... (H-925), XVIII ს.

704. ჩემი ჭმუნვა ჭირსა ჩემსა არცა მეტს და არცა დიდობს მეშინიან თუცა შიშსა მოციქული ვერ დარიდობს აწ ავთანდილ გეთხოვების მოაჯეობს არ წამკიდობს უმისყმისოდ სოფელსა და საწუთროსა მისთვის ფლიდობს

705. რაცა იცოდა ყველაი კადრა მოშიშრად ენითა კვლავ მოახსენა რამცა სცნა სიტყვითა ესოდენითა თუ რაგვარ მყოფი მინახავს თუ რაგუარ ცრემლთა დენითა მართალ ხართ თუმცა ჩემთვის რისხვანი იანასდენითა

706. რა მეფემან მოისმინა გაგულისდა გაუცნობდა ფერი კრთა და გასაშიშრდა შემხედველთა შეაშთობდა შეუძახნა რა სთქვის შმაგობ მაგას სხვამცა ვინ მითხრობდა ავსა კაცსა ურჩევნია ავსამცა რას ადრე სცნობდა

707. ვითამც რამე სიხარული საქმე მითხარ ვითა ღადრად მაგის მეტი რა ვინ მიყოს თუ არ მომკლას მუხთლად ღადრად შმაგო ენა ვით იხმარე აწ მაგისად ჩემად კადრად აგრე შმაგი არ ვაზირად არად ვარგხარ არცა სხვად რად

708. ჴამსა კაცმან პატრონისა საწყინარსა არ დახედნეს ოდენ სიტყვა უმეცრული უალაგოდ დაიყბედნეს მე მაგისად მოსმენამდის რად არ ყურნი შემეჭედნეს შენ თუ მოგკლა სისხლნი შენი ჩემან ქედმან მიიქედნეს

709. კვლავ უბრძანა თუმცა მისგან აწ არ იყავ მოგზავნილი თავმან ჩემმან თავსა მოვჰკვეთ არად უნდა ამას ცილი წა უკუდეგ ავი შმაგი უმეცარი შლეგი წბილი შაბაშ სიტყვა შაბაშ კაცი შაბაშ საქმე მისგან ქმნილი

710. დადრკა სკამნი შემოსტყორცნა კრა კედელსა შიალეწნა დააცდუნა მაგრა მისთვის აალმასნა არ აძეწნა ვით მიანბე წასულა მისი ვინ ალვისა მორჩი ხე წნა ვეზირისა ცრემლმან ცხელმან ღაწვნი თეთრნი აახეწნა

711. ვეზირმან გლახ გამორიდნა მართ ვეღარას ვერ იწრწინვებს გამოძრწა და გამომელდა გულსა წყლულსა მოიმტკივნებს შეის ხასობს გაის ქუშობს ენა ასრე მოაყივნებს მტერი მტერსა ვერას ავნებს რომე კაცი თავსა ივნებს

712. თქვა ცოდვათა ჩემთა მგზავსი ღმერთმან მეტი რა მიჩვენოს რად მოვღორდი რად დავბნელდი ნეტარ ვინღა გამითენოს ვინცა სხვა რა კადნიერად პატრონსა რა მოახსენოს ჩემნი დღენი მასმცა ადგან რაძი ვითა გაისვენოს

713. ვეზირი გაწბილებული მივა ბედითა შავითა ავთანდილს უთხრა დაღრეჯით პირითა გამქუშავითა მადლი რა გკადრო აწ თქვენგან გავხასდი მე მაშა ვითა ვაი კარგი თავი უებრო დავკარგე დავაშავითა

714. ქრთამსა სთხოვს და ამხანაგობს თუმცა ცრემლსა ვერ იწურვებს მიკვირს რად სცალს წყლიანობად რად არ გულსა შეიურვებს ვინ არ მისცეს ქადებულსა მოყურესა მოიმდურვებს თქმულა ქრთამი ჯოჯოხეთსცა საურავსა დაიურვებს

715. ვით გამხადა რა მიბრძანა არ ეგების ჩემგან თხრობა რა სიავე რა სირეგვნე რა შლუობა რა შმაგობა მე თვით კაცად აღარ ვარგ ვარ აღარა მიც თავსა ცნობა ესე მიკვირს რად არ მამკლა მისცა თურმე ღმერთმან თმობა

716. მეცა ვიცოდი რაცა ვქენ ცთომით არ წამკიდებია ვიაზრე გამიწყრებოდა ჭმუნვა მით გამდიდებია განგებით ქმნილსა რისხვასა ვერავინ დარიდებია შენთუის სიკვდილი ლხინად მჩანს ჭირი არ გამცუდებია

717. ყმამან უთხრა აღარ წასლვა არ ეგების ჩემგან აროს იადონი მაშინ მოკვდეს ოდეს ვარდმან იდამჭკნაროს ხამს უძებნოს ცვარი წყლისა მისთვის თავი ყოვლგან აროს ვერ უპოვოს რა ქნას ანუ გული რათა დააწყნაროს

718. უმისოდ მყოფი ვერ გავსძლებ ჯდომასა ვერცა წოლასა მართ ნადირთაებრ გაჭრასა ვირჩევ მათთანა რბოლასა ასრე გასრულსა რად მნუკევს მისთა მებრძოლთა ბრძოლასა სჯობს უყოლობა კაცისა მომდურავისა ყოლასა

719. მოვახსენებ ერთხელ კვლაცა აწ რაზომცა მეფე წყრების ნუთუ გაბრჭოს გული ჩემი ვით იწვის და ვით ენთების არ გამიშვებს გავიპარვი რა იმედი გარდმიწყდების მე თუ მოვკვდე ჩემი კერძი სოფელიმცა გარდიფხურების

720. მოიუბნეს ვაზირმან ქნა ჭამა სმანი მათნი ფერნი უმასპინძლა ძღვენი უძღვნა შვენიერსა შვენიერნი მისნი მყოლნი ავეავსნა მოყმენი თუნდა ბერნი გაიყარნეს ყმა წავიდა სახლად ჩადგეს მზისა წვერნი

721. შეკრა წითელი ასი ათასი პირად მზემან და ტანად სარომან სამასი თავი სტავრა ატლასი უხვმან ნიადაგ მიუმცდარომან სამოცი თვალი ლალ იაგუნდი ფერად არ მათმან საუარომან კაცი გაგზავნა ვეზირისასა ესე ყველაი მისთვის არო მან

722. შესთვალა თუ რაცა გმართებს ვით მოგცე და ვით გაქონო ვალთა შენთა გარდსახდელი რა ნაცვალი მოვიგონო თუღა დავრჩე შენთვის მოვკვდე თავი ჩემი დაგამონო სიყვარული სიყვარულსა შეგიცვალო შეგიწონო

723. მე ვითა ვთქვა უებრობა სიკეთე და ქება მისი კაცი იყო საქმისაცა შესაფერი შესატყვისი ასრე უნდა სამსახური გავიდოდეს ვისცა ვისი ოდეს კაცსა დაეჭიროს მაშინ უნდა ძმა და თვისი