... (H-66), 1832 წ.

817. მთვარესა ეტყვის იფიცე: სახელი ღ~თისა შენისა შენ ხარ მამცემი მიჯნურთა: მიჯნურობისა სენისა შენ გაქვს წამალი მისისა: მოთმინებისა თმენისა მიაჯე შეყრა პირისა: შენ გამო შენებრ მშვენისა

818. ღამე ილხენდის დღე სჯიდის: ელის ჩასვლასა მზისასა რა წყალი ნახის გარდიხდის: უჭვრეტდის ჭავლსა წყლისასა მას თანა რთვიდის ნაკადსა: სისხლისა ცრემლთა ტბისასა კვლავ გაემართის ისწრაფდის: წასლვასა მისვე გზისასა

819. მარტო მოსთქმიდის ტიროდის: ტანად ალვისა ხიანი მინდორს თხა მოკლის სადაცა: ადგილი დახვდის კლდიანი შეწვის ჭამის და წავიდის: პირ მზე გულ მარიხიანი იტყვის დავჰყარენ ვარდნი და: აჰა მუნ ვაგლახიანი

820. აწ ვერ ვიტყვი მაშინდელსა: მე მის ყმისა ნაუბარსა მიუბნობდის რას მოთქმიდის: რას ტურფასა რაზომ გვარსა ზოგან თოვლი გაეწითლის: ვარდსა ბრჭლითა ნახოკარსა ქვაბნი ნახნა გაეხარნეს: ზედ გავიდა ქვაბთა კარსა

821. რა ასმათმან დაინახა: მოეგება ცრემლი სწვთების ვით იამა სიხარულსა: მართ ვეღარას ვერ მიხვდების ყმა გარდახდა მოეხვია: აკოცებს და ეუბნების კაცი კაცსა მოელოდეს: მოსლვა უცხო იამების

822. ყმა ქალსა ეტყვის პატრონი: ნეტარ სად არის და ვითა ეტყვის რა წახველ გაიჭრა: ქვაბს ყოფა მისჭირდა ვითა აწ მისი არა არ ვიცი: არ ნახვით არ ამბავითა ქალი ატირდა ცრემლითა: ზღვათაცა შესართავითა

823. ყმა დაჭმუნდა ვითამც რამე: ჰკრეს ლახუარი გულსა შუა ქალსა ეტყვის აჰა დაო: ეგეთიმცა კაცი ნუა იგი ფიცი ვით გატეხა: არ ვეცრუე ვით მეცრუა ვერ იქმოდა რად მიქადა: თუ მიქადა რად მიტყუა

824. თუ უმისოდ სოფელს ყოფა: რადგან ჭირად არ მიღირდა რად დავიწყდი რად მივსცილდი: რად ვერ გაძლო რა მისჭირდა მან გატეხა ზენარისა: რად შემართა ვით გაჰპირდა მაგრა ავის ბედისაგან: ჩემი რამცა გამიკვირდა

825. კვლავ ქალი ეტყვის მართლა ხარ: მაგისა დამძიმებასა მაგრა რა გაბრჭო მართალი: ნუ მეჭვ რასაცა თნებასა არ გული უნდა ფიცის და: პირისა გასრულებასა იგი უგულო მოელის: მართ დღეთა შემოკლებასა

826. გული ცნობა და გონება: ერთმანერთზედან ჰკიდიან რა გული წავა იგიცა: წავლენ და მისკენ მიდიან უგულო კაცი ვერ კაცობს: კაცთაგან განაკიდიან შენ არ გინახავნ არ იცი: მას რომე ცეცხლნი სწვიდიან

827. შენ უმართლე ხარ ემდურვი: შენ გაეყარე ძმობილსა მაგრა ვით ითქმის ვით გახდა: ვითა გიანბობ ცნობილსა ენა დაშვრების გაცვდების: გულსა შეელმის ლმობილსა ამას მით ვაზრობ მინახავს: მე უბედურსა შობილსა

828. ჯერთ მისი მსგავსი სასჯელი: არცა ვის ამბად სმენია თუ არა კაცთა სასჯელი: ქვათაცა შენაძრწენია დიჯლადცა კმარის მას რომე: თვალთაგან ცრემლი სდენია თვით რაცა ბრძანოთ მართალ ხართ: სხვა სხვისა ომსა ბრძენია

829. მას წამავალსა ვჰკითხევდი: დამწვარსა ცეცხლ მოდებულსა მოვიდეს რა ქნას ავთანდილ: მისსა დამვედრე დებულსა მიბრძანა მოღმა მნახვიდეს: მე მისთვის გაცუდებულს ამათ არ დავჰყრი არეთა: არ გავსტეხ მის ქადებულსა

830. მას ზენაარსა არ გაუტეხ: მას ფიცსა არ ვერცუები მად პაემნამდის მოვიცდი: რაზომცა გამდის რუები თუ მკვდარი მნახოს დამმარხოს: თქვას ვაგლახი და უები ცოცხალი დავხვდე უკვირდეს: სიცოცხლე არს სათუები

831. ჩემთვის გარდახდა მას აქათ: გაყრა მზისა და ქედისა ოდენ მოდენა ცრემლისა: მჭირს ველთა მოსალბედისა მსჯის გამრავლება ჴელქმნისა: სულთქმისა ზედა ზედისა [და]ვვიწყებივარ სიკუდილსა: ნახე ნაქმარი ბედისა

832. ესე აარაკი მართალი: ჩინს ქვასა ზედა სწერია ვინ მოყვარესა არ ეძებს: იგი თავისა მტერია აწ ზაფრანია ვის წინა: ვერ ვარდი გვანდის ვერ ია თუღა მონახავ მონახე: ქენ რაცა შენი ფერია

833. ყმამან უთხრა უმართლე ხარ: არ მამართლო მდურვად მისად მაგრა გაბჭევ რა მიქნია: სამსახური ტყვესა ტყვისად გამოჭრილ ვარ სახლით ჩემით: ვით ირემი ძებნად წყლისად მას ვეძებ და მას ვიგონებ: ვიარები ველთა ვლისად

834. ბროლ სადაფნი მარგალიტსა: ლალის ფერსა სცვენ და ბურვენ მას მოვშორდი ვერ ვიახელ: ვერ ვისურვენ ვერ ვასურვენ გამოპარვით წამოსვლითა ღ~თისა სწორნი მოვიმდურვენ ნაცვლად მათთა წყალობათა: მათნი გულნი შევაურვენ

835. პატრონი ჩემი გამზრდელი: ღ~თსაგან დიდად ცხოველი მშობლური ტკბილი მოწყალე: ცა წყალობისა მთოველი მას უორგულე წამოველ: მართ დავივიწყე ყოველი მისი შემცოდე ღ~თისაგან: კარგსა არაღას მოველი

836. ესე ყველაი ასრე მჭირს: დაო ბედითა მისითა არ უტყუვე და მოვსულვარ: მგზავრი ღამით და დღისითა აწ იგი სადმე წასულა: ვიწვი ცეცხლითა ვისითა ცუდ მაშურალი და მტირალი: ქვე ვზი პირითა მქისითა