... (H-66), 1832 წ.

780. თუ საწუთრომან დამამხოს: ყოველთა დამამხობელმან ღარიბი მოვჰკვდე ღარიბად: ვერ დამიტიროს მშობელმან ვეღარ შემსუდრონ დაზრდილთა: და ვერცა მისანდობელმან მუნ შემიწყალოს თქვენმავე: გულმან მოწყალე მლმობილმან

781. მაქვს საქონელი ურიცხვი: ვერვისგან ანაწონები მიეც გლახაკთა საჭურჭლე: ათავისუფლე მონები შენ დაამდიდრე ყოველი: ობოლი არას მქონები მიღვწიან მამიგონებენ: დამლოცვენ მოვეგონები

782. რაცა თქვენთვინ არ ვარგიყოს: საჭურჭლესა დასადებლად მიეც ზოგი ხანაგათა: ზოგი ხიდთა გასადებლად ნურა ნუ გშურს საქონელი: ჩემი ჩემთვის წასაგებლად შენგან კიდე არვინ მივის: ცეცხლთა ცხელთა დამავსებლად

783. ამას იქით ჩემგან ჩემი: ამბავიცა არ გეცნევის ამად გვედრებ სულსა ჩემსა: წიგნი გკადრებს არ გეთნევის არას არგებს ეშმაკისა: საქმეთაგან დაეძლევის შემინდევ და შემივედრე: მკვდარსა რაღა გარდმეჴდევის

784. გვედრებ მეფეო შერმადინს: მონასა ჩემსა რჩეულსა ნაკად აქვს ჭირი სამისოდ: ამ წელიწადსა წლეულსა ნუგეშინის ეც წყალობით: ჩემგან წყალობა ჩვეულსა ნუ დაადინებ თვალთაგან: ცრემლთა სისხლითა ფრქვეულსა

785. გასრულდა ჩემი ანდერძი: ჩემგან ნაწერი ჴელითა აჰა გამზრდელო მოგშორდი: წაველ გულითა ხელითა ნუ სჭმუნავთ ჩემთვის მეფენი: ნუ ხართ მოსილი ბნელითა სუფევითამცა ხარ თავითა: მტერთაგან საკრძალველითა

786. მისცა ანდერძი შერმადინს: რა გაათავა წერითა უთხრა ჰკადრეო მეფესა: საქმითა მეცნიერითა შენ დაგამეტებს ვერავინ: მსახურებითა ვერითა მოეხვია და ატირდა: ცრემლითა სისხლთა ფერითა

ლოცვა ავთანდილისაგან მიზგითად და გაპარვა მისი

787. ილოცავს იტყვის მაღალო: ღ~თო ხმელთა და ცათაო ზოგჯერ მამცემო პატიჟთა: ზოგჯერ კეთილთა მზათაო უცნაურო და უთქმელო: უფალო უფლებათაო მომეც დათმობა სურვილთა: მფლობელო გულის თქმათაო

788. ღ~თო ღ~თო გეაჯები: რომელი ჰფლობ ქვენათ ზესა შენ დაბადე მიჯნურობა: შენ აწესებ მისსა წესსა მე სოფელმან მამაშორვა: უკეთესსა ჩემსსა მზესა ნუ ამოფხვრი სიყვარულსა: მისგან ჩემთვის დანათესსა

789. ღ~თო ღ~თო მოწყალეო: არვინ მივის შენგან კიდე შენგან ვითხოვ შეწევნასა: რაზომსაცა გზასა ვლიდე მტერთა ძლევა ზღვათა ღელვა: ღამით მავნე გამარიდე თუღა დავრჩე გმსახურებდე: შენდა მსხვერპლსა შევსწირიდე

790. რა ილოცა ცხენსა შეჯდა: მალვით კარნი გაიარნა შერმადინცა დააბრუნა: თუცა ვამნი ადიადნა მონა ტირს და მკერდსა იცემს: საბრალომან ცრემლი ღვარნა პატრონისა ვერა მჭვრეტმან: ყმამან რამცა გაიხარნა

791. აწ ამბავი სხვა დავიწყო: ყმასა წავყვეთ წამავალსა არ შეექნა დარბაზობა: მას დღეს როსტანს გულ გამწყრალსა რა გათენდა ქუში ადგა: გავს თუ ადენს პირით ალსა ჴმობა ბრძანა ვეზირისა: მიიყვანდეს შიშით მკრძალსა

ცნობა როსტევან მეფისაგან ავთანდილის გაპარვით წასვლა

792. რა ვაზირი მოწიწებით: დარბაზს ნახა შემოსრული როსტან უთხრა არა მაჴსოვს: გუშინდელი შენგან ქნილი მაწყინე და გამარისხე: ვერ დავიღე დიდხანს სული აზომ რომე გაგათრივე: შენ ვაზირი გულის გული

793. თუ რად მახსოვს რად უნდოდა: ისრე ავად რად გაგჴადე მართლად უთქვამს მეცნიერთა: წყენააო ჭირთა ბადე ესე გვარსა ნუ ოდეს იქ: საქმე ხოლე გაიცადე აწ მითხარ თუ რას იტყოდი: თქვი და სიტყვა გააკვლადე

794. კვლავ მოახსენა ვეზირმან: სიტყვა ნაგუშინდელევი რა გაიგონა შესთვალა: პასუხი არ ნაკრძელევი შენ თუ უშმაგო მგონიხარ: ვარმცა ურია მე ლევი კვლავ მაგის მეტად ნუ მასმენ: თვარე მე სულად გელევი

795. რა გამოვიდა ვაზირმან: ძებნა ვერ ჰპოვა მინანი მართ გაპარვასა უთხრობდეს: მონანი ცრემლთა მდინანი მან თქვა მე დარბაზს ვერ შევალ: მახსოვან დღენი წინანი ვინცაღა ჰკადრებს მან ჰკადროს: რაცა ვჰთქვი მასცა ვინანი

796. რა ვეზირი არ შევიდა: კვლავ მეფემან კაცი გზავნის კაცმან ცნის და გარეთ დადგის: წასვლა ვერვინ გაამჟღავნის როსტანს ეჭვი შეუვიდა: ჭმუნვა ამით გაათავნის თქვა უცილოდ გაიპარა: ვინ მარტომან ასთა ავნის

797. თავ დადრეკით იგონებდა: გულსა ჰქონდა ჭმუნვა დიდი უში ქნა და აიხედნა: უბრძანებდა მონას მიდი მოვიდეს და აწ მიანბოს: შემოვიდეს იგი ფლიდი რა ვეზირი შემობრუნდა: ფერი ჰკრთა და ჰქონდა რიდი