... (H-66), 1832 წ.

855. ვინ არ ყოფილა მიჯნური: ვის არ სახმილნი სდებიან ვის არ უნახვან პატიჟნი: ვისთვის ვინ არა ბნდებიან მითხარ უსახო რა ქნილა: სულნი რად ამოხდებიან არ იცი ვარდნი უეკლოდ: არავის მოუკრებიან

856. ვარდსა ჰკითხეს ეგზომ ტურფა: რამან შეგქმნა ტანად პირად მიკვირს რად ხარ ეკლოვანი: პოვნა შენი რად არს ჭირად მან თქვა ტკბილსა მწარე ჰპოვებს: სჯობს იქნების რაცა ძვირად ოდეს ტურფა გაიეფდეს: არღარა ღირს არცა ჩირად

857. რადგან ვარდი ამას იტყვის: უსულო და უასაკო მაშა ლხინსა ვინ მოიმკის: პირველ ჭირთა უმუშაკო უბოროტო ვისა სმია: რაცა კარგი საეშმაკო რად ემდურვი საწუთროსა: რა უქნია უარაკო

858. ისმინე ჩემი თხრობილი: შეჯე წავიდეთ ნებასა ნუ მიყოლიხარ თავისა: თათბირსა გაგონებასა რაცა არ გწადდეს იგი ქენ: ნუ ზდევ წადილთა ნებასა ასრე არ სჯობდეს არ გეტყვი: რად მეჭვ რასაც თნებასა

859. მან უთხრა ძმაო რა გითხრა: ძვრადცა არ ძალმიც ენისა ძალი არა მაქვს ხელქმნილსა: შენთა სიტყვათა სმენისა რად ადვილად გიჩანს მოთმენა: ჩემთა სასჯელთა თმენისა აწ მივსწურვილვარ სიკვდილსა: დრო მომეახლა ლხენისა

860. ამას მოკვდავი ვილოცავ: აროდეს ვითხოვ არ ენით აქა გაყრილნი მიჯნურნი: მუნამცა შევიყარენით მუნ ერთმანერთი კვლავ ვნახეთ კვლავ რამე გავიხარენით მოი მოყვარეთა დამმარხეთ: მიწანი მომაყარენით

861. საყვარელმან საყვარელი: ვით გაწიროს ვით არ ნახოს მისკენ მივალ მხიარული: მერმე იგი ჩემ კერძ იროს მივეგებვი მამეგებოს: ამიტირდეს ამატიროს ჰკითხე ასთა ჰქენ გულისა: რა გინდა ვინ გივაზიროს

862. მართ გარდაწყვეტით იცოდი: გეტყვი მართალსა პირასა სიკუდილი მახლავს დამეხსენ: ხანსაღა დავყოფ მცირასა არ ცოცხალ ვიყო რას მაქნევ: რა დავრჩე ჴელსა მხდი რასა დამშლიან ჩემი კავშირნი: შევრთვიან სულთა სირასა

863. რა სთქვი რას იტყვი არ მესმის: არცა მცალს სმენად მაგისად სიკვდილი მახლავს ჴელქნილსა: სიცოცხლე არის წამისად აწ გამიარმდა სიცოცხლე: მეტად ყოვლისა ჟამისად მუნ მეცა მივალ ცრემლისა: მიწად სად გამდის ღამი სად

864. ბრძენი ვინ ბრძენი რა ბრძენი: ჴელი ვითა იქს ბრძნობასა ეგ საუბარი მაშინ ხამს: თუცაღა ვიყო ცნობასა ვარდი ვერ არის უმზეოდ: იყოს დაიწყებს ჭკნობასა მაწყენ დამეხსენ არა მცალს: არცაღა ვახლავ თმობასა

865. კვლავ ეუბნების ავთანდილ: სიტყვითა მრავალ ფერითა ეტყვის რამ მოკვდე გერგების: სიტყვითა რა ოხერითა ნუ იქ არა სჯობს საქმითა: ნუ ხარ თავისა მტერითა ვერ წაიყვანა ვერა ქმნა: სიტყვითა ვერა ვერითა

866. მერმე უთხრა აჰა რადგან: არ მამისმენ არას არა არას გაწყენს ენა ჩემი: აქამდისცა ცუდად მცდარა თუ სიკვდილი გიჯობს მოკვე: ვარდი დაჭკნეს დაცამჭკნარა ერთსა რასმე გეაჯები: მიყავ ცრემლი ამად ღვარა

867. სადა ინდონი ბროლ ვარდსა: სარვენ გიშრისა სარითა მას მოვეშორვე წამოვე: სიჩქარით არ სიწყნარითა ვერ დამიჭირა მეფემან: მშობლურად საუბარითა შენ არ შემიყრი გამიყრი: აწ ჩემი ლხინი ვთქვა რითა

868. ნუ გამგზავნი გულ მოკლულსა: ერთი მიყავ საწადელი ერთხელ შეჯე ამა ცხენსა: გნახო ჩემი სულთა მდგმელი ნუთუ მაშინ მოვიქარვო: სევდა ესე აწინდელი მე წავალ და შენ დაგაგდებ: იქნას შენი საწადელი

869. ეხვეწებოდა შეჯეო: აჯას ხვეწნითა არვებდა იცოდა რომე შეჯდომა: კაეშანს მოაქარვებდა ლერწმისა სარსა დასდრეკდა: გიშერსა დააკარვებდა დაიმორჩილა იამა: არ ივაგლახა არ ვებდა

870. ცხადად უთხრა შევჯდებიო: მომიყვანე ცხენი წინა მან მოგვარა წყნარად შესვა: არ სიჩქარით ააქშინა მინდორთაკენ წაიყვანა: ტანი მჭევრი აძრვევინა ხანი წავლეს სიარულმან: მოჯობება დააჩნინა

871. შეაქცევს და ეუბნების: საუბართა მშვენიერთა მისთვის ძვრიდა სასაუბროდ: მათ ბაგეთა ძოწის ფერთა მისი სმენა გააყმობდა: მსმენელისა ყურთა ბერთა მოიშორვა კაეშანი: დათმობავე შეაერთა

872. რა შეატყო მოჯობება: მუნ სევდისა მუფარახმან გაანათლა პირი ვარდი: სიხარულმან დაუსახმან ცნობიერთა დასტაქარმან: უცნობოთა ოხვრა ახმან ცნობიერი სიტყვა უთხრა: უცნობოსა რასმე მძრახმან

873. მერასმე ჰყვეს საუბარსა: სიტყვა ჰკადრა არ მალული ერთსა რასმე მოგახსენებ: გამიცხადე დაფარული ეგე სამხრე მისეული: შენ გაჩნია მისგან წყლული რაგვარ გიყვარს რაგვარ გიღირს თქვი დავიღო მერმე სული

874. მან უთხრა სახე რა გითხრა მის უსახოსა სახისა ესეა ჩემი სიცოცხლე ჩემი მამცემი ახისა მჯობი ყოვლისა სოფლისა წყლისა მიწისა და ხისა არ სასმენლისა მოსმენა არს უმჟავესი წმახისა