... (S-4988), XVII-XVIII სს.

841. დადრკა჻ სკამნი჻ შემოსტყორცნა჻ ჰკრნა჻ კედელსა჻ შეალეწნა: დააცდუნვა჻ მაგრა჻ მისთუის჻ აალმასნა჻ არ჻ აძეწნა: ვით჻ მიანბე჻ წასულა჻ მისი჻ ვინ჻ ალვისა჻ მორჩი჻ ხე჻ წნა: ვეზირისა჻ ცრემლმან჻ ცხელმან჻ ღაწუნი჻ თეთრნი჻ აახეწნა:

842. ვაზირმან჻ გლახ჻ გამორიდნა჻ მართ჻ ვეღარას჻ ვერ჻ იძრწინებს: გამოძურა჻ და჻ გამომელდა჻ გულსა჻ წყლულსა჻ მოიმტკინებს: შეის჻ ხასობს჻ გაის჻ ქუშობს჻ ენა჻ ასრე჻ მოაყივნებს: მტერი჻ მტერსა჻ ვერას჻ ავნებს჻ რომე჻ კაცი჻ თავსა჻ ივნებს:

843. თქუა჻ ცოდვათა჻ ჩემთა჻ მსგავსი჻ ღ~თნ჻ მეტი჻ რა჻ მიჩვენოს: რად჻ მოვღორდი჻ რად჻ დავბნელდი჻ ნეტარ჻ ვინღა჻ გამითენოს: ვინცა჻ კაცმან჻ კადნიერად჻ პატრონსა჻ რა჻ მოახსენოს: ჩემი჻ დღეი჻ მასმცა჻ ადგან჻ რაძი჻ ვითა჻ გაისუენოს:

844. ვეზირი჻ გაწბილებული჻ მივა჻ ბედითა჻ შავითა: ავთანდილს჻ უთხრა჻ დაღრეჯით჻ პირითა჻ გამქუშავითა: მადლი჻ რა჻ გკადრო჻ აწ჻ თქუენგან჻ გავხასდი჻ მე჻ მაშა჻ ვითა: ვაი჻ კარგი჻ თავი჻ უებრო჻ დავჰკარგე჻ დავაშავითა:

845. ქრთამსა჻ სთხოვს჻ და჻ ამხანაგობს჻ თუცა჻ ცრემლსა჻ არ჻ იწურვებს: მიკვირს჻ რად჻ სცალ჻ საწყლიანოდ჻ რად჻ არ჻ გულსა჻ შეიურვებს: ვინ჻ არ჻ მისცეს჻ ქადებულსა჻ მოურავსა჻ მოიმდურვებს: თქმულა჻ ქრთამი჻ საურავსა჻ ჯოჯოხეთსცა჻ დაიურვებს:

846. ვით჻ გიანბო჻ ვით჻ გამჴადა჻ არ჻ ეგების჻ ჩემგან჻ თხრობა: რა჻ სიავე჻ რა჻ სირეგუნე჻ რა჻ შლუობა჻ რა჻ შმაგობა: მე჻ თვით჻ კაცად჻ აღარ჻ ვარგ჻ ვარ჻ აღარა჻ მიც჻ თავსა჻ ცნობა: ესე჻ მიკუირს჻ რად჻ არ჻ მამკლა჻ მისცა჻ თურე჻ ღმერთმან჻ თმობა:

847. მეცა჻ ვიცოდი჻ რაცა჻ ვქენ჻ ცნობით჻ არ჻ წამკიდებია: ვიაზრე჻ გამიწყრებოდა჻ ჭმუნვა჻ მით჻ გამდიდებია: განგებით჻ ქნილსა჻ რისხვასა჻ ვერავინ჻ დარიდებია: შენთვის჻ სიკუდილი჻ ლხინად჻ მჩანს჻ ჭირი჻ არ჻ გამცუდებია:

848. ყმამან჻ უთხრა჻ შენთვის჻ წყრომა჻ მეცა჻ დია჻ დამიმძიმდა: მაგრამ჻ ქრთამი჻ რადღა჻ გმართებს჻ გაიცინნა჻ გაცაღიმდა: შენ჻ ადამი჻ გაგიმეშდა჻ ართუ჻ მეში჻ გიადიმდა: რა჻ აქიმი჻ დასნეულდეს჻ მისთვის჻ ვინმცა჻ გააქიმდა:

849. მოახსენა჻ კულავ჻ ვეზირმან჻ მე჻ რა჻ გინდა჻ წამეკიდოს: მოიწყრომებს჻ შეცამინდობს჻ ნუთუ჻ გული჻ გაიწმინდოს: შენ჻ რასა჻ იქ჻ ესე჻ მითხარ჻ ჩემი჻ ჭმუნვა჻ გაიდიდოს: ჴამსცა჻ კაცმან჻ სასიკუდილოდ჻ თავსა჻ არა჻ არ჻ დარიდოს:

850. ყმამან჻ უთხრააღარ჻ წასულა჻ არ჻ ეგების჻ ჩემგან჻ აროს: იადონი჻ მაშინ჻ მოკუდეს჻ ოდეს჻ ვარდმან჻ იდამჭკნაროს: ჴამს჻ უძებნოს჻ ცვარი჻ წყლისა჻ მისთუის჻ თავი჻ ყოვლგან჻ აროს: ვერა჻ ჰპოვოს჻ რა჻ ქნას჻ ანუ჻ გული჻ რათა჻ დაიწყნაროს:

851. უმისოდ჻ მყოფი჻ ვერ჻ გავსძლებ჻ ჯდომასა჻ ვერცა჻ წოლასა: მართ჻ ნადირთაებრ჻ გაჭრასა჻ ვირჩევ჻ მათ჻ თანა჻ რბოლასა: ასრე჻ გასრულსა჻ რად჻ მნუკევს჻ მისთა჻ მებრძოლთა჻ ბრძოლასა: სჯობს჻ უყოლობა჻ მოყურისა჻ მომდურავისა჻ ყოლასა:

852. მოვახსენებ჻ ერთხელ჻ კულავცა჻ აწ჻ რაზომცა჻ მეფე჻ წყრების: ნუთუ჻ გაპრჭოს჻ გული჻ ჩემი჻ ვით჻ იწვის჻ და჻ ვით჻ ენთების: არ჻ გამიშვებს჻ გავიპარვი჻ რა჻ იმედი჻ გარდმიწყდების: მე჻ თუ჻ მოვჰკუდე჻ ჩემი჻ კერძი჻ სოფელიმცა჻ გარდიფხურების:

853. მოიუბნეს჻ ვეზირმან჻ ქნა჻ ჭამა჻ სუმანი჻ მათნი჻ ფერნი: უმასპინძლა჻ ძღვენი჻ უძღვნა჻ შუენიერსა჻ შუენიერნი: მისნი჻ მყოფნი჻ ავეავსნა჻ მოყმენი჻ თუნდა჻ ბერნი: გაიყარნეს჻ ყმა჻ წავიდა჻ სახლად჻ ჩადგეს჻ მზისა჻ წვერნი:

854. შეჰკრა჻ წითელი჻ ასი჻ ათასი჻ პირად჻ მზემან჻ და჻ ტანად჻ სარომან: სამოცი჻ ლალ჻ იაგუნდი჻ ფერად჻ არ჻ მათმან჻ საუარომან: სამასი჻ სტავრა჻ ატლასი჻ უხვმან჻ ნიადაგ჻ მიუმცდარომან: კაცი჻ გაგზავნა჻ ვეზირისასა჻ ესე჻ ყუელაი჻ მისთუის჻ არო჻ მან:

855. შესთუალა჻ თუ჻ რაცა჻ გმართებს჻ ვით჻ მოგცე჻ და჻ ვით჻ გაქონო: ვალთა჻ შენთა჻ გარდსაჴდლად჻ რა჻ ნაცვალი჻ მოვიგონო: თუ჻ მოვბრუნდე჻ შენთუის჻ მოვკუდე჻ თავი჻ ჩემი჻ დაგამონო: სიყუარული჻ სიყუარულსა჻ შეგიცალო჻ შეგიწონო:

856. მე჻ ვითა჻ ვთქუა჻ უებრობა჻ სიკეთე჻ და჻ ქება჻ მისი: კაცი჻ იყო჻ საქმისაცა჻ შესაფერი჻ შესატყვისი: ასრე჻ უნდა჻ მოხმარება჻ ჰგავიდოდეს჻ ვისცა჻ ვისი: ოდეს჻ კაცსა჻ დაეჭიროს჻ მაშინ჻ უნდა჻ ძმა჻ და჻ თვისი:

შერმადინის საუბარი ავთანდილსაგან ოდეს გაიპარა:

857. შერმადინს჻ ეტყუის჻ უბრძანებს჻ პირმზე჻ ნათელთა჻ მფენელი: ესე჻ დღე჻ არის჻ იმედი჻ ჩემის჻ გულისა჻ მლხენელი: შენგან჻ თავისა჻ შენისა჻ საჩემოდ჻ გამომჩენელი: მქებრად჻ ამბვისა჻ მათისა჻ ჴამს჻ მკითხავი჻ და჻ მსმენელი:

858. იტყვის჻ როსტან჻ არ჻ გამიშვა჻ არცა჻ სიტყუა჻ მამისმინა: მან჻ არ჻ იცის჻ რათა჻ ვინა჻ და჻ სულდგმული჻ ვისგან჻ ვინა: უმისოდმცა჻ ნუ჻ ცოცხალ჻ ვარ჻ ნუცა჻ გარე჻ ნუცა჻ შინა: რაცა჻ საქმე჻ უსამართლო჻ ღ~თნ჻ ვისმცა჻ შეარჩინა:

859. თუმცა჻ მისი჻ არ჻ გაწირვა჻ ჩემგან჻ მტკიცობს჻ არ჻ სათუობს: ყოვლი჻ ცრუ჻ და჻ მოღალატე჻ ღ~თსა჻ გმობს჻ და჻ აგრე჻ ცრუობს: გული჻ მისი჻ უნახავი჻ ტირს჻ და჻ სულთქუამს჻ ვაებს჻ უშობს: ლხინსა჻ არას჻ არ჻ იამებს჻ ჰკრთების჻ კუშტობს჻ ვახშობს჻ უშობს: