... (S-4988), XVII-XVIII სს.

898. ღ~თო჻ ღ~თო჻ გეაჯები჻ რომელი჻ ფლობ჻ ქუენათ჻ ზესა: შენ჻ დაბადე჻ მიჯნურობა჻ შენ჻ აწესებ჻ მისსა჻ წესსა: მე჻ სოფელმან჻ მომაშორვა჻ უკეთესსა჻ ჩემსსა჻ მზესა: ნუ჻ ამოჰფხური჻ სიყუარულსა჻ მისგან჻ ჩემთვის჻ დანათესსა:

899. ღ~თო჻ ღ~თო჻ მოწყალეო჻ არვინ჻ მივის჻ შენგან჻ კიდე: შენგან჻ ვითხოვ჻ შეწევნასა჻ რაზომსაცა჻ გზასა჻ ვლიდე: მტერთა჻ ძლევა჻ ზღვათა჻ ღელვა჻ ღამით჻ მავნე჻ გამარიდე: თუღა჻ დავრჩე჻ გმსახურებდე჻ შენდა჻ მსხვერპლსა჻ შემოვსწირდე:

900. რა჻ ილოცა჻ ცხენსა჻ შეჯდა჻ მალვით჻ კარნი჻ გაიარნა: შერმადინცა჻ დააბრუნა჻ თუმცა჻ ვამნი჻ ადიადნა: მონა჻ ტირს჻ და჻ მკერდსა჻ იცემს჻ საბრალომან჻ ცრემლი჻ ღვარნა: პატრონისა჻ ვერა჻ მჭურეტმან჻ ყმამან჻ რამცა჻ გაიხარნა:

901. მოსთქუამს჻ და჻ იტყუის჻ ვაი჻ მზეო჻ შენი჻ ადგილი჻ ჩრდილდები: შენ჻ მოგეშორე჻ დაღამდა჻ ჩემთუის჻ აღარა჻ დილდების: მე჻ მანდით჻ მესურის჻ ისარი჻ ერთიცა჻ არ჻ ამცილდების: გამყარა჻ ლხინა჻ სოფელმან჻ აწ჻ თვალთა჻ ცრემლი჻ მილდების:

902. აწ჻ ამბავი჻ სხუა჻ დავიწყოთ჻ ყმასა჻ წავჰყვე჻ წამავალსა: არ჻ შეექნა჻ დარბაზობა჻ მას჻ დღეს჻ როსტანს჻ გულ჻ გამწყრალსა: რა჻ გათენდა჻ ქუშად჻ ადგა჻ ჰგავს჻ თუ჻ ადენს჻ პირით჻ ალსა: ჴმობა჻ ბრძანა჻ ვეზირისა჻ მიიყვანდეს჻ შიშით჻ მკრძალსა :

903. რა჻ ვაზირი჻ მოწიწებით჻ დარბაზს჻ ნახა჻ შემოსრული: როსტან჻ უთხრა჻ არა჻ მახსოვს჻ გუშინდელი჻ შენგან჻ თქმული: მაწყინე჻ და჻ გამარისხე჻ ვერ჻ დაიღე჻ დიდხანს჻ სული: აზომ჻ რომე჻ გაგათრივე჻ შენ჻ ვეზირი჻ გულის჻ გული:

904. თუ჻ რად჻ მახსოვს჻ რად჻ უნდოდა჻ ისრე჻ ავად჻ რად჻ გაგჴადე: მართლად჻ უთქუამს჻ მეცნიერთა჻ წყენააო჻ ჭირთა჻ ბადე: ესე჻ გვარსა჻ ნუოდის჻ იქ჻ საქმე჻ ხოლე჻ გაიცადე: აწ჻ მითხარ჻ თუ჻ რას჻ იტყოდი჻ თქვი჻ და჻ სიტყვა჻ გააკვლადე:

905. კულავ჻ მოახსენა჻ ვაზირმან჻ სიტყუა჻ ნაგუშინდელევი: რა჻ გაიგონა჻ შესთუალა჻ პასუხი჻ არ჻ ნაგრძელევი: შენ჻ თუ჻ უშმაგო჻ მგონიხარ჻ ვარმცა჻ ურია჻ მე჻ ლევი: კულავ჻ ამის჻ მეტსა჻ ნუ჻ მასმენ჻ თვარა჻ მე჻ სრულად჻ გელევი:

906. რა჻ გამოვიდა჻ ვეზირმან჻ ძებნა჻ ვერ჻ პოვა჻ მინანი: მართ჻ გაპარვასა჻ უთხრობდეს჻ მონანი჻ ცრემლთა჻ მდინანი: მან჻ თქუა჻ მე჻ დარბაზს჻ ვერ჻ შევალ჻ მახსოვან჻ დღენი჻ წინანი: ვინცაღა჻ ჰკადრებს჻ მან჻ ჰკადროს჻ რაცა჻ ვთქუი჻ მასცა჻ ვინანი:

907. რა჻ ვეზირი჻ არ჻ შევიდა჻ კულავ჻ მეფემან჻ კაცი჻ გზავნის: კაცმან჻ სცნის჻ და჻ გარეთ჻ დადგის჻ წასულა჻ ვერვინ჻ გაამჟღავნის: როსტანს჻ ეჭვი჻ შეუვიდა჻ ჭმუნვა჻ ამით჻ გაათავნის: თქვა჻ უცილოდ჻ გაიპარა჻ ვინ჻ მარტომან჻ ასთა჻ ავნის:

ცნობა როსტევან მეფისაგან ავთანდილის გაპარვისა:

908. თავდადრეკით჻ იგონებდა჻ ჭმუნვა჻ ჰქონდა჻ გულსა჻ დიდი: უშნი჻ ქნა჻ და჻ აიხედნა჻ უბრძანებდა჻ მონას჻ მიდი: მოვიდეს჻ და჻ აწ჻ მიამბოს჻ შემოვიდეს჻ იგი჻ ფლიდი: რა჻ ვეზირი჻ შემობრუნდა჻ ფერი჻ ჰკრთა჻ და჻ ჰქონდა჻ რიდი:

909. კულავ჻ შევა჻ დარბაზს჻ ვაზირი჻ დაღრეჯით჻ არ჻ მხიარულად: მეფემან჻ ჰკითხა჻ წასრულა჻ მზე჻ დაუდგრომლად჻ მთვარულად: მან჻ მოახსენა჻ ყუელაი჻ ვით჻ წასრულიყო჻ ფარულად: მზე჻ აღარ჻ მზეობს჻ ჩუეთანა჻ დარი჻ არ჻ დარობს჻ დარულად:

910. რა჻ მეფემან჻ მოისმინა჻ დაიძახნა჻ მეტისმეტნი: მოსთქუამს჻ იტყუის჻ ვაი჻ გაზრდილო჻ ვეღარ჻ გნახვენ჻ თვალნი჻ რეტნი: პირს჻ იხოჭდის჻ წვერსა჻ იგლეჯდის჻ გააკუირნა჻ მისნი჻ მჭურეტნი: სად჻ წახველ჻ და჻ სად჻ დაჰკარგენ჻ სინათლისა჻ ეგე჻ სვეტნი:

911. თუ჻ თავი჻ შენი჻ შენ჻ გახლავს჻ ღარიბად჻ არ჻ იხსენები: მაგრა჻ მე჻ რა჻ ვქნა჻ გაზრდილო჻ აწ჻ სახლად჻ მმართებს჻ სენები: გამაღარიბე჻ დამაგდე჻ გულსა჻ გლახ჻ ვისთვის჻ ენები: შენად჻ შეყრამდის჻ პატიჟთა჻ ჩემთა჻ ვერ჻ იტყუის჻ ენები:

912. ოდეს჻ გნახავ჻ მხიარულსა჻ ნადირობით჻ შემოსრულსა: ვეღარ჻ გიჭურეტ჻ ნაბურთალსა჻ ტანსა჻ მჭეურსა჻ ჯავარ჻ სრულსა: ვეღარ჻ ვისმენ჻ ჴმასა჻ შენსა჻ სასმენელად჻ მე჻ მასულსა: აწ჻ უშენოდ჻ რაღა჻ უყო჻ საჯდომსა჻ და჻ სრასა჻ სრულსა:

913. ვიცი჻ არ჻ მოგკლავს჻ შიმშილი჻ რასდომცა჻ დია჻ ირები: შენ჻ შენი჻ მშვილდი჻ დაგარჩენს჻ შენთა჻ ისართა჻ პირები: ნუთუ჻ კულავ჻ ღმერთმან჻ წყალობით჻ გაგიადვილოს჻ ჭირები: მაგრა჻ თუ჻ მოვკუდე჻ გაზრდილო჻ ვისგანღა჻ დავიტირები:

914. ზარი჻ გაისმა჻ შემოკრბა჻ ჯარი჻ მრავალი჻ კაცისა: დარბაზს჻ ხასთაგან჻ ჯარია჻ ჴელითა჻ წვერთა჻ ტაცისა: იგლეჯს჻ და჻ იცემს჻ ყუელაი჻ ჴმა჻ ისმის჻ თავსა჻ ტკაცისა: თქუეს჻ ბნელი჻ გუმართებს჻ დღეკრულთა჻ რადგან჻ მზე჻ მიგვიდრკა჻ ცისა:

915. რა჻ მეფემან჻ დიდებულნი჻ ნახნა჻ სულთქმით჻ შემოსტირნა: უთხრა჻ ხედავთ჻ მზემან჻ ჩუენმან჻ შუქნი჻ სრულად჻ დაგვიძვირნა: რა჻ ვაწყინეთ჻ რა჻ შევსცოდეთ჻ რად჻ დაგუყარნა჻ რად჻ გაგუწირნა: სპანი჻ მისგან჻ დაჭირულნი჻ ვინმცა჻ ვითა჻ დაგუიჭირნა:

916. ყოვლნი჻ ტიროდეს჻ მოთქმიდეს჻ მერმე჻ დაწყნარდეს჻ გუიანად: მეფემან჻ ბრძანა჻ იკითხეთ჻ მარტოა჻ ანუ჻ ყმიანად: მოვიდა჻ მონა჻ შერმადინ჻ მოშიშრედ჻ სირცხვილიანად: ანდერძი჻ ჰკადრა჻ ატირდა჻ სიცოცხლე჻ უჩნდა჻ ზიანად: