... (S-4988), XVII-XVIII სს.

743. ამაზედა჻ შეიფიცნეს჻ მოყუარენი჻ გულსადაგნი: იაგუნდნი჻ ქარვის჻ ფერნი჻ სიტყუა჻ ბრძენნი჻ ცნობა჻ შმაგნი: შეუყვარდა჻ ერთმანერთი჻ სწვიდეს჻ მიწყივ჻ გულსა჻ დაგნი: მას჻ ღამესა჻ ერთგან჻ იყუნეს჻ შვენიერნი჻ ამხანაგნი:

744. ავთანდილცა჻ მასვე჻ თანა჻ ტიროდა჻ და჻ ცრემლი჻ ღვარა: რა჻ გათენდა჻ წამოვიდა჻ აკოცა჻ და჻ გაეყარა: ტარიელს჻ თუ჻ ვით჻ ეწყინა჻ რა჻ ქნას჻ ამას჻ ვერ჻ მიმხუდარა: ავთანდილცა჻ ჩატიროდა჻ შამბი჻ შიგან჻ ჩაიარა:

745. ავთანდილს჻ ასმათ჻ ჩამოჰყუა჻ ზენარით჻ ეუბნებოდა: მუჴლსა჻ უყრიდა჻ ტიროდა჻ თითითა჻ ეხვეწებოდა: ადრე჻ მოსულასა჻ ჰვედრებდა჻ მართ჻ ვითა჻ ია჻ ჭკნებოდა: მან჻ უთხრა჻ დაო჻ უთქუენოდ჻ სხვა჻ რამცა჻ მეგონებოდა:

746. ადრე჻ მოვალ჻ არ჻ გაგწირავ჻ არას჻ დავზამ჻ შინა჻ ხანსა: ოდენ჻ სხვაგან჻ არ჻ წავიდეს჻ ნუ჻ სად჻ არებს჻ იმა჻ ტანსა: აქათ჻ ორ჻ თვე჻ არ჻ მოვიდე჻ ვიქ჻ საქმესა჻ დაუგვანსა: შეიგენით჻ მივცემივარ჻ ჭირსა჻ რასმე჻ თანისთანსა:

ამბავი ავთანდილისა ტარიელთაგან არაბეთს შექცევისა და ტარიელის პოვნისა:

747. იგი჻ მუნით჻ წარმოსრული჻ სევდამანცა჻ განა჻ მოკლა: პირსა჻ იხოკს჻ ვარდსა჻ აპობს჻ ჴელი჻ მისი჻ გაამხოკლა: სისხლსა჻ მისგან჻ დადენილსა჻ მჴეცნი჻ ყოვლი჻ გაამლოკლა: მისმან჻ ფიცხლად჻ სიარულმან჻ შარა჻ გრძელი჻ შეამოკლა:

748. მუნ჻ მივიდა჻ სადა჻ იგი჻ მისნი჻ სპანი჻ დაეყარნეს: ნახეს჻ იცნეს჻ რაგვარაცა჻ მართებს჻ ეგრე჻ გაეხარნეს: შერმანდისცა჻ ახარებდეს჻ ფიცხლად჻ კაცთა჻ თავნი჻ არნეს: მოვიდაო჻ აქანამდის჻ ვითვის჻ ლხინი჻ გაგვემწარნეს:

749. გაეგება჻ მოეხვია჻ ზედა჻ დახვდა჻ პირი჻ ჴელსა: აკოცებდა჻ სიხარულით჻ ცრემლსა჻ ღვრიდა჻ ველთა჻ მსვრელსა: ასრე჻ თქუა჻ თუ჻ ნეტარ჻ ღმერთო჻ ცხადსა჻ ვხედავ჻ ანუ჻ ბნელსა: მე჻ ვით჻ ღირს჻ ვარ჻ ამას჻ რომე჻ თვალნი჻ გჭურეტდეს჻ ჩემი჻ მრთელსა:

750. ყმამან჻ მდაბლად჻ მოიკითხა჻ ზედან჻ დასდვა჻ პირი჻ პირსა: უბრძანა჻ თუ჻ ღ~თსა჻ ვმადლობ჻ შენ჻ თუ჻ ჭირი჻ არა჻ გჭირსა: დიდებულთა჻ თაყუანისცეს჻ აკოცებდეს჻ ვინცა჻ ღირს჻ ა: ზარსა჻ სცემდეს჻ უხაროდა჻ უფროსსა჻ თუნდა჻ მცირსა:

751. მოვიდეს჻ სადა჻ სამყოფი჻ სახლი჻ დგა჻ მუნ჻ აგებული: მოვიდა჻ ნახვად჻ ყოველი჻ მის჻ ქალაქისა჻ კრებული: მაშინვე჻ დაჯდა჻ ნადიმად჻ მორჭმით჻ ლაღი჻ და჻ შვებული: ენა჻ მის჻ დღისა჻ შვებასა჻ ყოლა჻ ვერ჻ იტყუის჻ კლებული:

752. შერმადინს჻ უთხრა჻ უანბო჻ ყოველი჻ მისგან჻ ნახული: ანუ჻ ვით჻ ჰპოვა჻ იგი჻ ყმა჻ მისგანვე჻ მზედ჻ დასახული: ავთანდილს჻ ცრემლი჻ უყოფდა჻ უბნობდა჻ თვალ჻ დაფახული: უმისოდ჻ მყოფსა჻ სწორად჻ მჩანს჻ ჩემთვის჻ დარბაზი჻ და჻ ხული:

753. მუნ჻ ამბავი჻ შინაური჻ ყველაკაი჻ მოახსენა: შენი჻ წასულა჻ არვინ჻ იცის჻ რაცა჻ მითხარ჻ აგრე჻ ვქენა: მას჻ დღე჻ მუნით჻ არ჻ წავიდა჻ ინადიმა჻ გაისვენა: ცისკრად჻ შეჯდა჻ გაემართა჻ დღე჻ რა჻ მზემან჻ გაათენა:

754. არცაღა჻ დაჯდა჻ ნადიმად჻ არცა჻ ქნად჻ კულავ჻ ხალვათისა: შერმადინ჻ მახარობელი჻ წავა჻ მისულისა჻ მათისა: ფიცხლად჻ წავიდა჻ სავალი჻ სამ჻ დღე჻ ვლო჻ დღისა჻ ათისა: მას჻ ლომსა჻ ნახვა჻ უხარის჻ მის჻ მზისა჻ მეკამათისა:

755. შესთვალა჻ მეფე჻ უკადრი჻ ხარმცა჻ მორჭუმით჻ და჻ დიდებით: ამა჻ საქმესა჻ ვიკადრებ჻ შიშით჻ კრძალვით჻ და჻ რიდობით: მის჻ ყმისა჻ ვერას჻ ვერ჻ მცნობი჻ უჴმობდი჻ თავსა჻ ფლიდებით: აწ჻ ვსცან჻ და჻ გაცნევ჻ ყოველსა჻ მოვალ჻ შვებით჻ და჻ მშვიდობით:

756. როსტევან჻ მეფე჻ უკადრი჻ მორჭმული჻ შეუპოველი: შერმადინ჻ მოციქულობა჻ თვით჻ მოახსენა჻ ყოელი: ავთანდილ჻ მოვა჻ წინაშე჻ მის჻ ყმისა჻ ვისმე჻ მპოელი: ბრძანა჻ ვცან჻ ჩემი჻ ღ~თისაგან჻ სააჯო჻ და჻ სათხოელი:

757. თინათინს჻ ჰკადრა჻ შერმადინ჻ ნათელსა჻ მას჻ უღამოსა: ავთანდილ჻ მოვა჻ წინაშე჻ გკადრებს჻ ამბავსა჻ ამოსა: იგი჻ მით჻ აკრთთობს჻ ელვასა჻ მზისაცა჻ უთამამოსა: მას჻ საბოძვარი჻ უბოძა჻ მისი჻ ყუელაი჻ დამოსა:

758. მეფე჻ შეჯდა჻ გაეგება჻ ყმასა჻ მუნით჻ მამავალსა: ამას჻ პირმზე჻ მეფისაგან჻ ივალებდა჻ ვითა჻ ვალსა: მიეგება჻ მოეგება჻ მხიარული჻ გულ჻ მჴურვალსა: დიდებულთა჻ ჯარისაგან჻ ზოგნი჻ გვანდეს჻ ვითა჻ მთვრალსა:

759. რა჻ მიეახლა჻ გარდაჴდა჻ ყმა჻ თაყუანისსცა჻ მეფესა: აკოცა჻ როსტან჻ მიმხუდარმან჻ ნიშატთა჻ სიიეფესა: გულ჻ მხიარულნი჻ შვებულნი჻ მივლენ჻ დარბაზსა჻ სეფესა: მის჻ ყმისა჻ მოსულა჻ უხარის჻ ყოველსა჻ მუნ჻ მეკრეფესა:

760. მას჻ ავთანდილ჻ თაყუანისცა჻ ლომთა჻ ლომმან჻ მზეთა჻ მზესა: მუნ჻ ბროლი჻ და჻ ვარდ჻ გიშერი჻ გაეტურფა჻ სინაზესა: პირი჻ მისი჻ უნათლეა჻ სინათლესა჻ ზესთა჻ ზესა: სახლ჻ საყოფი჻ არა჻ მართებს჻ ცამცა჻ გაიდარბაზესა:

761. მას჻ დღე჻ დასხდეს჻ ნადიმობად჻ გაამრავლეს჻ სმა჻ და჻ ჭამა: ყმასა჻ მეფე჻ ასრე჻ უჭურეტს჻ ვითა჻ შვილსა჻ ტკბილი჻ მამა: მათ჻ ორთავე჻ აშვენებდა჻ ფიფქსა჻ თოვნა჻ ვარდსა჻ ნამა: უხვად჻ გასცეს჻ საბოძვარი჻ მარგალიტი჻ ვითა჻ დრამა: