... (S-4988), XVII-XVIII სს.

917. მოახსენა჻ საწოლს჻ ვპოვე჻ ესე჻ მისგან჻ დანაწერი: დგეს჻ მონანი჻ ნატირებნი჻ დაეგლიჯა჻ თმა჻ და჻ წვერი: იგი჻ მარტო჻ გაპარულა჻ ყმა჻ არ჻ ახლავს჻ არცა჻ ბერი: მე჻ თუ჻ მამკლავთ჻ მემართლებით჻ სიცოცხლე჻ მჭირს჻ შეუფერი:

918. რა჻ ანდერძი჻ წაიკითხეს჻ კულავ჻ იტირეს჻ დიდი჻ ხანი: მერმე჻ ბრძანა჻ მხიარულსა჻ ნუ჻ ჩაიცმენ჻ ჩემნი჻ სპანი: ვამლოცვინოთ჻ დავრდომილნი჻ ობოლნი჻ და჻ ქურივნი჻ სხვანი: შევეხვეწნეთ჻ მშვიდობისა჻ ნუთუ჻ მისცეს჻ ღ~თნ჻ გზანი:

წასულა ავთანდილისა მეორედ გაპარვით და ტარიელისა შეყრა:

919. მთვარე჻ მზესა჻ მოეშორვოს჻ მოშორვება჻ გაანათლებს: რა჻ იახლოს჻ შუქი჻ დასწვავს჻ გაეყრების჻ ვერ჻ იახლებს: მაგრა჻ ვარდსა჻ უმზეობა჻ გააჴმობს჻ და჻ ფერსა჻ აკლებს: ჩუენ჻ ვერჭურეტა჻ საყუარლისა჻ ჭირსა჻ ძველსა჻ გაგვიახლებს:

920. აწყა჻ დავიწყებ჻ ამბავსა჻ მის჻ ყმისა჻ წამავლობასა: მივა჻ და჻ მიტირს჻ გულმდუღრად჻ ვერ჻ ვიტყუი჻ ცრემლთა჻ მცრობასა: წამწამ჻ მობრუნდის჻ იაჯდის჻ მისთვის჻ მზისავე჻ მზობასა: უჭურეტდის჻ თვალნი჻ ვერ჻ მოხსნის჻ თუ჻ მოხსნის჻ მიჴდის჻ ცნობასა:

921. რა჻ მიეახლის჻ დაბნედად჻ ვერ჻ ჴელყუის჻ გაძრვად჻ ენისად: მაგრა჻ სდის჻ ცრემლი჻ თუალთაგან჻ მსგავსად჻ დიჯლისა჻ დენისად: ზოგჯერ჻ დაბრუნდის჻ იჭურეტდის჻ ღონედ჻ პატიჟთა჻ თმენისად: რა჻ გაემართის჻ არ჻ იცის჻ მას჻ თუ჻ არბევდის჻ ცხენი჻ სად:

922. თქუა჻ ჩემო჻ შენი჻ შორს჻ მყოფი჻ კრულია჻ ვინცა჻ დადუმდეს: რადგან჻ შენ჻ დაგრჩა჻ გონება჻ გული჻ შენკენვე჻ დაბრუნდეს: თვალთა჻ მტირალთა჻ შეხედვა჻ შენივე჻ სწადდეს჻ და჻ უნდეს: სჯობს჻ საყუარელსა჻ მოყუარე჻ რაზომცა჻ დაუზაბუნდეს:

923. მე჻ რა჻ ვჰქნა჻ შენად჻ შეყრამდის჻ ანუ჻ რას჻ ვეჭუდე჻ ლხენასა: თავსა჻ მოვიკლავ჻ მე჻ თუცა჻ შენგან჻ არ჻ ვეჭუდე჻ წყენასა: მაგრამ჻ შენ჻ გაწყენ჻ ჩემისა჻ არ჻ სიცოცოხლისა჻ სმენასა: მოდი჻ და჻ მივსცნე჻ ცოცხალმან჻ ღაწვი჻ ცრემლისა჻ დენასა:

924. ტირს჻ იტყუის჻ დადვა჻ კეშნი჻ ლახუარმან჻ ჩემთუის჻ ათმანო: ინდოთა჻ რაზმან჻ ჩემად჻ კლად჻ თქუა჻ ესე჻ ტევრი჻ ვთხზნა჻ თმანო: თვალთა჻ გიშერი჻ აშვენებს჻ სათმან჻ რად჻ მამკლა჻ სათმანო: ბაგე჻ კბილო჻ და჻ თუალ჻ წარბო჻ მამცემდი჻ პატიჟთა჻ თმანო:

925. იტყუის჻ ჰე჻ მზეო჻ ვინ჻ ხატად჻ გთქუის჻ მზიანისა჻ ღამისად: ერთარსებისა჻ ერთისა჻ მის჻ უჟამოსა჻ ჟამისად: ვის჻ გმორჩილობენ჻ ციერნი჻ ერთი჻ იოტის჻ წამისად: ბედსა჻ ნუ჻ მიქცევ჻ მიაჯე჻ შეყრამდის჻ ჩემად჻ და჻ მისად:

926. ვის჻ ხატად჻ ღ~თისად჻ გიტყუიან჻ ფილასოფოსნი჻ წინანი: შენ჻ მიშველე჻ რა჻ ტყვექმნილსა჻ ჯაჭუნი჻ მაბიან჻ რკინანი: ბროლ჻ ბალახშისა჻ მძებნელმან჻ სათნი჻ დავჰკარგე჻ მინანი: მაშინ჻ ვერ჻ გავძელ჻ სიახლე჻ აწ჻ სიშორესა჻ ვინანი:

927. ამას჻ მოთსქმიდის჻ იწვოდის჻ ვითა჻ სანთელი჻ დნებოდის: დაყოვნებისა჻ მოშიში჻ ისწრაფდის჻ იარებოდის: რა჻ შეუღამდის჻ ვარსკულავთა჻ ამოსლუა჻ იამებოდის: მას჻ ამსგავსებდის჻ ილხენდის჻ უჭურეტდის჻ ეუბნებოდის:

928. მთვარესა჻ ეტყუის჻ იფიცე჻ სახელი჻ ღ~თისა჻ შენისა: შენ჻ ხარ჻ მომცემი჻ მიჯნურთა჻ მიჯნურობისა჻ სენისა: შენ჻ გაქუს჻ წამალი჻ მისისა჻ მოთმინებისა჻ თმენისა: მიაჯე჻ შეყრა჻ პირისა჻ შენ჻ გამო჻ შენებრ჻ მშუენისა:

929. ღამე჻ ალხენდის჻ დღე჻ სჯიდის჻ ელის჻ ჩასულასა჻ მზისასა: რა჻ წყალი჻ ნახის჻ გარდიჴდის჻ უჭურეტდის჻ ჭავლსა჻ წყლისასა: მასთანა჻ რთვიდის჻ ნაკადსა჻ სისხლისა჻ ცრემლთა჻ ტბისასა: კულავ჻ გაემართის჻ ისწრაფდის჻ წასლუასა჻ მისვე჻ გზისასა:

930. მარტო჻ მოსთქმიდის჻ ტიროდის჻ ტანად჻ ალვისა჻ ხიანი: მინდორს჻ თხა჻ მოკლის჻ სადაცა჻ ადგილი჻ დახუდის჻ კლდიანი: შეწვის჻ ჭამის჻ და჻ წავიდის჻ პირ჻ მზე჻ გულ჻ მარიხიანი: იტყუის჻ დავჰყარენ჻ ვარდნი჻ და჻ აჰა჻ მე჻ ვაგლახ჻ იანი:

931. აწ჻ ვერ჻ ვიტყუი჻ მაშინდელსა჻ მე჻ მის჻ ყმისა჻ ნაუბარსა: მიუბნობდის჻ რას჻ მოთქმიდის჻ რას჻ ტურფასა჻ რაზომ჻ გვარსა: ზოგან჻ თვალი჻ გაეწითლის჻ ვარდსა჻ ბრჭკლითა჻ ნახოკარსა: ქვაბნი჻ ნახნა჻ გაეხარნეს჻ ზე჻ გავიდა჻ ქუაბთა჻ კარსა:

932. რა჻ ასმათმან჻ დაინახა჻ მოეგება჻ ცრემლი჻ სწუთების: ვით჻ იამა჻ სიხარულსა჻ მართ჻ ვეღარას჻ ვერ჻ მიხუდების: ყმა჻ გარდაჴდა჻ მოეხუია჻ აკოცებს჻ და჻ ეუბნების: კაცი჻ კაცსა჻ მოელოდეს჻ მოსულა჻ დია჻ იამების:

933. ყმა჻ ეტყუის჻ ქალსა჻ პატრონი჻ ნეტარ჻ სად჻ არის჻ და჻ ვითა: ქალი჻ ატირდა჻ ცრემლითა჻ ზღვათაცა჻ შესართავითა: ეტყვის჻ რა჻ წახველ჻ გაიჭრა჻ ქვაბს჻ ყოფა჻ მისჭირდა჻ ვითა: აწ჻ მისი჻ არა჻ არ჻ ვიცი჻ არ჻ ნახვით჻ არ჻ ამბავითა:

934. ყმა჻ დაჭმუნდა჻ ვითამც჻ რამე჻ ჰკრეს჻ ლახვარი჻ გულსა჻ შუა: ქალსა჻ ეტყუის჻ აჰა჻ დაო჻ ეგეთიმცა჻ კაცი჻ ნუა: იგი჻ ფიცი჻ ვით჻ გატეხა჻ არ჻ ვეცრუე჻ ვით჻ მეცრუა: ვერ჻ იქმოდა჻ რად჻ მიქადა჻ თუ჻ მიქადა჻ რად჻ მიტყუა:

935. თუ჻ უმისოდ჻ სოფელს჻ ყოფნა჻ რადგან჻ ჭირად჻ არ჻ მიღირდა: რად჻ დავვიწყდი჻ რად჻ მივსცილდი჻ რად჻ ვერ჻ გაძლო჻ რა჻ მისჭირდა: მან჻ გატეხა჻ ზენარისა჻ რად჻ შემართა჻ ვით჻ გაჰპირდა: მაგრამ჻ ავის჻ ბედისაგან჻ ჩემი჻ რამცა჻ გამიკვირდა: