... (H-740), XVIII ს.

696. მას: ღამესა: ერთგან: იყუნეს: იგი: ლომნი: იგი: გმირნი: იუბნეს: და: გააცხადნეს: თავის: თავის: მათნი: ჭირნი: რა: გათენდა: კულა: დაიწყეს: საუბარნი: სიტყუა: ხშირნი: ერთმან: ერთსა: გაუგონნეს: ფიცნი: პირველ: დანაპირნი:

697. ტარიელ: ეტყუის: რად: უნდა: სიტყუისა: თქმა: მრავალისა: რაცა: შენ: ჩემთვის: გიქნია: ღ~თი: მზღველია: ვალისა: კმა: ზენაარი: ზენარად: არ: ნათქუამია: მთურალისა: არ: დავიწყება: მოყურისა: მოყურობა: წამავალისა:

698. აწ: შემიხვეწე: ნუ: დამწვავ: კულა: წვითა: უცხელესითა: მე: რომე: ცეცხლი: მედების: არ: ნაგზებია: კუესითა: ვერ: დაშრეტ: შენცა: დაიწვი: სოფლისა: ქნათა: წესითა: წადი: შეიქეც: მიბრუნდი: მუნითვე: შენი: მზესითა:

699. ვინ: დამბადა: განკურნება: ჩემი: უჩანს: მასცა: ძნელად: ვისცა: გესმის: გაიგონეთ: მით: გაჭრილვარ: ხელი: ველად: რაცა: მართებს: გონიერთა: ერთხელ: ვიყავ: მეცა: მქნელად: აწ: ნობათი: ხელობისა: მამხდომია: მით: ვარ: ბნელად:

700. ავთანდილ: იტყუის: რა: გითხრა: პასუხი: მაგა: თქმულისა: შენვე: თქუი: ეგე: სიტყუაა: კაცისა: ბრძნად: სწავლულისა: ღ~თსამცა: ვით: არ: შეეძლო: კულა: განკურნება: წყლულისა: იგია: მზრდელი: ყოვლისა: დანერგულ: დათესულისა:

701. ღმერთსამცა: ესე: რად: ექნა: ეგეთნი: დაებადენით: აღარ: შეგყარნა: გაგყარნა: ხელი: გქნა: ცრემლის: დადენით: სდევს: ფათერაკი: მიჯნურსა: გასჭურიტეთ: გაიცადენით: თქუენ: ერთმან: ერთი: არ: მოგხუდეთ: მე: სულნი: ამამჴადენით:

702. ნეტარ: მამაცი: რა: არის: არ: გასძლოს: რაცა: ჭირია: ჭირსა: გადრეკა: რად: უნდა: რა: სასაუბრო: პირია: ნუ: გეშის: ღ~თი: უხვია: თუცა: სოფელი: ძვირია: რასცა: მიწურთია: იწვართე: კადრო: უწურთელი: ვირია:

703. თურა: გესმის: გაიგონე: ესე: კმარის: სწავლა: სწავლად: ჩემსა: მზესა: დავეთხოვე: თქუენს: წინაშე: წამოსავლად: მოვახსენე: რადგან: ჩემებრ: შეუქნია: გული: ავლად: არას: ვარგებ: არ: დავდგები: სხვა: ვიუბნო: რადღა: მრავლად:

704. მან: მიბრძანა: მადრიელვარ: კარგად: ხარ: და: მამაცურად: შენგან: მისსა: გავლენასა: მე: დავიჩენ: სამსახურად: მისით: კითხვით: წამოსრულვარ: არ: მთვრალურად: არ: მახმურად: აწ: შევიქცე: რა: უამბო: რად: მოხვეო: ჯაბან: ჴრდლურად:

705. მაგ: საუბარსა: ესე: სჯობს: ისმინე: ჩემი: თხრობილი: მქნელი: საქმისა: ძნელისა: კაციმცა: იყო: ცნობილი: ვერას: ვერ: შეიქს: ნაყოფსა: ვარდი: უმზეოდ: ჭკნობილი: შენ: ვერას: ირგებ: მე: გარგებ: ძმა: ძმისა: უნდა: ძმობილი:

706. სადაცა: გწადდეს: მუნ: იყავ: მითვე: წესითა: მაგითა: გწადდეს: გულითა: ბრძენითა: გწადდეს: ცნობითა: შმაგითა: მაგა: ქცევითა: ტურფითა: ანაგებისა: ნაგითა: ოდენ: გამაგრდი: არ: მოჰკუდე: არ: დასდნე: ცეცხლთა: დაგითა:

707. ამის: მეტსა: არას: გნუკევ: წელიწადსა: ერთსა: მგზებსა: აქა: ქუაბსავ: მამნახვიდი: მე: ამბავთა: ყოვლგნით: მკრეფსა: ამა: ჟამსა: ნიშნად: მოგცემ: დროსა: ამას: ვარდ: იეფსა: ვარდთა: ნახვა: გაგაკრთობდეს: მართ: ვითამცა: ძაღლი: ჰყეფსა:

708. ვირ: ვარდი: იყოს: და: მზე: ჯდეს: კირჩხიბსა: და: საროტანსა: აქა: ქუაბსვე: მამნახვიდი: მოარებდი: ლომო: ტანსა: ვერა: ვჰპოებ: აგრე: მოვალ: თურას: ვჰპოებ: მოსატანსა: უაქაოდ: არ: დავდგები: ერანს: ვართუ: ზავრის: ტანსა:

709. ამა: დროსა: გარდავსცილდე: აქა: ქუაბსავ: არ: მოვიდე: ცან: ცოცხალი: არ: თურე: ვარ: უღონიოდ: მოვჰკუე: კიდე: ეს: ამისად: ნიშნად: კმარის: შენ: თუ: ჩემთვის: ცრემლსა: ღურიდე: მაშინ: გწადდეს: იხარებდი: გწადდეს: ჭმუნვა: გაადიდე:

710. აწ: რაცა: გკადრე: ამისთვის: ნუთუ: შენ: იყო: მჭმუნავი: მოგშორდები: და: არ: ვიცი: თუ: ცხენი: დამცემს: თუნავი: არ: თქმა: არ: ვარგა: ამისი: არ: პირ: უტყუი: ვარ: მჩმუნავი: არ: ვიცი: ღ~თი: რას: მიზამს: ანუ: ცა: მიწყივ: მბრუნავი:

711. ყმამან: უთხრა: აღარ: გაწყენ: არცა: სიტყუა: გამეტადდეს: არ: მომისმენ: რაზომიცა: საუბარი: მიდიადდეს: თუ: არ: მოგყუეს: საყუარელი: შენ: მას: მიჰყევ: რაცა: სწადდეს: ბოლოდ: ყოვლი: დამალული: საქმე: ცხადად: გამოცხადდეს:

712. არ: დაიჯერებ: მაშინ: ცნა: ჩემთა: საქმეთა: ძნელობა: ჩემთვის: სწორია: ყუელაი: გაჭრა: და: გაუჭრელობა: შენ: რაცა: გითქუამს: მაგას: ვიქ: მრჯის: რაზომ: გინდა: ხელობა: უშენოდ: მამხუდეს: რაღა: ვქნა: არ: დია: დღეთა: გრძელობა:

713. საუბარი: გარდასწყუიტეს: დააპირეს: ესე: პირი: ცხენთა: შესხდეს: მოიარეს: თვითო: მოკლეს: ველს: ნადირი: შემოიქცეს: აატირეს: გული: კულაცა: ანატირი: ხვალ: გაყრისა: გონებამან: სხვა: მიმიტა: ჭირსა: ჭირი:

714. ლექსთა: მკითხველო: შენიმცა: თვალი: ცრემლისა: მღურელია: გულმან: გლახ: რა: ქნას: უგულოდ: თუ: გული: გულსა: ელია: ვაი: მოშორება: და: მოყურისა: გაყრა: კაცისა: მკულელია: ვინცა: არ: იცის: არ: ესმის: ესე: დღე: როგორ: ძნელია:

715. დილა: გათენდა: შესხდეს: და: მას: ქალსა: გაესალამნეს: ტარიელ: ასმათ: ავთანდილ: თვალთაგან: ცრემლნი: დალამნეს: სამთავე: ღაწუთა: ალამნი: არღავნის: ფერად: ალამნეს: მათ: ლომთა: მიწყივ: მჴეც: ქმნილთა: თავი: მჴეცთავე: ალამნეს: