... (S-4988), XVII-XVIII სს.

956. იტყუის჻ ღმერთო჻ რა჻ შეგცოდე჻ ეგზომ჻ დიდი჻ რა჻ გაწყინე: რად჻ შემასწარ჻ ამა჻ ბედსა჻ რა჻ სასჯელი჻ მამივლინე: გამკითხველო჻ გამიკითხე჻ აჯა჻ ჩემი჻ შეისმინე: დაამოკლე჻ დღენი჻ ჩემნი჻ ჭირნი჻ ჩემი჻ გამილხინე:

პოვნა ავთანდილისაგან დაბნედილის ტარიელისა ლომ ვეფხვი რომ დაეჴოცა:

957. მივიდოდა჻ მიუბნობდა჻ ყმა჻ მტირალი჻ ფერ჻ შეცულილი: ქედსა჻ რასმე჻ გარდაადგა჻ ველი჻ აჩნდა჻ მზიან჻ ჩრდილი: ნახა჻ შავი჻ შამბთა჻ პირსა჻ დგა჻ სადავე჻ უკუყრილი: თქუა჻ უცილოდ჻ იგიაო჻ არა჻ უნდა჻ ამას჻ ცილი:

958. რა჻ შეხედა჻ ყმასა჻ გულმან჻ გაუფეთქნა჻ გაუნათდა: აქა჻ ლხინი჻ დაღრეჯილსა჻ უათასდა჻ არ჻ უათდა: ვარდმან჻ ფერი჻ გაანათლა჻ ბროლი჻ ბროლდა჻ სათი჻ სათდა: ვით჻ გრიგალმან჻ ჩაირბინა჻ არ჻ მოსცალდა჻ ჭურეტად჻ მათდა:

959. რა჻ ტარიელ჻ დაინახა჻ გაღანამცა჻ დაეღრიჯა: ახლოს჻ მყოფი჻ სიკუდილისა჻ ჯდა჻ და჻ პირი჻ დაებღნიჯა: საყელონი჻ გარდეხივნეს჻ თავი჻ სრულად჻ გაეგლიჯა: მას჻ აღარა჻ შეესმოდა჻ სოფლით჻ გაღმა჻ გაებიჯა:

960. ერთკენ჻ უც჻ ლომი჻ მოკლული჻ და჻ ჴრმალი჻ სისხლ჻ მოცხებული: კულავ჻ სხვაგნით჻ ვეფხი჻ უსულო჻ მკუდარი჻ ქვე჻ დანარცხებული: მას჻ წყაროსაებრ჻ თუალთაგან჻ ცრემლი჻ სდის჻ გაფიცხებული: მუნ჻ გარე჻ გულსა჻ უნთებდა჻ ცეცხლი჻ მცხინვარე჻ ცხებული:

961. თვალთა჻ ახმადცა჻ ზარედვა჻ სრულად჻ მიჰჴდოდა჻ ცნობასა: მიახლებოდა჻ სიკვდილსა჻ მოშორვებოდა჻ ნობასა: ყმა჻ სახელდობით჻ უყივის჻ ლამის჻ სიტყუითა჻ კრთობასა: ვეღარ჻ ასმინა჻ გარდიჭრა჻ ძმა჻ გამოაჩენს჻ ძმობასა:

962. ჴელითა჻ ცრემლსა჻ უწურავს჻ თვალთა჻ ავლებდა჻ სახელსა: ახლოს჻ უზის჻ და჻ უზახის჻ მართ჻ სახელდობით჻ სახელსა: ეტყუის჻ ვერ჻ მიცნობ჻ ავთანდილს჻ შენთუის჻ გაჭრილსა჻ და჻ ჴელსა: მას჻ არა჻ დია჻ შეესმის჻ რეტსა჻ თვალ჻ დაუფახველსა:

963. ესე჻ ყუელაი჻ ასრეა჻ რაცა჻ აწ჻ ჩემგან჻ თხრობილა: ცრემლნი჻ მოსწურნა჻ თვალთაგან჻ ცოტადრე჻ მოაცნობილა: მაშინღა჻ იცნა჻ აკოცა჻ მოეჭდო჻ მოეძმობილა: ვიმოწმებ჻ ღმერთსა჻ ცხოველსა჻ მათებრივ჻ არა჻ შობილა:

964. უთხრა჻ ძმაო჻ არ჻ გიტყუე჻ გიყავ჻ რაცა჻ შემოგფიცე: გნახე჻ სულთა჻ გაუყრელმან჻ ფიცი჻ ასრე჻ დავამტკიცე: აწ჻ დამეხსენ჻ სიკუდილამდის჻ ვიტირო჻ და჻ თავსა჻ ვიცე: მაგრა჻ გვედრებ჻ დამარხვასა჻ მჴეცთა჻ საჭმლად჻ არა჻ მიმცე:

965. ყმამან჻ უთხრა჻ რაშიგან჻ ხარ჻ შენ჻ საქმესა჻ რად჻ იქ჻ ავსა: ვინ჻ მიჯნური჻ არ჻ ყოფილა჻ ვის჻ საჴმილი჻ არა჻ სწვავსა: ვის჻ უქნია჻ შენი჻ მსგავსი჻ სხვათა჻ კაცთა჻ ნათესავსა: რად჻ სატანას჻ წაუღიხარ჻ რად჻ მოიკლავ჻ ნებით჻ თავსა:

966. თუ჻ ბრძენი჻ ხარ჻ ყოვლნი჻ ბრძენნი჻ აპირებენ჻ ამა჻ პირსა: ჴამს჻ მამაცი჻ მამაცური჻ სჯობს჻ რაზომცა჻ ნელად჻ ტირსა: ჭირსა჻ შიგან჻ გამაგრება჻ ასრე჻ უნდა჻ ვით჻ ქვიტკირსა: თავისისა჻ ცნობისაგან჻ ჩავარდების჻ კაცი჻ ჭირსა:

967. ბრძენი჻ ხარ჻ და჻ გამორჩევა჻ არა჻ იცი჻ ბრძენთა჻ თქმულებ: მინდორს჻ სტირ჻ და჻ მჴეცთა჻ ახლავ჻ არას჻ წადილსა჻ აისრულებ: ვისთვის჻ ჰკუდები჻ ვერ჻ მიხუდები჻ თუ჻ სოფელსა჻ მოიძულებ: თავსა჻ მრთელსა჻ რად჻ შეიკრავ჻ წყლულსა჻ ახლად჻ რად჻ იწყლულებ:

968. ვინ჻ არ჻ ყოფილა჻ მიჯნური჻ ვის჻ არ჻ საჴმილნი჻ სდებიან: ვის჻ არ჻ უნახვან჻ პატიჟნი჻ ვისთვის჻ ვინ჻ არა჻ ბნდებიან: მითხარ჻ უსახო჻ რა჻ ქნილა჻ სულნი჻ რად჻ ამოგჴდებიან: არ჻ იცი჻ ვარდნი჻ უეკლოდ჻ არავის჻ მოუკრებიან:

969. ვარდსა჻ ჰკითხეს჻ ეგზომ჻ ტურფა჻ რამა჻ შეგქმნა჻ ტანად჻ პირად: მიკვირს჻ რად჻ ხარ჻ ეკლიანი჻ პოვნა჻ შენი჻ რად჻ ა჻ ჭირად: მან჻ თქუა჻ ტკბილსა჻ მწარე჻ პოებს჻ სჯობს჻ იქნების჻ რაცა჻ ძვირად: ოდეს჻ ტურფა჻ გაიეფდეს჻ არღარა჻ ღირს჻ არცა჻ ჩირად:

970. რადგან჻ ვარდი჻ ამას჻ იტყუის჻ უსულო჻ და჻ უასაკო: მაშე჻ ლხინსა჻ ვინ჻ მოიმკის჻ პირველ჻ ჭირთა჻ უმუშაკო: უბოროტო჻ ვის჻ ასმია჻ რაცა჻ საქმე჻ საეშმაკო: რად჻ ემდურვი჻ საწუთროსა჻ რა჻ უქმნია჻ უარაკო:

971. ისმინე჻ ჩემი჻ თხრობილი჻ შეჯე჻ წავიდეთ჻ ნებასა: ნუ჻ მიჰყოლიხარ჻ თავისა჻ თათბირსა჻ გაგონებასა: რაცა჻ არ჻ გწადდეს჻ იგი჻ ქენ჻ ნუ჻ სდევ჻ წადილთა჻ ნებასა: ასრე჻ არ჻ სჯობდეს჻ არ჻ გეტყუი჻ ნუ჻ მეჭუ჻ რასაცა჻ თნებასა:

972. მან჻ უთხრა჻ ძმაო჻ რა჻ გითხრა჻ ძვრაცა჻ არ჻ ძალმიც჻ ენისა: ძალი჻ არა჻ მაქუს჻ ხელ჻ ქმნილსა჻ შენთა჻ სიტყუათა჻ სმენისა: რა჻ ადვილად჻ გჩანს჻ მოთმენა჻ ჩემთა჻ სასჯელთა჻ თმენისა: აწ჻ მივსწვრვივარ჻ სიკუდილსა჻ დრო჻ მომეახლა჻ ლხენისა:

973. ამას჻ მოკუდავი჻ ვილოცავ჻ აროდეს჻ ვითხოვ჻ არ჻ ენით: აქა჻ გაყრილნი჻ მიჯნურნი჻ მუნამცა჻ შევიყარენით: მუნ჻ ერთმანერთი჻ კულავ჻ ვნახეთ჻ კულავ჻ რამე჻ გავიხარენით: მოი჻ მოყვარეთა჻ დამმარხეთ჻ მიწანი჻ მომაყარენით:

974. საყუარელმან჻ საყუარელი჻ ვით჻ არ჻ ნახოს჻ ვით჻ გაწიროს: მისკენ჻ მივალ჻ მხიარული჻ მერმე჻ იგი჻ ჩემ჻ კერძ჻ იროს: მივეგებვი჻ მამეგებოს჻ ამიტირდეს჻ და჻ ამატიროს: ჰკითხე჻ ასთა჻ ქენ჻ გულისა჻ რა჻ გინდ჻ რა჻ ვინ჻ გივაზიროს: