... (S-4988), XVII-XVIII სს.

860. ოდეს჻ ბრძენმან჻ გაიგონოს჻ გონებითა჻ მთით჻ და჻ გორით: მიჯნური჻ და჻ სამიჯნურო჻ ერთმანერთსა჻ შევასწორით: ერთად჻ ვთქუენით჻ გაუყრელად჻ მათი჻ არა჻ გავაორით: მოყუარესა჻ მოყურისაგან჻ მოგონება჻ უნდა჻ შორით:

861. სამი჻ არის჻ მოყურისაგან჻ მოყურობისა჻ გამოჩენა: პირველ჻ ნდომა჻ სიახლისა჻ სიშორისა჻ ვერ჻ მოთმენა: მიცემა჻ და჻ არას჻ შური჻ ჩუქებისა჻ არ჻ მოწყენა: გავლენა჻ და჻ მოჴმარება჻ მისად჻ რგებად჻ ველთა჻ რბენა:

862. მან჻ გამისრულა჻ ყუელაი჻ ესე჻ წესი჻ და჻ რიგები: აწ჻ ჩემგან჻ ჰმართებს჻ მუქაფა჻ გულომცა჻ ჭირსა჻ შეები: თუ჻ ვერა჻ ვარგო჻ მისთანა჻ მეცა჻ წასადმე჻ ვეგები: ხარ჻ რაზომ჻ ფერი჻ სოფელო჻ არვისგან჻ არ჻ შეიგები:

863. რადღა჻ ვაგრძელებ჻ სიტყუასა჻ ჟამია჻ შემოკლებისა: აწ჻ გაპარვაა჻ წამალი჻ ამა჻ გულისა჻ ხლებისა: რასაცა჻ გვედრებ჻ ისმენდი჻ ვიდრე჻ დრო჻ გქონდეს჻ ხლებისა: შენ჻ გაამაგრე჻ დაჭირვა჻ ჩემისა჻ ნასწავლებისა:

864. აწ჻ მეფეთა჻ სამსახურად჻ პირველ჻ თავი჻ დაამზადე: სიკეთე჻ და჻ უკლებლობა჻ შენი჻ ერთობ჻ გააცხადე: სახლი჻ ჩემი჻ შეინახე჻ სპათა჻ ჩემთა჻ ეთავადე: სამსახური჻ აქანამდის჻ კულავ჻ გავლენა჻ გააკულადე:

865. მტერთა჻ ჩემთა჻ ენაპირე჻ ძალი჻ ნურა჻ მოგაკლდების: ერთგულთათვის჻ კარგი჻ ნუ჻ გშურს჻ ორგულიმცა჻ შენი჻ კუდების: შემოვიქცე჻ შენი჻ ჩემგან჻ ვალი჻ კარგად჻ გარდიჴდების: პატრონისა჻ სამსახური჻ არაოდეს჻ არ჻ წახდების:

866. ესე჻ ესმა჻ ცრემლი჻ ცხელი჻ შერმადინსა჻ თვალთა჻ სდინდი: მოაჴსენა჻ მარტოვობით჻ ჭირსა჻ რადმცა჻ შევუშინდი: მაგრამ჻ რა჻ ვქნა჻ უშენომან჻ დამეცემის჻ გულსა჻ ბინდი: წამიტანე჻ სამსახურად჻ მოგეჴმარო჻ რაცა჻ გინდი:

867. ვის჻ ასმია჻ მარტოსაგან჻ ღარიბობა჻ ეგზომ჻ დიდი: ვის჻ ასმია჻ პატრონისა჻ ჭირსა჻ შიგან჻ ყმისა჻ რიდი: დაკარგულსა჻ გიგონებდე჻ რა჻ ვიქნები჻ აქა჻ ფლიდი: ყმამან჻ უთხრა჻ ვერ჻ წაგიტან჻ რაზომსაცა჻ ცრემლსა჻ ღურიდი:

868. შენგან჻ ჩემი჻ სიყუარული჻ ვითამც჻ არა჻ დამეჯერა: მაგრა჻ საქმე჻ არ჻ მოჴდების჻ ჟამი჻ ასრე჻ დამემტერა: ვის჻ მივანდო჻ სახლი჻ ჩემი჻ შენგან჻ კიდე჻ ვინ჻ მეფერა: გული჻ დადევ჻ დაიჯერე჻ ვერ჻ წაგიყვან჻ ვერა჻ ვერა:

869. თუ჻ მიჯნური჻ ვარ჻ ერთი჻ ვჴამ჻ ხელი჻ მინდორთა჻ მე჻ რებად: არ჻ მარტო჻ უნდა჻ გაჭრილი჻ ცრემლისა჻ სისხლსა჻ ფერებად: გაჭრა჻ ხელია჻ მიჯნურთა჻ რად჻ სცალს჻ თავისა჻ ბერებად: ასრეა჻ ესე჻ სოფელი჻ შესჯერდი჻ კულავ჻ შეჯერებად:

870. რა჻ მოგშორდე჻ მახსენებდი჻ სიყუარული჻ ჩემი჻ გქონდეს: არ჻ ვეშიშვი჻ მტერთა჻ ჩემთა჻ თავი჻ მონად჻ მამიმონდეს: ჴამს჻ მამაცი჻ გაგულისდეს჻ ჭირსა჻ შიგან჻ არ჻ დაღონდეს: მძულს჻ რა჻ კაცსა჻ სააუგო჻ საქმე჻ არა჻ არ჻ შესწონდეს:

871. მე჻ იგი჻ ვარ჻ ვინ჻ სოფელსა჻ არ჻ ამოვჰკრეფ჻ კიტრად჻ ბერად: ვის჻ სიკუდილი჻ მოყურისათვის჻ თამაშად჻ და჻ მიჩანს჻ მღერად: ჩემსა჻ მზესა჻ დავეთხოვე჻ გავუშვივარ჻ დავდგე჻ მე჻ რად: მას჻ თუ჻ დავსთმობ჻ სახლსა჻ ჩემსა჻ ვეღარ჻ დავსთმობ჻ ვისსა჻ მე჻ რად:

872. აწ჻ ანდერძსა჻ ჩემსა჻ მოგცემ჻ როსტანს჻ წინა჻ დაწერილსა: შენ჻ შეგვედრებ჻ დაგიჭიროს჻ ვითა჻ გმართებს჻ ჩემსა჻ ზრდილსა: მოვჰკუდე჻ თავსა჻ ნუ჻ მოიკლავ჻ სატანისგან჻ ნუ჻ იქ჻ ქნილსა: ამაზედა჻ ატირებდი჻ დაიდებდი჻ თვალთა჻ მილსა:

ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე ოდეს გაიპარა:

873. დაჯდა჻ წერად჻ ანდერძისად჻ საბრალოსა჻ საუბრისად: ჰე჻ მეფეო჻ გავიპარე჻ ძებნად჻ ჩემგან჻ საძებრისად: ვერ჻ დავდგები჻ შეუყრელად჻ ჩემთა჻ ცეცეხლთა჻ მამდებრისად: შემინდევ჻ და჻ წამატანე჻ მოწყალება჻ ღმრთაებრისად:

874. ვიცი჻ ბოლოდ჻ არ჻ დამიგმობ჻ ამა჻ ჩემსა჻ გაზრახულსა: კაცი჻ ბრძენი჻ ვერ჻ გასწირავს჻ მოყუარესა჻ მოყუარულსა: მე჻ სიტყუასა჻ ერთსა჻ გკადრებ჻ პლატონისგან჻ სწავლა჻ თქმულსა: სიცრუე჻ და჻ ორპირობა჻ ავნებს჻ ჴორცსა჻ მერმე჻ სულსა»:

875. რადგან჻ თავია჻ სიცრუვე჻ ყოვლისა჻ უბადობისა: მე჻ რად჻ გავწირო჻ მოყუარე჻ ძმა჻ უმტკიცესი჻ ძმობისა: არა჻ ვიქ჻ ცოდნა჻ რას჻ მარგებს჻ ფილასოფოსთა჻ ბრძნობისა: მით჻ ვისწავლებით჻ მოგვეცეს჻ შერთვა჻ ზესთ჻ მწყობრთა჻ მწყობისა:

876. წაგიკითხავს჻ სიყუარულსა჻ მოციქულნი჻ როგორ჻ სწერენ: ვით჻ იტყუიან჻ ვით჻ აქებენ჻ ცან჻ ცნობანი჻ მიაფერენ: სიყუარული჻ აღგვამაღლებს჻ ვით჻ ეჟუანი჻ ამას჻ ჟღერენ: შენ჻ არ჻ ჯერ჻ ხარ჻ უსწავლელნი჻ კაცნი჻ რადმცა჻ შეაჯერენ:

877. ვინ჻ დამბადა჻ შეძლებაცა჻ მანვე჻ მამცა჻ ძლევად჻ მტერთად: ვინ჻ არს჻ ძალი჻ უხილავი჻ შემწედ჻ ყოვლთა჻ მიწიერთად: ვინ჻ საზღვარი჻ დაუსაზღვრებს჻ ზის჻ უკუდავი჻ ღ~თი჻ ღ~თად: იგი჻ გაჰჴდის჻ წამის჻ ყოფით჻ ერთსა჻ ასად჻ ასსა჻ ერთად:

878. რაცა჻ ღ~თსა჻ არა჻ სწადდეს჻ არა჻ საქმე჻ არ჻ იქნების: მზისა჻ შუქთა჻ ვერ჻ მჭურეტელი჻ ია჻ ჴმების჻ ვარდი჻ ჭკნების: თვალთა჻ ტურფა჻ საჭურეტელი჻ უცხო჻ რამე჻ ეშვიდნების: მე჻ ვით჻ გავსძლო჻ უმისობა჻ ან჻ ჩემგან჻ ვით჻ ეგების: