... (S-4988), XVII-XVIII სს.

703. ფრიდონს჻ უთხარ჻ ყუელაკაი჻ ჩემი჻ თავსა჻ გარდასრული: მან჻ მითხრა჻ თუ჻ რას჻ ვიტყოდი჻ მოცთომილი჻ გაბასრული: შენ჻ მაღალი჻ ინდოთ჻ მეფე჻ ჩემსა჻ რადმე჻ ხარ჻ მოსრული: საჴელწიფო჻ საჯდომი჻ და჻ ტახტი჻ გმართებს჻ სრაცა჻ სრული:

704. კულავაცა჻ მითხრა჻ ვისცა჻ ღმერთი჻ საროს჻ მორჩსა჻ ტანად჻ უხებს: მას჻ ლახვარსა჻ მოაშორვებს჻ თუმცა჻ პირველ჻ გულსა჻ უხებს: იგი჻ მოგუცემს჻ წყალობასა჻ მისსა჻ ზეცით჻ მოგიქუხებს: ჭირსა჻ ლხინად჻ შეგიცვალებს჻ არა჻ ოდეს჻ შეგვაწუხებს:

705. წამოვედით჻ ნატირებნი჻ სრას჻ დავსხედით჻ თავისწინა: ფრიდონს჻ უთხარ჻ ჩემი჻ შემწე჻ შენგან჻ კიდევ჻ არავინა: ვითა჻ ღმერთმან჻ შენი჻ მსგავსი჻ სოფლად჻ არა჻ მოავლინა: მაშე჻ რადგან჻ შეგემეცნე჻ ამის჻ მეტი჻ რად჻ რა჻ მინა:

706. არ჻ ავი჻ გესვა჻ მოყვარე჻ ჟამი჻ თუ჻ მამხუდეს჻ ჟამისად: ენა჻ გონება჻ მაჴმარე჻ გამოსარჩევლად჻ ამისად: რა჻ მოვაგვარო჻ რა჻ მიჯობს჻ სალხენლად჻ ჩემად჻ და჻ მისად: თუ჻ ვერას჻ ვარგებ჻ ვიქნები჻ ვერ჻ დამყოვნელი჻ წამისად:

707. მან჻ მითხრა჻ ბედი჻ ღმრთისაგან჻ მიჯობსღა჻ ამას჻ რომელი: მოსრულხარ჻ ჩემად჻ წყალობად჻ მეფე჻ ინდოეთს჻ მჯდომელი: მემცა჻ რად჻ ვიყავ჻ ამისთვის჻ მადლისა჻ რასმე჻ მნდომელი: ერთი჻ ვარ჻ მონა჻ მონებად჻ წინაშე჻ შენსა჻ მდგომელი:

708. ესე჻ ქალაქი჻ გზა჻ არის჻ ნავთა჻ ყოველგნით჻ მავალთა: შემამკრეფელი჻ ამბავთა჻ უცხოთა჻ რათმე჻ მრავალთა: აქა჻ მოგესმის჻ წამალი჻ შენ჻ რომე჻ დაუწვავ჻ ალთა: ნუთუ჻ ქნას჻ ღმერთმან჻ გარდაჴდა჻ ამაგა჻ ჭირთა჻ და჻ ვალთა:

709. ჩუენ჻ გავგზავნნეთ჻ მენავენი჻ რომელთაცა჻ კულავ჻ უვლია: მოგვინახონ჻ იგი჻ მთვარე჻ ვისთუის჻ ჭირი჻ არ჻ გუაკლია: მუნამდისცა჻ მოიჭირვე჻ გონებამან჻ არ჻ დაგლია: ყოლე჻ ჭირი჻ არ჻ ეგების჻ თუმცა჻ ლხინმან჻ არ჻ დასძლია:

710. კაცნი჻ უჴმო჻ მასვე჻ წამსა჻ ესე჻ საქმე჻ დავიურვეთ: უბრძანა჻ თუ჻ ნავებითა჻ წადით჻ ზღვა჻ ზღვა჻ მოიცურვეთ: მოგვინახეთ჻ საყუარელსა჻ მისსა჻ მისთვის჻ მოვასურვეთ: თავთა჻ ჭირი჻ უათასეთ჻ რადმც჻ უშვიდეთ჻ რადმცა჻ ურვეთ:

711. აჩინნა჻ კაცნი჻ სადაცა჻ სადგურნი჻ ნავთა჻ სჩენოდეს: უბრძანა჻ ძებნეთ჻ ყოველგან჻ რაცა჻ ვის჻ მისი჻ გსმენოდეს: მოლოდნა჻ მიჩნდა჻ სალხინოდ჻ პატიჟნი჻ მორე჻ მლხენოდეს: უმისოდ჻ ლხინი჻ მინახავს჻ ამა჻ დღისათვის჻ მრცხვენოდეს:

712. ფრიდონ჻ საჯდომნი჻ დამიდგნა჻ ადგილსა჻ საბატონოსა: მითხრა჻ თუ჻ მცდარ჻ ვარ჻ აქამდის჻ ვერ჻ მივხუდი჻ გასაგონოსა: ხარ჻ დიდი჻ მეფე჻ ჰინდოთა჻ რა჻ ვით჻ ვინ჻ მოგაწონოსა: ვინ჻ არის჻ კაცი჻ რომელმან჻ თავი჻ არ჻ დაგამონოსა:

713. რას჻ ვაგრძელებდე჻ მოვიდეს჻ ყოვლგნით჻ ამბვისა჻ მძებნელნი: ცუდნი჻ და჻ ცუდთა჻ ადგილთა჻ თავისა჻ დამაშრობელნი: ვერა჻ ვერ჻ ეცნა჻ ვერ჻ იყუნეს჻ ვერას჻ ამბისა჻ მცნობელნი: მე჻ უფრო჻ მდინდეს჻ თუალთაგან჻ კულავ჻ ცრემლი჻ შეუშრობელნი:

714. ვთქუი჻ რა჻ მაკლდა჻ სახლსა჻ ჩემსა჻ სპათა჻ ვსჭურეტ჻ და჻ ვსვამ჻ იგია: მე჻ ვიშვებ჻ და჻ იგი჻ ტყუედა჻ ზღვასა჻ შიგა჻ წამიგია: კლდისაგანცა჻ უმაგრესსა჻ ესე჻ ვითა჻ გამიგია: ჴელს჻ ჴმალსა჻ ა჻ ვეღარას჻ ვჴდი჻ ცუდად჻ შიგან჻ რას჻ მიგია:

715. მე჻ ფრიდონს჻ უთხარ჻ ესე჻ დღე჻ ვითა჻ მესაზაროების: ამისად჻ მოწმად჻ ღმერთი჻ მყავს჻ სათქმელად჻ მეუცხოების: უშენოდ჻ მყოფსა჻ ღამე჻ და჻ დღეცა჻ მესაღამოების: დაჴსნილ჻ ვარ჻ ლხინსა჻ ყოველსა჻ მით჻ გული჻ ჭირსა჻ მოების:

716. მაშა჻ მე჻ მისსა჻ ამბავსა჻ რადგან჻ აღარას჻ მოველი: ვეღარ჻ ვიქნები჻ გამიშვი჻ ვარ჻ ფარმანისა჻ მთხოველი: ფრიდონს჻ რა჻ ესმა჻ ატირდა჻ სისხლითა჻ მუნ჻ მორწყო჻ ველი: მითხრა჻ თუ჻ ძმაო჻ დღესითგან჻ ცუდ჻ ჩემი჻ ლხინი჻ ყოველი:

717. თუმცა჻ დია჻ მოიჭირვეს჻ ვერცა჻ ეგრე჻ დამიჭირეს: მისთა჻ სპათა჻ მუჴლ჻ მოყრილთა჻ თავი჻ მათი჻ ჩემკერძ჻ ირეს: მეხვეოდეს჻ მაკოცებდეს჻ ატირდეს჻ და჻ ამატირეს: ნუ჻ წახვალო჻ დაგემონეთ჻ სიცოცხლეა჻ ჩუენი჻ ვირეს:

718. ასრე჻ უთხარ჻ თქუენი჻ გაყრა჻ მეცა჻ დია჻ მეძნელების: მაგრამ჻ ლხინი჻ უმისოსა჻ ჩემგან჻ ძნელად჻ გაიძლების: ჩემსა჻ ტყუესა჻ ვერ჻ გავსწირავ჻ თქვენცა჻ დია჻ გებრალების: ნუვინ჻ მიშლით჻ არ჻ დავდგები჻ არცა჻ ვისგან჻ დამეშლების:

719. მერმე჻ ფრიდონ჻ მოიყუანა჻ მიძღუნა჻ ესე჻ ჩემი჻ ცხენი: მითხრა჻ ხედავ჻ პირი჻ მზისა჻ თქუენ჻ საროსა჻ ეგეც჻ ხენი: ვიცი჻ მეტი჻ არა჻ გინდა჻ ძღვენი჻ რამცა჻ გავკიცხენი: თვით჻ ამანვე჻ მოგაწონოს჻ საჴედრობა჻ სიფიცხენი:

720. ფრიდონ჻ გამომყვა჻ წავედით჻ ორთავე჻ ცრემლნი჻ ვღუარენით: მუნ჻ ერთმანერთსა჻ ვაკოცეთ჻ ძახილით჻ გავიყარენით: სრულად჻ ლაშქარნი჻ მტიროდეს჻ გულითა჻ მართლად჻ არ჻ ენით: გაზრდილ჻ გამზრდელთა჻ გაყრასა჻ ჩუენ჻ თავნი჻ დავადარენით:

721. ფრიდონისით჻ წამოსრულმან჻ წავე჻ ძებნად჻ კულა჻ ვიარე: რომე჻ არა჻ არ჻ დამირჩა჻ ჴმელთა჻ ზედა჻ ზღვათა჻ გარე: მაგრა჻ მისსა჻ მნახავსაცა჻ კაცსა჻ ვერას჻ შევეყარე: გული჻ სრულად჻ გამიშმაგდა჻ თავი჻ მჴეცთა჻ დავადარე:

722. ვთქუი჻ თუ჻ ჩემი჻ აღარა჻ ჴამს჻ სიარული჻ ცუდი჻ ცურვა: ნუთუ჻ მჴეცთა჻ სიახლემან჻ უკუმყაროს჻ გულსა჻ ურვა: მონათა჻ და჻ ამა჻ ასმათს჻ სიტყუა჻ უთხარ჻ შვიდი჻ თუ჻ რვა: ვიცი჻ რომე჻ დამირჯიხართ჻ ამით჻ გმართებს჻ ჩემი჻ მდურვა: