ჻ ეტერენით჻ თავთა჻ თქუენთა: ნუღარ჻ უჭურეტთ჻ ცრემლთა჻ ცხელთა჻ თვალთა჻ ჩემთათ჻ მონადენთა: რა჻ ესენი჻ მოისმენნეს჻ საუბართა჻ ესოდენთა: მითხრეს჻ ჰაი჻ ჰაი჻ რასა჻ ბრძანებთ჻ ნუ჻ მოასმენ჻ ყურთა჻ ჩუენთა:

724. უშენოსა჻ ნუმცა჻ ვნახავთ჻ ნუ჻ პატრონსა჻ ნუ჻ უფალსა: ნუთუ჻ ღმერთმან჻ არ჻ გაგუყარნეს჻ ცხენთა჻ თქუენთა჻ ნატერფალსა: თქუენ჻ გიჭურეტდეთ჻ საჭურეტელსა჻ შვენიერსა჻ სატურფალსა: თუცა჻ ბედი჻ მოაღაფლებს჻ კაცსა჻ აგზომ჻ არღაფალსა:

725. ვეღარ჻ გავგზავნენ჻ სიტყუანი჻ მესმნეს჻ მონათა჻ ჩემთანი: მაგრა჻ დავჰყარენ჻ არენი჻ მე჻ კაცრიელთა჻ თემთანი: სახლად჻ სამყოფნი჻ მიმაჩნდეს჻ თხათა჻ და჻ მათ჻ ირემთანი: გავიჭერ჻ სრულად჻ დავტკეპნენ჻ ქვე჻ მინდორნი჻ და჻ ზე჻ მთანი:

726. ესე჻ ქვაბნი჻ უკაცურნი჻ ვჰპოვენ჻ დევთა჻ შეეკაფნეს: შემოვები჻ ამოვწყვიტენ჻ ყოლა჻ ვერას჻ ვერ჻ მეჴაფნეს: მათ჻ მონანი჻ დამიჴოცნეს჻ ჯაჭუნი჻ ავად჻ მოექაფნეს: საწუთრომან჻ დამაღრიჯა჻ ცქაფი჻ მისნი჻ კვლა჻ მეცქაფნეს:

727. დევთა჻ ყვირილი჻ ძახილი჻ ზეცამდის჻ აიწეოდა: მათისა჻ ლახტის჻ ცემითა჻ ქუეყანა჻ შეირყეოდა: მზე჻ დააბნელეს჻ მტვერითა჻ ალვის჻ შტო჻ შეირხეოდა: ასნი჻ ერთ჻ კერძო჻ მამიჴდეს჻ დავფრიწე჻ დაიხეოდა:

728. პირველ჻ რაზმი჻ დავფანტე჻ შევლეწე჻ ქვაბთა჻ კარები: დიდი჻ რამ჻ დევი჻ მომიჴდა჻ მას჻ ჴელთა჻ ჰქონდა჻ ფარები: რქასა჻ ვსტაცე჻ და჻ ვითრივე჻ არ჻ მოვაჴმარე჻ მჴარები: ხანჯლითა჻ გული჻ გაუპე჻ რუთ჻ მიდის჻ სისხლისა჻ ღუარები:

729. დაღამდა჻ ომი჻ დასწყნარდა჻ გუმბათსა჻ დაჯდა჻ მთვარეო: დაჴოცილითა჻ დევითა჻ აივსო჻ არემარეო: გლახ჻ მე჻ და჻ ასმათ჻ მარტონი჻ გავჰყრიდით჻ ქვაბთა჻ გარეო: ხელსა჻ მიმჭირდა჻ მას჻ აქათ჻ სულნი჻ ამომჴდენ჻ ბარეო:

730. აჰა჻ ძმაო჻ მაშინდიდგან჻ აქა჻ ვარ჻ და჻ აქა჻ ვჰკუდები: ხელი჻ მინდორს჻ გავიჭრები჻ ზოგჯერ჻ ვტირ჻ და჻ ზოგჯერ჻ ვბნდები: ესე჻ ქალი჻ არ჻ დამაგდებს჻ არს჻ მისთვის჻ ცეცხლ჻ ნადები: ჩემად჻ ღონედ჻ სიკუდილისა჻ მეტსა჻ არას჻ არ჻ ვეცდები:

731. რომე჻ ვეფხი჻ შვენიერი჻ სახედ჻ მისად჻ დამისახავს: ამად჻ მიყუარს჻ ტყავი჻ მისი჻ კაბად჻ ჩემად჻ მომინახავს: ესე჻ ქალი჻ შემიკერავს჻ ზოგჯერ჻ სულთქვამს჻ ზოგჯერ჻ ახავს: რადგან჻ თავი჻ არ჻ მამიკლავს჻ ჴრმალი჻ ცუდად჻ მომიმახავს:

732. მისსა჻ ვერ჻ იტყუის჻ ქებასა჻ ყოველი჻ ბრძენთა჻ ენები: მას჻ დაკარგულსა჻ ვიგონებ჻ მე჻ სიცოცხლისა჻ მთმენები: მას჻ აქათ჻ ვახლავ჻ ნადირთა჻ თავსა჻ მათებრვე჻ მჴსენები: სხვად჻ არას჻ ვიაჯ჻ ღ~თისაგან჻ ვარ჻ სიკუდილისა჻ მქენები:

733. აწ჻ ათია჻ წელიწადი჻ ინდოეთით჻ რა჻ წასრულა: მის჻ მთვარისა჻ ჩემგან჻ პოვნა჻ ანუ჻ ნახვა჻ გარდასრულა: აჰა჻ მიკვირს჻ ალმასისა჻ გული჻ გასძლებს჻ ამას჻ რულა: ყმამან჻ პირსა჻ ჴელი჻ იკრა჻ რა჻ ამბავნი჻ დაასრულა:

734. პირსა჻ იცა჻ გაიხეთქა჻ ღაწუი჻ ვარდი჻ აახეწა: ლალი჻ ქარვად჻ გარდაიქცა჻ ბროლი჻ სრულად჻ დაილეწა: ავთანდილსცა჻ ცრემლი჻ წასდის჻ წამწამთაგან჻ ერთსახე჻ წა: მერე჻ ქალმან჻ დაადუმა჻ მუჴლმოყრილი჻ შეეხვეწა:

735. ტარიელ჻ უთხრა჻ ავთანდილს჻ ასმათის჻ დადუმებულმან: შენ჻ ყუელაკაი჻ გაამე჻ მე჻ ვერას჻ ვერ჻ ამებულმან: გიამბე჻ ჩემი჻ ამბავი჻ სიცოცხლე჻ გაარმებულმან: აწ჻ წადი჻ ნახე჻ შენი჻ მზე჻ ნახვისა჻ მოჟამებულმან:

736. ავთანდილ჻ უთხრა჻ მე჻ შენი჻ გაყრა჻ არ჻ მამეთმინების: მართალსა჻ გითხრობ჻ ამისა჻ კადრება჻ ნუ჻ გეწყინების: თუ჻ გაგეყრები჻ თუალთაგან჻ ცრემლიცა჻ დამედინების: შენ჻ ვისთუის჻ ჰკუდები჻ მაგითა჻ მას჻ არა჻ არ჻ ელხინების:

737. რა჻ აქიმი჻ დასნეულდეს჻ რაზომ჻ გინდა჻ საქებარი: მან჻ სხუა჻ იჴმოს჻ მკურნალი჻ და჻ მაჯასაცა჻ შემტყვებარი: მან჻ უანბოს჻ რაცა჻ სჭირდეს჻ სენი჻ ცეცხლთა჻ მომდებარი: სხვისა჻ სხვამან჻ უკეთ჻ იცის჻ სასარგებლო჻ საუბარი:

738. რაცა჻ გითხრა჻ მამისმინე჻ ბრძენი჻ გეტყვი჻ არა჻ ხელი: ასი჻ გმართებს჻ გაგონება჻ არ჻ გეყოფის჻ არ჻ ერთხელი: კარგად჻ ვერას჻ ვერ჻ მოავლენს჻ კაცი჻ აგრე჻ გულ჻ ფიცხელი: აწ჻ მე჻ მინდა჻ ნახვა჻ მისი჻ ვისგან჻ დამწვავს჻ ცეცხლი჻ ცხელი:

739. იგი჻ ვნახო჻ სიყუარული჻ მისი჻ ჩემთვის჻ დავამტკიცო: მოვახსენო჻ რაცა჻ მეცნას჻ მეტი჻ საქმე჻ არა჻ მიცო: შენ჻ გენუკევ჻ შემაჯერო჻ ღ~თი჻ იღმრთო჻ ცაცა჻ იცო: ერთმანერთი჻ არ჻ გავწიროთ჻ მაფიცო჻ და჻ შემომფიცო:

740. რომე჻ აქათ჻ არ჻ წახვიდე჻ შენ჻ თუ჻ ამას჻ შემეპირო: მეცა჻ ფიცით჻ შეგაჯერებ჻ არასათვის჻ არ჻ გაგწირო: კულავ჻ მოვიდე჻ შენად჻ ნახვად჻ შენთვის჻ მოვკვდე჻ შენთუის჻ ვირო: ღმერთსა჻ უნდეს჻ ვისთვის჻ ჰკვდები჻ მისთვის჻ აგრე჻ არ჻ გატირო:

741. მან჻ მიუგო჻ უცხოს჻ უცხო჻ აგრე჻ ვითა჻ შეგიყვარდი: გასაყრელად჻ გეძნელები჻ იადონსა჻ ვითა჻ ვარდი: რაგვარამცა჻ დაგივიწყე჻ რაგვარამცა჻ უკუმქარდი: ღ~თნ჻ ქნას჻ და჻ კულაცა჻ გნახო჻ ალვა჻ მორჩი჻ განაზარდი:

742. პირი჻ შენი჻ ნახვად჻ ჩემად჻ თუ჻ მობრუნდეს჻ ტანი჻ იხოს: გული჻ მინდორს჻ არ჻ გაიჭრეს჻ არ჻ ირმოს჻ არცა჻ ითხოს: თუ჻ გიტყუვო჻ მოგაღორო჻ ღ~თნ჻ რისხვით჻ გამიკითხოს: შენმან჻ ჭურეტა჻ სიახლემან჻ მომაქარვოს჻ სეუდა჻ მითხოს: