... (H-66), 1832 წ.

703. წევს იტყვის გულსა სალხინო: რამცაღა დაუსახეო მოგშორდი ედემს ნაზარდო: ლერწამო და ხეო შენთა მჭვრეტელთა ნიშატო: ვერ მჭვრეტთა სავაგლახეო ცხადად ნახვას არა ღირს ვარ: ნეტარმცა სიზმრად გნახეო

704. ამას მოსთქმიდის ტირილით: ცრემლისა დასაღვაროთა კვლავ გულსა ეტყვის დათმობა: ჰგვანდეს სიბრძნისა წყაროთა არ დავთმოთ რა ვქნათ სევდასა: მითხარ რა მოვაგვაროთა თუ ლხინი გვინდა ღ~თისაგან: ჭირნიცა შევიწყნაროთა

705. კვლავ იტყვის გულო რაზდენცა: გაქვს სიკვდილისა წადება სჯობს სიცოცხლისა გაძლება: მისთვის თავისა დადება მაგრა დამალე არ გაჩნდეს: შენი ცეცხლისა კვლა დება ავად შეჰფერობს მიჯნურსა: მიჯნურობისა ცხადება

დათხოვნა ავთანდილისაგან როსტევან მეფისა და ვეზირის საუბარი და ხვეწნა

706. რა გათენდა შეეკაზმა: ყმა გავიდა ადრე გარე იტყვის ნეტარ მიჯნურობა: არ დამაჩნდეს დაცავფარე დათმობასა ვეაჯების: გულსა შენ რა მოუგვარე ცხენსა შეჯდა წამოვიდა: ვაზირისა სახლსა მთვარე

707. ვეზირმან ცნა გაეგება: ჩემსა მზეა ამოსრული ამას თურმე მახარებდა: დღეს ნიშანი სახარული მიეგება თაყვანისცა: ჰკადრა სრულსა ქება სრული ჴამს სტუმარი სასურველი: მასპინძელი მხიარული

708. ყმა გარდასვა მასპინძელმან: არ ღაფალმან ავმან უქმან ფერხთა ქვეშე ხატაურსა: უფენენ და მიწად უქმან ყმამან სახლი განანათლნა: ვით სამყარო მზისა შუქმან თქვეს სურნელი სული ვარდთა: დღეს მოგვბერნა ქვენამ ბუქმან

709. დაჯდა მისთა შემხედველთა: გული მათი მართლად ხელეს მისთა მჭვრეტთა მისთვის ბნედა: თავისათვის ისახელეს სულთქმა ბევრი აათასეს: აღარა თუ აერთხელეს გაყრა ბრძანეს გაიყარნეს: ჯალაბობა გაათხელეს

710. რა ჯალაბი გაიყარა: ყმა ვეზირსა ეუბნების ეტყვის შენი დამალული: დარბაზს არა არ იქნების რაცა გწადდეს საურავი: მეფე იქს და შენ გეთნების გაიგონე ჭირი ჩემნი: მკურნე რაცა მეკურნების

711. მის ყმისა ცეცხლი მედების: წვა მჭირს მისისა მწველისა მკლავს სურვილი და ვერ ნახვა: ჩემისა სასურველისა მას ჩემთვის სულნი არ შურდეს: შეზღვა ხამს შეუზღველისა ჴამს სიყვარული მოყვრისა: უხვისა უშურველისა

712. მისი ნახვა გულსა ჩემსა: ვითა ბადე დაებადა მუნვე დარჩა დათმობაცა: მასთანავე დაება და რადგან დასწვავს მუახლეთა: ღ~თსა მზედცა დაებადა მერმე ასმათ ჩემთვისს დისა: უფრო დადცა დაებადა

713. ოდეს წამოველ შევფიცე: ფიცითა საშინელითა კვლავ მოვალ გნახავ პირითა: არ მტერთა საწუნელითა შენსა მე ვეძებ ნათელსა: შენ ხარ გულითა ხელითა ჟამია ჩემგან წასვლისა: ვიწვი ცეცხლითა ცხელითა

714. ყოველსავე მართლად გითხრობ: არ სიტყვასა საკვეხელსა მიმელის და ვერ მივსულვარ: ესე მიდებს ცეცხლსა ცხელსა ვერ გაუტეხ ზენაარსა: ვერ გავსწირავ ხელი ჴელსა რამცა სადა გაუმარჯვდა: კაცთა ფიცთა გამტეხელსა

715. რაცა გითხრა ჩემაგიერ: როსტანს ჰკადრე მიედ სრასა თავმან მისმან ფიცით გეტყვი: შენ ვაზირსა უსტა სრასა არ შემიპყრობს არ დავდგები: თუ შემიპყრობს მაქნევს რასა მიშველე რა გული ცეცხლმან: არ დამიჭრას არა სრასა

716. ჰკადრე ვინ გაქოს ყოველმან: პირმა არ შეუმზრახემან ვითა ვიშიშვი გაცნობოს: ღ~თნ ნათელთა სახემან მაგრამ მან ყმამან ცეცხლითა: დამწვა ალვისა სახემან გული წამსავე წამიღო: ვერათ ვერ შევინახე მან

717. აწ მეფეო უმისობა: ჩემგან ყოლა არ ეგების გული მას აქვს გულოვანსა: აქა ჴელი რა მეჴდების თუ რას ვარგებ პირველ ხოლმე: თვით სახელი თქვენ მოგხვდების ვერას ვარგებ გულსა დავსდებ: ჩემი ფიცი არ გატყდების

718. წასლვა ჩემი გულსა თქვენსა: არ ეწყინოს არ დაჭმუნდეს თავსა ჩემსა გაგებული: იქნას ღ~თსა რაცა უნდეს მანვე ქნას და გაგიმარჯვდეს: თქვენი თქვენკე დაგიბრუნდეს არ მოვბრუნდე თქვენმცა სუფევთ: მტერი თქვენნი დაძაბუნდეს

719. კვლავ პირ მზე ეტყვის ვეზირსა: მე სიტყვა შევამცირეო აწ ესე ჰკადრე მეფესა: შევინვიდოდეს ვირეო მიაჯე ამოდ გაშვება: და თავი გაიგმირეო ასი ათასი წითელი: შენ ქრთამად შეიწირეო

720. ვაზირმან უთხრა სიცილით: ქრთამი შენ გქონდეს შენია შენგან კმა ჩემად წყალობად: რომე გზა გაგიჩენია მაგას რა ვკადრებ მეფესა: რაცა აწ თქვენგან მსმენია ვიცი უცილოდ ამავსებს: შოება რა საწყენია

721. თავმან მისმან მუნვე მამკლავს: ვეჭუ წამიცა არ წამეაროს შენი ოქრო შენვე დაგრჩეს: მე გლახ მიწა მესამაროს მამკალ კაცსა სიცოცხლისა: სწორად რაცა მოეხმაროს არ ითქმის და ვერცა ვიტყვი: რა გინდა ვინ მისაგმაროს