... (S-4988), XVII-XVIII სს.

879. რაზომცა჻ სწყურები჻ შემინდევ჻ შეცულა჻ თქუენისა჻ მცნებისა: ძალი჻ არ჻ მქონდა჻ ტყუე჻ ქნილსა჻ მე჻ მაგისისა჻ თნებისა: აწ჻ წასულა჻ იყო჻ წამალი჻ ჩემთა჻ საჴმილთა჻ გზნებისა: სადა჻ გინდ჻ ვიყო჻ რა჻ მგამა჻ ყოფამცა჻ მქონდა჻ ნებისა:

880. არას჻ გარგებს჻ სიმძიმილი჻ უსარგებლო჻ ცრემლთა჻ დენა: არ჻ გარდავა჻ გარდუვალად჻ მომავალი჻ საქმე჻ ზენა: წესი჻ არის჻ მამათაგან჻ მოჭირვება჻ ჭირთა჻ თმენა: არვის჻ ძალუცს჻ ჴორციელსა჻ განგებისა჻ გარდავლენა:

881. რაცა჻ ღ~თსა჻ გაუგია჻ თავსა჻ ჩემსა჻ გარდასავლად: გარდამჴდეს჻ და჻ შემოვიქცე჻ აღარ჻ დამრჩეს჻ გული჻ ავლად: თქუენვე჻ გნახნე჻ მხიარულნი჻ დიდებით჻ და჻ დავლა჻ მრავლად: მას჻ რა჻ ვარგო჻ დიდებად჻ და჻ კმარის჻ ესე჻ ჩემად჻ დავლად:

882. მეფეო჻ ესე჻ თათბირი჻ მამკალ჻ ვინ჻ დამიწუნოსა: მეფეო჻ ნუთუ჻ წასულამან჻ თქუენ჻ ჩემმან჻ დაგაჭმუნოსა: ვერ჻ ვეცრუები჻ ვერ჻ უზამ჻ საქმესა჻ საძაბუნოსა: პირის჻ პირ჻ მარცხუენს჻ ორნივე჻ მივალთ჻ მას჻ საუკუნოსა:

883. არ჻ დავიწყება჻ მოყურისა჻ აროდეს჻ გვიზამს჻ ზიანსა: ვგმობ჻ კაცსა჻ უაუგოსა჻ ცრუსა჻ და჻ ღალატიანსა: ვერ჻ ვეცრუები჻ ვერ჻ უზამ჻ მას჻ ჴელმწიფესა჻ მზიანსა: რა჻ უარია჻ მამაცსა჻ სულ჻ დიდსა჻ წასულა჻ გვიანსა:

884. რა჻ უარეა჻ მამაცსა჻ ომშიგან჻ პირთა჻ მჴმეჭელსა: შედრეკილ჻ შეშინებულსა჻ და჻ სიკუდილისა჻ მეჭველსა: კაცი჻ ჯაბანი჻ რათა჻ სჯობს჻ დიაცსა჻ ქსლისა჻ მბეჭუელსა: სჯობს჻ სახელისა჻ მოხვეჭა჻ ყოველსა჻ მოსახვეჭელსა:

885. ვერ჻ დაიჭირავს჻ სიკვდილსა჻ გზა჻ ვიწრო჻ ვერცა჻ კლდოვანი: მისგან჻ ყოველი჻ გასწორდეს჻ სუსტი჻ და჻ ძალგულოვანი: ბოლოდ჻ შეჰყარნეს჻ მიწამან჻ ერთგან჻ მოყმე჻ და჻ მჴცოანი: სჯობს჻ სიცოცხლესა჻ ნაზრახსა჻ სიკუდილი჻ საჴელოვანი:

886. მერმე჻ ვიშიშუი჻ მეფეო჻ თქვენად჻ კადრებად჻ ამისად: სცთების჻ და჻ სცთების჻ სიკუდილსა჻ ვინ჻ არ჻ მოელის჻ წამისად: მოვა჻ შემყრელი჻ ყოველთა჻ ერთად჻ დღისა჻ და჻ ღამისად: თუ჻ ვერა჻ გნახე჻ ცოცხალმან჻ სიცოცხლე჻ მქონდეს჻ ჟამისად:

887. თუ჻ საწუთრომან჻ დამამჴოს჻ ყოველთა჻ დამამჴობელმან: ღარიბი჻ მოვჰკუდე჻ ღარიბად჻ ვერ჻ დამიტიროს჻ მშობელმან: ვეღარ჻ შემსუდრონ჻ დაზრდილთა჻ და჻ ვერცა჻ მისანდობელმან: მუნ჻ შემიწყალოს჻ თქუენმავე჻ გულმან჻ მოწყალე჻ მლმობელმან:

888. მაქუს჻ საქონელი჻ ურიცხვი჻ ვერუისგან჻ ანაწონები: მიეც჻ გლახაკთა჻ საჭურჭლე჻ ათავისუფლე჻ მონები: შენ჻ დაამდიდრე჻ ყოველი჻ ობოლი჻ არას჻ მქონები: მიღუწიან჻ მამიგონებენ჻ დამლოცვენ჻ მოვეგონები:

889. ღ~თსა჻ მვედრებდა჻ მრავალი჻ გლახაკი჻ გულ჻ მჴურვალები: დამჴსნას჻ ჴორცსა჻ და჻ სოფელსა჻ ნუმცა჻ რად჻ შევიცვალები: კულავ჻ ცეცხლი჻ ჯოჯოხეთისა჻ ნუმცა჻ მწვავს჻ იგი჻ ალები: მამცეს჻ მკვიდრივე჻ მამული჻ მუნ჻ ჩემი჻ სასურვალები:

890. დამხსნას჻ ბნელსა჻ და჻ შემმოსოს჻ ნათელი჻ ზესთა჻ ზენისა: მუნ჻ დამაუნჯოს჻ წამალი჻ სადა჻ ძეს჻ სულთა჻ ლხენისა: ჩემი჻ არ჻ ჰქონდეს჻ შეძლება჻ სოფლისა჻ მღილთა჻ კბენისა: ფრთენი჻ მამესხნენ჻ და჻ ძალი჻ მამეცეს჻ აღმაფრენისა:

891. რაცა჻ თქუენთვინ჻ არ჻ ვარგიყოს჻ საჭურჭლესა჻ დასადებლად: მიეც჻ ზოგი჻ ჴანაგათა჻ ზოგი჻ ჴიდთა჻ ასაგებლად: ნურა჻ ნუ჻ გშურს჻ საქონელი჻ ჩემი჻ ჩემთუის჻ წასაგებლად: შენგან჻ კიდევ჻ არვინ჻ მივის჻ ცეცხლთა჻ ცხელთა჻ დამავსებლად:

892. ამას჻ იქით჻ ჩემგან჻ ჩემი჻ ამბავიცა჻ არ჻ გეცნევის: ამად჻ გვედრებ჻ სულსა჻ ჩემსა჻ წიგნი჻ გკადრებსარ჻ გეთნევის: არას჻ მარგებს჻ ეშმაკისა჻ საქმეთაგან჻ დაეძლევის: შემინდევ჻ და჻ შემივედრე჻ მკუდარსა჻ რაღა჻ გარდმეჴდევის:

893. გვედრებ჻ მეფეო჻ შერმადინს჻ მონასა჻ ჩემსა჻ რჩეულსა: ნაკად჻ აქუს჻ ჭირი჻ სამისოდ჻ ამ჻ წელიწადსა჻ წლეულსა: ნუგეშინის჻ ეც჻ წყალობით჻ ჩემგან჻ წყალობა჻ ჩვეულსა: ნუ჻ დაადინებ჻ თვალთაგან჻ ცრემლსა჻ სისხლითა჻ ფრქვეულსა:

894. გასრულდა჻ ჩემი჻ ანდერძი჻ ჩემგან჻ ნაწერი჻ ჴელითა: აჰა჻ გამზრდელო჻ მოგშორდი჻ წაველ჻ გულითა჻ ჴელითა: ნუ჻ სჭმუნავთ჻ ჩემთვის჻ მეფენი჻ ნუ჻ ხართ჻ მოსილნი჻ ბნელითა: სუფევით჻ ხარმცა჻ თავითა჻ მტერთაგან჻ საკრძალველითა:

895. მისცა჻ ანდერძი჻ შერმადინს჻ რა჻ გაათავა჻ წერითა: უთხარ჻ ჰკადრე჻ მეფესა჻ საქმითა჻ მეცნიერითა: შენ჻ დაგამეტებს჻ ვერავინ჻ სამსახურითა჻ ვერითა: მოეხვია჻ და჻ ატირდა჻ ცრემლითა჻ სისხლთა჻ ფერითა:

896. ყმა჻ შეკაზმული჻ წავიდა჻ ცრემლითა჻ მოერწყო჻ ველი: მზე჻ ჩაუსვენდა჻ დაეცა჻ არაბეთს჻ ბინდი჻ ყოველი: ჴამს჻ შეპოება჻ მაღლისა჻ ვინცა჻ არს჻ ჭირსა჻ მოველი: მიზგითას჻ მივა჻ ღ~თისაგან჻ გამარჯუებისა჻ მთხოველი:

ლოცვა ავთანდილისაგან მასჯითას და გაპარვა:

897. ილოცავს჻ იტყუის჻ მაღალო჻ ღმერთო჻ ჴელთა჻ და჻ ცათაო: ზოგჯერ჻ მამცემო჻ პატიჟთა჻ ზოგჯერ჻ კეთილთა჻ მზათაო: უცნაურო჻ და჻ უთქმელო჻ უფალო჻ უფლებათაო: მამეც჻ დათმობა჻ სურვილთა჻ მფლობელო჻ გულის჻ თქმათაო: