... (H-66), 1832 წ.

932. ვარდი ჭკნებოდა ღვრებოდა: ალვისა შტო ირხეოდა ბროლი და ლალი გათლილი: ლაჟვარდად გარდიქცეოდა გამაგრებოდა სიკვდილსა: ამისთვის არ უმხნეოდა იტყვის თუ ბნელი რას მიკვირს რადგან დამაგდე მზეო და

933. მზესა ეტყვის მზეო გიტყვი: თინათინის ღაწვთა დარად შენ მას გავ და იგი შენ გავს: თქვენ ანათებთ მთად და ბარად ჴელსა მალხენს ნახვა შენი: ამად გიჭვრეტ არ დამცდარად მაგრა ჩემი რად დააგდე: გული ცივად გაუმთბარად

934. თვე ერთისა მოშორება: მზისა ზამთრის გაგვამცივებს მე გლახ ორნი დამიყრიან: გული ამად რად არ ივნებს მაგრა კლდესა არა შესწონს: არაოდეს არ ატკივნებს წყლულსა დანა ვერა ჰკურნებს: გაჰკვეთს ანუ გაასივნებს

აქა ავთანდილ ვარსკვლავთა ეუბნების თავის ბუნებასა

935. მიმავალი ცასა შესტირს: ეუბნების ეტყვის მზესა აჰა მზეო გიაჯები: შენ უმძლევთა მძლეთა მძლესა ვინ მდაბალთა აღამაღლებ: მეფობასა მისცემ სვესა მე ნუ გამყრი საყვარელსა: ნუ შემიცვლი ღამედ დღესა

ამას სევდიანთა ეტლად იტყვიან

936. მოი ზუალო მომიმატე: ცრემლი ცრემლსა ჭირი ჭირსა გული შავად შემიღებე: სიბნელესა მიმეც ხშირსა შემაჰყარე კაეშანი: ტვირთი მძიმე ვითა ვირსა მას უთხარ თუ ნუ გასწირავ: შენია და შენთვის ტირსა

ამას მოსამართლეთა ეტლად იტყვიან

937. ჰე მუშთარო გიაჯები: შენ მართალსა ბრჭესა სრულსა მოდი უყავ სამართალი: გაებჭობის გული გულსა ნუ ამრუდებ უმართლესა: ნუ წაიწყმედ ამით სულსა მართალი ვარ გამიკითხე: რად მაწყლულებ მისთვის წყლულსა

ამას მესისხლეთა ეტლად იტყვიან

938. მოდი მარიხო უწყალოდ: დამჭარ ლახურითა შენითა შეცამღებე და შემსვარე: წითლად სისხლისა დენითა მას უთხრენ ჩემნი პატიჟი: მას გა[ა]გონენ ენითა როგორ გასრულვარ შენ იცი: გულია აღარს ლხენითა

ამას მკურნალთა ეტლად იტყვიან

939. მოდი ეასპიროზ მაგრე რა: მან დამწვა ცეცხლთა დაგითა ვინ მარგალიტსა გარეშე: მოსცავს ძოწისა ბაგითა შენ დააშვენებ კეკლუცთა: დაშვენებითა მაგითა ვისმე ჩემებრსა დააგდებს: გახდი ცნობითა შმაგითა

ამას მწიგნობართა ეტლად იტყვიან

940. ოტარიდო შენგან კიდე: არვის მიგავს საქმე სხვასა მზე მაბრუნებს არ გამიშვებს: შემიყრის და მიმცემს წვასა დაჯე წერად ჭირთა ჩემთა: მელნად მოგცემ ცრემლთა ტბასა კალმად გიკვეთ გაწლობილსა: ტანსა წვრილსა ვითა ლერწამსა

ამას მოწყალეთა და სნეულთა ეტლად იტყვიან

941. მოი მთვარეო შემიბრალე: ვილევი და შენებრ ვჭკნები მზე გამავსებს მზევე გამლევს: ზოგჯერ ვჭლდები ზოგჯერ ვმჭლდები მას უამბე სჯანი ჩემნი: რა მჭირს ანუ როგორ ვბნდები მიდი უთხარ ნუ გამწირავ: მისი ვარ და მისთვის ვბნდები

942. აჰა მმოწმობენ ვარსკვლავნი: შვიდნივე მემოწმებიან მზე ოტარიდი მუშთარი: და ზუალ ჩემთვის ბნდებიან მთვარე ასპიროზ მარიხი: მოვლენ და მოწმად მყვებიან მას გააგონენ რანიცა: ცეცხლი უშენოდ მდებიან

943. აწ გულსა ეტყვის ვითამცა: გდის ცრემლი არ გაგხმობია რას გარგებს მოკლვა თავისა: ეშმა ძმად თურე გძმობია მეც ვიცი ჩემსა ხელმქმნელსა: თმად ყორნის ბოლო სთმობია მაგრა თუ ჭირსა არ დასთმობ: ლხინი რა დასათმობია

944. თუ დავრჩეო ესე მიჯობს: სიცოცხლისა იტყვის თუსა ნუთუ მამხვდეს ნახვა მზისა: ნუ ვიძახი მიწყივ უსა მიიმღერის ჴმასა ტკბილსა: არ გასწყვეტდის ცრემლთა რუსა მისსა ხმასა თანა ხმაცა: ბულბულისა გვანდის ბუსა