... (S-4988), XVII-XVIII სს.

802. ყმა჻ ახლოს჻ უჯდა჻ მეფესა჻ ჰკითხვიდა჻ ეუბნებოდა: ბაგეთა჻ გასჭვირს჻ ბროლლალი჻ და჻ კბილთათ჻ ელვა჻ ჰკრთებოდა: ღირსნი჻ ახლოს჻ სხდეს჻ ისმენდეს჻ შორს჻ ჯარი჻ დაიჯრებოდა: უტარიელოდ჻ ხსენება჻ არვისგან჻ იკადრებოდა:

803. ყმამან჻ რაცა჻ არვის჻ უთხრის჻ კითხვად჻ ვინმცა჻ გაუპირდა: მართალ჻ ა჻ თუ჻ საუბარსა჻ აძუირებსა჻ ძვირად჻ ღირდა: სმა჻ გარდაჴდა჻ გაიყარნეს჻ ყმა჻ წავიდა჻ მიცასჭირდა: ვეღარ჻ გასძლო჻ გულ჻ მისი჻ აუჩუქდა჻ აუტირდა:

804. თქუა჻ ამა჻ ჟამსა჻ წუხელის჻ მე჻ დილა჻ გამთენებოდა: მუნ჻ ვიყავ჻ სადა჻ სამყაროს჻ ღაწვთაგან჻ ელვა჻ ჰკრთებოდა: აწ჻ სიშორისა჻ მომლოდნე჻ გულიმცა჻ მისთვის჻ კვდებოდა: მზემან჻ რა჻ მისცა჻ სინათლე჻ თუ჻ მთვარე჻ გაეყრებოდა:

805. ყმა჻ მივიდა჻ გულმოკლული჻ ცრემლი჻ ველთა჻ მოედინა: მართ჻ მისივე჻ სიყუარული჻ უარებდის჻ თვალთა჻ წინა: ზოჯერ჻ ადგის჻ ზოგჯერ჻ დაწვის჻ ხელსა჻ რადმცა჻ დაეძინა: რაცა჻ აჯა჻ დათმობისა჻ გულმან჻ ვისმცა჻ მოუთმინა:

806. წევს჻ იტყუის჻ გულსა჻ სალხინო჻ რამცაღა჻ დავასახეო: მოგშორდი჻ ედემს჻ ნაზარდო჻ ტანო჻ ლერწამო჻ და჻ ხეო: შენთა჻ მჭურეტელთა჻ ნიშატო჻ ვერ჻ მჭურეტთა჻ სავაგლახეო: ცხადად჻ ნახვასა჻ არ჻ ვღირს჻ ვარ჻ ნეტარმცა჻ სიზმრად჻ გნახეო:

807. ამას჻ მოსთქმიდის჻ ტირილით჻ ცრემლისა჻ დასაღვაროთა: კულავ჻ გულსა჻ ეტყვის჻ დათმობა჻ გვანდეს჻ სიბრძნისა჻ წყაროთა: არ჻ დავსთმოთ჻ რა჻ ვქმნათ჻ სევდასა჻ მითხარ჻ რა჻ მოუგვაროთა: თუ჻ ლხინი჻ გვინდა჻ ღმრთისაგან჻ ჭირნიცა჻ შევიწყნაროთა:

808. კულვა჻ იტყუის჻ გულო჻ რასთენცა჻ გაქუს჻ სიკვდილისა჻ წადება: სჯობს჻ სიცოცხლისა჻ გაძლება჻ მისთვის჻ თავისა჻ დადება: მაგრა჻ დამალე჻ არ჻ გიჩნდეს჻ შენი჻ ცეცხლისა჻ კულავ჻ დება: ავად჻ შეჰფერობს჻ მიჯნურსა჻ მიჯნურობისა჻ ცხადება:

ავთანდილისაგან ვეზირისას მისულა და ტარიელთანვე დათხოვნა:

809. რა჻ გათენდა჻ შეეკაზმა჻ ყმა჻ გავიდა჻ ადრე჻ გარე: იტყუის჻ ღ~თო჻ მიჯნურობა჻ არ჻ დამაჩნდა჻ დაცავფარე: დათმობასა჻ ეაჯების჻ გულსა჻ შენ჻ რა჻ მოუგვარე: ცხენსა჻ შეჯდა჻ წამოვიდა჻ ვეზირისა჻ სახლსა჻ მთვარე:

810. ვაზირმან჻ ცნა჻ გაეგება჻ ჩემსა჻ მზეო჻ ამოსრული: ამას჻ თურე჻ მახარებდა჻ დღეს჻ ნიშანი჻ სიხარული: მიეგება჻ თაყუანისსცა჻ ჰკადრა჻ სრულსა჻ ქება჻ სრული: ჴამს჻ სტუმარი჻ სასურველი჻ მასპინძელი჻ მხიარული:

811. ყრმა჻ გარდასვა჻ მასპინძელმან჻ არ჻ ღაფალმან჻ ავმან჻ უქმან: ფერჴთა჻ ქვეშე჻ ხატაურსა჻ უფენენ჻ და჻ მიწად჻ უქმან: ყმამან჻ სახლი჻ გაანათლნა჻ ვით჻ სამყარო჻ მზისა჻ შუქმან: დღეს჻ სურნელი჻ სული჻ ვარდთა჻ აქ჻ მოგუბერა჻ ქუენა჻ ბუქმან:

812. დაჯდა჻ მისთა჻ შემხედველთა჻ გული჻ მათი჻ მართლად჻ ხელეს: მისთა჻ მჭურეტთა჻ მისთვის჻ ბნედა჻ თავისათვის჻ ისახელეს: სულთქმა჻ ბევრი჻ აათასეს჻ აღარა჻ თუ჻ აერთხელეს: გაყრა჻ ბრძანეს჻ გაიყარნეს჻ ჯალაბობა჻ გაათხელეს:

813. რა჻ ჯალაბი჻ გაიყარა჻ ყმა჻ ვაზირსა჻ ეუბნების: ეტყუის჻ შენი჻ დამალული჻ დარბაზს჻ არა჻ არ჻ იქნების: რაცა჻ გწადდეს჻ საურავი჻ მეფე჻ იქს჻ და჻ შენ჻ გეთნების: გაიგონე჻ ჭირი჻ ჩემი჻ მკურნე჻ რაცა჻ მეკურნების:

814. მის჻ ყმისა჻ ცეცხლი჻ მედების჻ წვა჻ მისისა჻ მჭირს჻ მწველისა: მკლავს჻ სურვილი჻ და჻ ვერ჻ ჭურეტა჻ ჩემისა჻ სასურველისა: მას჻ ჩემთვის჻ სულნი჻ არ჻ შურს჻ შეზღვა჻ ჴამს჻ შეუზღველისა: ჴამს჻ სიყუარული჻ მოყვრისა჻ უხვისა჻ უშურველისა:

815. მისი჻ ნახვა჻ გულსა჻ ჩემსა჻ ვითა჻ ბადე჻ დაებადა: მუნვე჻ დარჩა჻ დათმობაცა჻ მასთანავე჻ დაება჻ და: რადგან჻ დასწვავს჻ მოახლეთა჻ ჩემთვის჻ მზედცა჻ დაებადა: მერმე჻ ასმათ჻ ჩემთვის჻ დისა჻ მართ჻ დად჻ უფრო჻ დაებადა:

816. ოდეს჻ წამოვე჻ შევჰფიცე჻ ფიცითა჻ საშინელითა: კულავ჻ მოვალ჻ გნახავ჻ პირითა჻ არ჻ მტერთა჻ საწუნელითა: შენსა჻ მე჻ ვეძებ჻ ნათელსა჻ შენ჻ ხარ჻ გულითა჻ ბნელითა: ჟამია჻ ჩემგან჻ წასულისა჻ მით჻ მწვავს჻ ცეცხლითა჻ ნელითა:

817. ყოველსავე჻ მართლად჻ გითხრობ჻ არ჻ სიტყუასა჻ საკვეხელსა: მიმელის჻ და჻ ვერ჻ მივსულვარ჻ ესე჻ მიდებს჻ ცეცხლსა჻ ცხელსა: ვერ჻ გაუტეხ჻ ზენაარსა჻ ვერ჻ გავსწირავ჻ ხელი჻ ხელსა: რამცა჻ სადა჻ გაემარჯვაა჻ კაცთა჻ ფიცთა჻ გამტეხელსა:

818. რაცა჻ გითხრა჻ ჩემაგიერ჻ როსტანს჻ ჰკადრე჻ მიედ჻ სრასა: თავმან჻ მისმან჻ ფიცით჻ გეტყვი჻ შენ჻ ვაზირსა჻ უსტასრასა: არ჻ შემიპყრობს჻ არ჻ დავდგები჻ თუ჻ შემიპყრობს჻ მაქნევს჻ რასა: მიშველე჻ რა჻ გული჻ ცეცხლმან჻ არ჻ დამიჭრას჻ არცა჻ სრასა:

819. ჰკადრე჻ ვინ჻ გაქო჻ ყოველმან჻ პირმან჻ არ჻ მეუმზრახემან: ვითა჻ ვიშიშვი჻ გაცნობოს჻ ღ~თნ჻ თქვენმანვე჻ სახემან: მაგრამ჻ მან჻ ყმამან჻ ცეცხლითა჻ დამწვა჻ ალვისა჻ სახემან: გული჻ წამსავე჻ წამიღო჻ ვერათ჻ ვერ჻ შევინახე჻ მან:

820. აწ჻ მეფეო჻ უმისობა჻ ჩემგან჻ ყოლე჻ არ჻ ეგების: გული჻ მას჻ აქვს჻ უგულოსა჻ აქა჻ ჴელი჻ რა჻ მეჴდების: თუ჻ რას჻ ვარგებ჻ პირველ჻ ხოლემ჻ თვით჻ სახელი჻ თქუენ჻ მოგხუდების: ვერას჻ ვარგებ჻ გულსა჻ დავდებ჻ ჩემი჻ ფიცი჻ არ჻ გატყდების: