... (S-4988), XVII-XVIII სს.

782. შენ჻ არ჻ გატეხა჻ კარგი჻ გჭირს჻ ზენაარისა჻ ფიცისა: ჴამს჻ გასრულება჻ მოყურისა჻ სიყუარულისა჻ მტკიცისა: ძებნა჻ წამლისა჻ მისისა჻ ცოდნა჻ ჴამს჻ უვიცისა: ჩემი჻ თქუი჻ რა჻ ვქნა჻ ბნელ჻ ქმნილმან჻ მზე჻ მიმეფაროს჻ მე჻ ცისა:

783. ყმამან჻ ჰკადრა჻ სიახლითა჻ შევრთე჻ ჭირი჻ შვიდსა჻ მე჻ რვა: ცუდი჻ არის჻ დამზრალისა჻ გასათბობლად჻ წყლისა჻ ბერვა: ცუდი჻ არის჻ სიყუარული჻ ქუეით჻ კოცნა჻ მზისა჻ წურვა: თუ჻ გიახლო჻ ერთხელ჻ ვაი჻ და჻ რა჻ მოგშორდე჻ ათასჯერ჻ ვა:

784. ვაი჻ თუ჻ გავიჭრა჻ გაჭრილსა჻ სადა჻ გლახ჻ დამწვავს჻ სად჻ ალი: გული჻ ძეს჻ საგნად჻ ისრისა჻ მესვრის჻ საკრავად჻ სამალი: დრო჻ სიცოცხლისა჻ ჩემისად჻ დღისით჻ ჩანსღა჻ ნასამალი: მალვა჻ მწადს჻ მაგრა჻ გარდაჴდა჻ ჟამი჻ პატიჟთა჻ სამალი:

785. მესმა჻ თქუენი჻ ნაუბარი჻ გავიგონე჻ რაცა჻ ბრძანე: ვარდსა჻ ქაცვი჻ მოაპოვებს჻ ეკალთამცა჻ რად჻ ვეფხანე: მაგრა჻ მზეო჻ თავი჻ სრულად჻ ჩემთვის჻ მზესა჻ დააგვანე: სიცოცხლისა჻ საიმედო჻ ნიშანი჻ არ჻ წამატანე:

786. ყმა჻ ტკბილი჻ და჻ ტკბილქართული჻ სიკეთისა჻ ჴელის჻ მჴდელი: ამაზედან჻ ეუბნების჻ ვით჻ გაზრდილსა჻ ამო჻ მზრდელი: ქალმან჻ მისცა჻ მარგალიტი჻ სრულქნა჻ მისი჻ საწადელი: ღ~თნ჻ ქნას჻ და჻ გაუსრულდეს჻ ლხინი჻ ესე჻ აწინდელი:

787. რა჻ სჯობს჻ რა჻ კაცმან჻ გიშერი჻ ბროლ჻ ლალსა჻ თანა჻ ახიოს: ანუ჻ ბაღისა჻ ყვავილსა჻ ძირი჻ მორწყოს჻ ახიოს: მისთა჻ მჭურეტელსა჻ ალხინოს჻ ვერ჻ მჭურეტსა჻ ავაგლახიოს: ჴამს჻ მოყვარისა჻ გაყრილსა჻ ახიო჻ ეყოს჻ ახიოს:

788. ყმა჻ მხიარული჻ წყლიანი჻ დაიჩენს჻ არ჻ სიმძიმილსა: მისნი჻ კბილნი჻ და჻ ბაგენი჻ დაიშვენებდეს჻ ღიმილსა: რა჻ მოეგონის჻ მოყვარე჻ თუალთაგან჻ დასდები჻ მილსა: მუნით჻ ადენდი჻ წყაროსა჻ სოფლისა჻ დასაწვიმილსა:

789. მათ჻ მიხუდა჻ ლხინი჻ ყოველი჻ ერთმანერთისა჻ ჭურეტითა: ყმა჻ წამოვიდა჻ გაყრილი჻ მივა჻ გულითა჻ რეტითა: მზე჻ ტირს჻ სისხლისა჻ ცრემლითა჻ ზღუისაცა჻ მეტის჻ მეტითა: იტყუის჻ ვერ჻ გაძღა჻ სოფელი჻ ვაი჻ ჩემთა჻ სისხლთა჻ ხურეტითა:

790. ყმა჻ წავიდა჻ სევდიანი჻ მკერდსა჻ იცემს჻ ამად჻ ილებს: რომე჻ კაცსა჻ მიჯნურობა჻ ატირებს჻ და჻ გააფლიდებს: რა჻ ღრუბელი჻ მიეფარვის჻ მზე჻ ჴმელეთსა჻ დააჩრდილებს: მის჻ მოყურისა჻ მოშორება჻ აწ჻ აბინდებს჻ არ჻ აჩრდილებს:

791. სისხლმან჻ და჻ ცრემლმან჻ გარეუით჻ ღაწუი჻ ქნის჻ ღარად჻ და჻ ღარად: იტყუის჻ მზე჻ ჩემგან჻ თავისა჻ კმა჻ დასადებლად჻ აღარად: კულავ჻ თქუა჻ თუ჻ გული჻ ალმასი჻ შავმან჻ წამწამმან჻ დაღა჻ რად: ვირემ჻ ვნახვიდე჻ სოფელო჻ მინდი჻ სალხინოდ჻ აღარად:

792. ვინ჻ გუშინ჻ ედემს჻ ნაზარდი჻ ალვა჻ მრწყო჻ დამრგო჻ მახია: დღეს჻ საწუთრომან჻ ლახვარსა჻ მიმცა჻ დამხია჻ მახია: დღეს჻ გული჻ ცეცხლსა჻ უშრეტსა჻ დაბმითა჻ და჻ ამახია: აწყა჻ ვსცან჻ საქმე჻ სოფლისა჻ ზღაპარია჻ და჻ ჩმახია:

793. ამას჻ მოსთქუამს჻ ცრემლსა჻ აბნევს჻ ათრთოლებს჻ და჻ აწანწარებს: გულამოსკუნით჻ სულთქუამს჻ ოხრავს჻ მიხრის჻ ტანსა჻ მიაწარებს: საყუარლისა჻ სიახლესა჻ მოშორვება჻ გაამწარებს: ვაი჻ საწუთრო჻ ბოლოდ჻ თავსა჻ ასუდარებს჻ აზეწარებს:

794. ყმა჻ წავიდა჻ საწოლს჻ დაჯდა჻ ზოგჯერ჻ ტირს჻ და჻ ზოგჯერ჻ ბნდების: მაგრამ჻ ახლავს჻ გონებითა჻ საყუარელსა჻ არ჻ მოსწყდების: ვით჻ ყუავილსა჻ თურთილისაგან჻ პირსა჻ ფერი჻ მოაკლდების: ხედავ჻ ვარდსა჻ უმზეობა჻ როგორ჻ ადრე჻ დააჩნდების:

795. საწოლს჻ მჯდომმან჻ პირსა჻ ცემით჻ ბროლი჻ ბღუჯოს჻ ვარდი჻ კონოს: გულსა჻ იდებს჻ იტყუის჻ კაცმან჻ ჭირი჻ ლხინსა჻ შეაწონოს: ლხინმან჻ სძლიოს჻ გაძლება჻ ჴამს჻ ჭირი჻ სთმოს჻ და჻ ჟამთა჻ მონოს: ვით჻ ქონება჻ არ჻ იმადლოს჻ ღ~თნ჻ სხვაცა჻ რა჻ აქონოს:

796. გული჻ კრულია჻ კაცისა჻ ხარბი჻ და჻ გაუძღომელი: გულია჻ ჟამ჻ ჟამ჻ ყოველთა჻ ჭირთ჻ მთმო჻ ლხინთა჻ მდომელი: გული჻ ბრმა჻ ურჩი჻ ხედვისა჻ თუით჻ ვერას჻ ვერ჻ გამზომელი: ვერცა჻ პატრონობს჻ სიკუდილი჻ ვერცა჻ პატრონი჻ რომელი:

797. ამ჻ სოფელსა჻ კარგად჻ ყოფით჻ კეისარი჻ იყოს჻ ვითა: რა჻ მოკუდების჻ წარიყვანონ჻ მძიმედ჻ შეკრან჻ ბორკილითა: მიაბარონ჻ გენიასა჻ დაწუან჻ მისით჻ სიბნელითა: ეს჻ სოფელი჻ ამას჻ გვიზამს჻ კარგსა჻ ნუ჻ ვინ჻ მოელითა:

798. რა჻ გულსა჻ უთხრა჻ გულისა჻ სიტყუანი჻ საგულისონი: იგ჻ მარგალიტი჻ მოიღო჻ მის჻ მზისა჻ სამეყვისონი: მის჻ მზისა჻ მკლავსა჻ ნაბამნი჻ მათ჻ კბილთა჻ შესატყუისონი: პირსა჻ დაიდვა჻ დაცაბნდა჻ ცრემლი჻ სდის჻ ვითა჻ ბისონი:

799. რა჻ გათენდა჻ კაცი჻ მოვა჻ მომკითხავი჻ დარბაზს჻ მჴმობი: ყმა჻ წავიდა჻ ლაღი჻ ნაზი჻ ნაღვიძები჻ ძილ჻ ნაკრთობი: ერთმანერთსა჻ ეჯავრიან჻ დგას჻ მჭურეტელთა჻ ჯარი჻ მსწრობი: მეფე჻ მინდორს჻ ეკაზმოდა჻ მოემზადა჻ დაბდაბ჻ ნობი:

800. მეფე჻ შეჯდა჻ მაშინდელი჻ ზარი჻ აწმცა჻ ვით჻ ითქომოდა: ქოს჻ დაბდაბთა჻ ცემისაგან჻ ყურთა჻ სიტყუა჻ არ჻ ისმოდა: მზესა჻ ქორნი჻ აბნელებდეს჻ ძაღლთა჻ რბოლა჻ მიდამოდა: სამ჻ დღე჻ მათგან჻ დანაღუარი჻ სისხლი჻ ველთა჻ მოესხმოდა:

801. ინადირეს჻ შემოიქცეს჻ მხიარულნი჻ მინდორს჻ რულნი: შეიტანნეს჻ დიდებულნი჻ თავადნი჻ და჻ სპანი჻ სრულნი: დაჯდა჻ დახუდეს჻ მოკაზმულნი჻ საჯდომნი჻ და჻ სრანი჻ სრულნი: ჴმას჻ სცემდა჻ ჩანგი჻ ჩაღანასა჻ მომღერალნი჻ იყუნეს჻ სრულნი: