... (S-4988), XVII-XVIII სს.

936. კულავ჻ ქალი჻ ეტყუის჻ მართლაც჻ ხარ჻ მაგისსა჻ დამძიმებასა: მაგრა჻ რა჻ გავბრჭო჻ მართალი჻ ნუ჻ ეჭუ჻ რასაცა჻ თნებასა: არ჻ გული჻ უნდა჻ ფიცის჻ და჻ პირისა჻ გასრულებასა: იგი჻ უგულო჻ მოელის჻ მართ჻ დღეთა჻ შემოკლებასა:

937. გული჻ ცნობა჻ და჻ გონება჻ ერთმანერთზედა჻ ჰკიდიან: რა჻ გული჻ წავა჻ იგიცა჻ წავლენ჻ და჻ მისკენ჻ მიდიან: უგულო჻ კაცი჻ ვერ჻ კაცობს჻ კაცთაგან჻ განაკიდიან: შენ჻ არ჻ გინახავს჻ არ჻ იცი჻ მას჻ რომე჻ ცეცხლნი჻ წვიდიან:

938. შენ჻ უმართლე჻ ხარ჻ ემდურვი჻ მით჻ გაეყარე჻ ძმობილსა: მაგრამ჻ ვით჻ ითქუმის჻ ვით჻ გაჴმა჻ ვითა჻ გიამბობ჻ ცნობილსა: ენა჻ დაშურების჻ გაცუდების჻ გულსა჻ შელამის჻ ლმობილსა: ამას჻ მით჻ ვაზრობ჻ მინახავს჻ მე჻ უბედურსა჻ შობილსა:

939. ჯერ჻ მისი჻ მსგავსი჻ სასჯელი჻ არცა჻ ვის჻ ამბად჻ სმენია: თუ჻ არა჻ კაცთა჻ სასჯელი჻ ქუათაცა჻ შესაძრწენია: დილაჯად჻ კმარის჻ მას჻ რომე჻ თვალთაგან჻ ცრემლი჻ სდენია: თვით჻ რაცა჻ ბრძანოთ჻ მართალ჻ ხართ჻ სხვა჻ სხვისა჻ ომსა჻ ბრძენია:

940. მას჻ წამავალსა჻ ვჰკითხევდი჻ დამწუარსა჻ ცეცხლმოდებულსა: მოვიდეს჻ რა჻ ქნას჻ ავთანდილ჻ მისსა჻ დამვედრე჻ დებულსა: მიბრძანა჻ მოღმა჻ მნახვიდეს჻ მე჻ მისთვის჻ გაცუდებულსა: ამათ჻ არ჻ დავყრი჻ არეთა჻ არ჻ გავსტეხ჻ მის჻ ქადებულსა:

941. მას჻ ზენაარსა჻ არ჻ გავჰტეხ჻ მას჻ ფიცსა჻ არ჻ ვერცუები: მად჻ პაემნამდის჻ მოვიცდი჻ რაზომცა჻ გამდის჻ რუები: თუ჻ მკუდარი჻ მნახოს჻ დამმარხოს჻ თქუას჻ ვაგლახი჻ და჻ უები: ცოცხალი჻ დავხუდე჻ უკუირდეს჻ სიცოცხლე჻ არს჻ სათუები:

942. ჩემთვის჻ გარდახდა჻ მას჻ აქათ჻ გაყრა჻ მზისა჻ და჻ ქედისა: ოდენ჻ მოდენა჻ ცრემლისა჻ მჭირს჻ ველთა჻ მოსალბედისა: მრჯის჻ გამრავლება჻ ხელ჻ ქნილსა჻ სულთქმისა჻ ზედა჻ ზედისა: დავვიწყებივარ჻ სიკუდილსა჻ ნახეთ჻ ნაქმარი჻ ბედისა:

943. ესე჻ არაკი჻ მართალი჻ ჩინეთს჻ ქვა჻ ზედა჻ სწერია: ვინ჻ მოყუარესა჻ არ჻ ეძებს჻ იგი჻ თავისა჻ მტერია: აწ჻ ზაფრანია჻ ვის჻ წინას჻ ვერ჻ ვარდი჻ ჰვუანდის჻ ვერ჻ ია: თუმცა჻ მონახავ჻ მონახე჻ ქენ჻ რაცა჻ შენი჻ ფერია:

944. ყმამან჻ უთხრა჻ უმართლე჻ ხარ჻ არ჻ მამართლო჻ მდურვად჻ მისად: მაგრამ჻ გაბჭე჻ რა჻ მიქნია჻ სამსახური჻ ტყუისა჻ ტყვისად: გამოჭრილვარ჻ სახლით჻ ჩემით჻ ვით჻ ირემი჻ ძებნად჻ წყლისად: მას჻ ვეძებ჻ და჻ მას჻ ვიგონებ჻ ვიარები჻ ველთა჻ ვლისად:

945. გამოჭრილვარ჻ საძებარად჻ ვერვის჻ ძალ჻ აქუს჻ ჩემოდნება: უდაბურთა჻ ტყეთა჻ ვლახავ჻ ჭირი჻ მაქუს჻ და჻ მრავლად჻ ვნება: მემცა჻ ვითა჻ დავეურჩე჻ რა჻ მოვიდეს჻ ღ~თისა჻ ნება: მისგან჻ კიდე჻ არვის჻ ძალუც჻ ამა჻ ჩემთა჻ ცეცხლთა჻ ვსება:

946. ვიარები჻ ღმერთსა჻ სადა჻ ცის჻ კიდენი჻ დაემყაროს: გარდვიკარგვი჻ სხვათა჻ გზათა჻ ვერვინ჻ მნახოს჻ მე჻ აქ჻ მაროს: ვენუკვი჻ თუ჻ ტანსა჻ ჩემსა჻ ტკბილი჻ სული჻ გაეყაროს: მის჻ ნახუისთუის჻ სიმგურგულე჻ ცისა჻ ჩემთუის჻ რისხუით჻ მოიყაროს:

947. ბროლ჻ სადაფნი჻ მარგალიტსა჻ ლალის჻ ფერსა჻ სცვენ჻ და჻ ბურვენ: მას჻ მოვშორდი჻ ვერ჻ ვიახლენ჻ ვერ჻ ვისურვენ჻ ვერ჻ ვასურვენ: გამოპარვით჻ წამოსლუითა჻ ღ~თისა჻ სწორნი჻ მოვიმდურვენ: ნაცულად჻ მათთა჻ წყალობათა჻ გულნი჻ მათნი჻ მოვაურვენ:

948. პატრონი჻ ჩემი჻ გამზრდელი჻ ღმერთი჻ და჻ ღმერთულებრ჻ ცხოველი: მშობლური჻ ტკბილი჻ მოწყალე჻ ცა჻ წყალობისა჻ მთოველი: მას჻ უორგულე჻ წამოველ჻ მართ჻ დავივიწყე჻ ყოველი: მისი჻ შემცოდე჻ ღ~თისაგან჻ კარგსა჻ რასაღასა჻ მოველი:

949. ესე჻ ყუელაი჻ ასრე჻ მჭირს჻ დაო჻ ბედითა჻ მისითა: არ჻ უტყუვე჻ მოსრულვარ჻ მგზავრი჻ ღამით჻ და჻ დღისითა: აწ჻ იგი჻ სადმე჻ წასულა჻ ვიწვი჻ ცეცხლითა჻ ვისითა: ცუდ჻ მაშურალი჻ და჻ მტირალი჻ ქვე჻ ვზივარ჻ პირითა჻ მქისითა:

950. დაო჻ მეტსა჻ საუბარსა჻ აღარ჻ მამცემს჻ ჟამი჻ და჻ დრო: არ჻ ვინანი჻ გარდასრულსა჻ ბრძენთა჻ სიტყვა჻ დავაღადრო: წავალ჻ ვძებნი჻ ანუ჻ ვჰპოვებ჻ ან჻ სიკუდილი჻ მოვიადრო: თვარემ჻ ბედი჻ აზომ჻ თურმე჻ მიკვეთს჻ ღ~თსა჻ რაღა჻ ვჰკადრო:

951. ამის჻ მეტი჻ აღარა჻ თქუა჻ ატირდა჻ და჻ წამოვიდა: ქვაბი჻ ჩავლო჻ წყალს჻ გავიდა჻ შამბი჻ ჩავლო჻ ველს჻ გავიდა: ქარი჻ ველთა჻ მონაქროლი჻ ლალის჻ ფერსა჻ ვარდსა჻ ზრვიდა: რად჻ მიმეცო჻ ამა჻ ჭირსა჻ ბედსა჻ ამას჻ უზრახვიდა:

952. იტყუის჻ ღ~თო჻ რა჻ შეგცოდე჻ შენ჻ უფალსა჻ არსთა჻ მხედსა: რად჻ გამყარე჻ მოყუარეთა჻ რად჻ შემასწარ჻ ამა჻ ბედსა: ერთი჻ ორთა჻ მგონებელი჻ ვარ჻ საქმესა჻ წარსაწყმედსა: მოვჰკუდე჻ თავი჻ არ჻ მეწყალვის჻ სისხლი჻ ჩემი჻ ჩემსა჻ ქედსა:

953. მოყვარემან჻ ვარდის჻ კონა჻ გულსა჻ მკრა჻ და჻ დამიწყლულა: იგი჻ ფიცი჻ ჩემგან჻ სრული჻ მან჻ აღარა჻ გამისრულა: მას჻ თუ჻ გამყრი჻ საწუთროვო჻ ჩემი჻ ლხინი჻ გარდასრულა: სხვა჻ მოყუარე჻ თვალსა჻ ჩემსა჻ გაკიცხულა჻ გაბასრულა:

954. კულავ჻ იტყვის჻ მიკვირს჻ ნაღველი჻ კაცისა჻ მე჻ ჭკუიანისა: რა჻ მჭმუნვარებდეს჻ რას჻ არგებს჻ ნაკადი჻ ცრემლთა჻ ბანისა: სჯობს჻ გამორჩევა჻ აზრობა჻ საქმისა჻ დასაგვანისა: აწ჻ მეცა჻ მიჯობს჻ მონახვა჻ მის჻ მზისა჻ ლერწამ჻ ტანისა:

955. ყმა჻ გაემართა჻ საძებრად჻ მტირალი჻ ცრემლთა჻ მფქუეველი: ეძებს჻ უზახის჻ უყივის჻ დღეებრ჻ ღამეთა჻ მთეველი: სამ჻ დღემდი჻ მოვლო჻ მრავალი჻ შამბი჻ ჴევნარი჻ ტყე჻ ველი: ვერ჻ ჰპოვა჻ მივა჻ მჭუნვარე჻ ვერას჻ ამბისა჻ მცნეველი: