... (S-4988), XVII-XVIII სს.

762. სმა჻ გარდაჰჴდა჻ თავის჻ თავის჻ გაიყარნეს჻ მსმელნი჻ შინა: დიდებულნი჻ არ჻ გაუშვნეს჻ ყმა჻ დაისვეს჻ ახლოს჻ წინა: მეფე჻ ჰკითხავს჻ იგი჻ ჰკადრებს჻ რაცა჻ ჭირი჻ დაეთმინა: მერმე჻ მისი჻ უცნობოსა჻ რა჻ ენახა჻ რა჻ ესმინა:

763. მას჻ ვაჴსენებდე჻ ნუ჻ გიკვირს჻ თქმა჻ მჭირდეს჻ მიწყივ჻ ახისა: მზეთუ჻ ვთქუა჻ მსგავსი჻ მისი჻ და჻ ან჻ მისისა჻ სახისა: ვინ჻ უნახავ჻ ყვის჻ გონება჻ ყოველთა჻ კაცთა჻ მნახისა: ვარდი჻ დამჭკნარი჻ ეკალთა჻ შუა჻ შორს჻ მყოფი჻ ახისა:

764. რა჻ ჭირი჻ კაცსა჻ სოფელმან჻ მოუთმოს჻ მოუთმინამან: ქაცვი჻ ლერწამმან჻ ზაფრანა჻ იმსგავსოს჻ ფერად჻ მინამან: ავანდილ჻ მისმან჻ მხსენებმან჻ ღაწვი჻ ცრემლითა჻ მინამან: წურილად჻ უანბო჻ ანბავი჻ მან჻ მისმან჻ მონასმინამან:

765. ქვაბი჻ ომითა჻ წაუხმან჻ სახლად჻ აქუს჻ დევთა჻ სახლები: საყუარელისა჻ მისისა჻ ქალი჻ ჰყავს჻ თუით჻ ნაახლები: ვეფხისა჻ ტყავი჻ აცვია჻ ცუდათ჻ უც჻ სტავრა჻ ნახლები: აღარა჻ ნახავს჻ სოფელსა჻ ცეცხლი჻ სწვავს჻ ახალ჻ ახლები:

766. რა჻ დაასრულა჻ ამბავი჻ საქმე჻ მისისა჻ ჭირისა: ნახვა჻ მის჻ მზისა჻ ნათლისა჻ მის჻ თუალად჻ არ჻ დუხჭირისა: იამა჻ უქეს჻ ვარდისა჻ ხელი჻ მძლედ჻ დანამჭირისა: ეგე჻ კმა჻ სიმჴნე჻ სიმჴნისა჻ რადგან჻ ხარ჻ მომხვეჭი჻ რისა:

767. გამხიარულდა჻ თინათინ჻ ამა჻ ამბვისა჻ სმენითა: მას჻ დღე჻ იხარებს჻ სმითა჻ და჻ ჭამისა჻ არ჻ მოწყენითა: კულავ჻ საწოლს჻ დახუდა჻ მას჻ მზესა჻ მუნცა჻ სიტყუითა჻ ბრძენითა: მისულა჻ ებრძანა჻ იამა჻ თქმა჻ არ჻ ეგების჻ ენითა:

768. ყმა჻ წავიდა჻ მხიარული჻ ლმობიერი჻ არ჻ გამწყრალი: ლომი჻ მინდორს჻ ლომთა჻ თანა჻ მინდორს჻ რული჻ ფერ჻ ნამკრთალი: ყმა჻ სოფლისა჻ ხასიათი჻ ჯავარი჻ სრული჻ ფერად჻ ლალი: მაგრამ჻ ჰქონდა჻ გულისათუის჻ გული჻ გულსა჻ განაცვალი:

769. მზე჻ უკადრი჻ ტახტსა჻ ზედან჻ ზის჻ მორჭმული჻ არ჻ ნადევრი: წყლად჻ ეფრატსა჻ უხვად჻ ურწყო჻ ედემს჻ რგული჻ ალვა჻ მჭევრი: ბროლ჻ ბალახშსა჻ აშვენებდა჻ თმა჻ გიშერი჻ წარბი჻ ტევრი: მე჻ ვინ჻ ვაქებ჻ ათენს჻ ბრძენთა჻ ჴამს჻ აქებდეს჻ ენა჻ ბევრი:

770. ყმა჻ მხიარული჻ წინაშე჻ დასუა჻ სკამითა჻ მისითა: სხედან჻ სავსენი჻ ლხინითა჻ ორთავე჻ შესატყვისითა: უბნობენ჻ ლაღნი჻ წყლიანნი჻ არა჻ სიტყუითა჻ მქისითა: უთხრა჻ პვოვეო჻ პატიჟნი჻ ნახენ჻ ძებნითა჻ ვისითა:

771. ჰკადრა჻ რა჻ კაცსა჻ სოფელმან჻ მისცეს჻ წადილი჻ გულისა: ხსოვნა჻ არა჻ ჴამს჻ ჭირისა჻ ვით჻ დღისა჻ გარდასრულისა: ვპოვე჻ ხე჻ ტანი჻ ალვისა჻ სოფლისა჻ წყალთა჻ რწყულისა: მუნ჻ პირი჻ მსგავსი჻ ვარდისა჻ მაგრა჻ აწ჻ ფერ჻ ნაკლულისა:

772. მუნ჻ სარო჻ მსგავსი჻ ვარდისა჻ ვნახე჻ მისჭირდა჻ მინები: იტყუის჻ დავჰკარგე჻ ბროლი჻ და჻ სადა჻ რთავს჻ ბროლსა჻ მინები: მით჻ ვიწვი჻ რადგან჻ ჩემებრვე჻ ცეცხლი჻ სწვავს჻ მოუთმინები: მერმე჻ კულა჻ ჰკადრა჻ ამბავი჻ მან჻ მისგან჻ მონასმინები:

773. სიარულსა჻ მისგან჻ ძებნად჻ სრულ჻ პატიჟთა჻ მოსთულის჻ ჭირსა: მერმე჻ ჰკადრა჻ საწადლისა჻ ღმერთმან჻ პოვნა჻ ვით჻ აღირსა: საწუთრო჻ და჻ სოფელს჻ ყოფა჻ კაცი჻ უჩსო჻ ვით჻ ნადირსა: ოდენ჻ ხელი჻ მჴეცთა჻ თანა჻ იარების჻ მინდორს჻ ტირსა:

774. ეგონების჻ მისი჻ მკვლელი჻ იარების჻ ცრემლთა჻ მფრქვნელი: არ჻ შესჯერდეს჻ შემოქმედსა჻ ზღვადაც჻ მისცეს჻ საქონელი: ცუდად჻ შვრების჻ იარების჻ გამოჭრილა჻ ინდოელი: მიწყივ჻ უდებს჻ ცეცხლსა჻ მასვე჻ მისი჻ დამდაგველი:

775. ნუ჻ მკითხავ჻ ქება჻ რად჻ კადრო჻ ჩემგან჻ რა჻ გაგეგონების: მისსა჻ მნახავსა჻ ნახული჻ აღარა჻ მოეწონების: თვალი჻ მჭურეტელი჻ ვით჻ მზისა჻ ციაგსა჻ დაეღონების: ვარდი჻ არ჻ ქნილი჻ ზაფრანად჻ აწ჻ ია჻ შეიკონების:

776. წურილად჻ ჰკადრა჻ რა჻ იცოდა჻ რა჻ ნახული჻ რა჻ ნასმენად: ვითა჻ ვეფხსა჻ წავარნა჻ და჻ სახლი჻ აქუსო჻ სახლად჻ მენად: ქალი჻ ახლავს჻ სასურველად჻ სულთა჻ დგმად჻ და჻ ჭირთა჻ თმენად: ვაი჻ სოფელმან჻ სოფელს჻ მყოფი჻ ყოვლი჻ დასვა჻ ცრემლთა჻ დენად:

777. ქალსა჻ რა჻ ესმა჻ ამბავი჻ მიხუდა჻ წადილი჻ ნებისა: განათლდა჻ პირი჻ მთვარისა჻ ვით჻ ნათლად჻ ნავანებისა: იტყუის჻ რა჻ უთხრა჻ პასუხი჻ მას჻ სათნებლისა჻ თნებისა: რაა჻ წამალი჻ მისისა჻ წყლულისა჻ განკურნებისა:

778. ყმა჻ ეტყუის჻ ვის჻ აქუს჻ მინდობა჻ კაცისა჻ მომცქაფავისა: მან჻ ჩემთვის჻ დაწვა჻ თავისი჻ დადვა჻ არ჻ დასაწვავისა: დრო჻ დამიც჻ ჩემგან჻ მისულისა჻ მითქუამს჻ დადება჻ თავისა: მზე჻ დამიფიცავს჻ თავისა჻ ჩემგან჻ მზედ჻ სახედავისა:

779. ჴამს჻ მოყვარე჻ მოყვრისათვის჻ თავი჻ ჭირსა჻ არ჻ დამრიდად: გული჻ მისცეს჻ გულისათუის჻ სიყუარული჻ გზად჻ და჻ ჴიდად: კულავ჻ მიჯნურსა჻ მიჯნურისა჻ ჭირი჻ უჩნდეს჻ ჭირად჻ დიდად: აჰა჻ მაქუსმცა჻ უმისოსა჻ ლხინი჻ არმად჻ თავი჻ ფლიდად:

780. მზე჻ ეტყუის჻ მამხუდა჻ ყოველი჻ ჩემი჻ წადილი჻ გულისა: პირველ჻ შენ჻ მოხუელ჻ მშვიდობით჻ მპოვნელი჻ დაკარგულისა: მერმე჻ ზრდა჻ სიყუარულისა჻ გაქუს჻ ჩემგან჻ დანერგულისა: ვპოვე჻ წამალი჻ გულისა჻ აქამდის჻ დადაგულისა:

781. საწუთრო჻ კაცსა჻ ყოველსა჻ ვითა჻ ტაროსი჻ უხუდების: ზოგჯერ჻ მზეა჻ და჻ ოდესმე჻ ცა჻ რისხვით჻ მოუქუხდების: აქამდის჻ ჭირი჻ ჩემზედა჻ აწ჻ ესე჻ ლხინად჻ უხუდების: რადგან჻ შვება჻ აქუს჻ სოფელსა჻ კაცი჻ რად჻ შეუწუხდების: